მწარმოებელი: BIOPHARM

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიალუნრონიდაზული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.

კომბინირებული პრეპარატი

ბილიდაზა – არის მიკრობული ჰიალურონიდაზის მაღალი სისუფთავის პრეპარატის სტერილური ლიოფილიზებული ფხვნილი ამპულებში .

გამოყენება :
ოპერაციის და დამწვრობის შემდგომ განვითარებული ჰიპერტროფიული და კოლოიდური ნაწიბურების , დერმატოგენური კონტრაქტურების , ანკილოზური ართრიტების და ლიმფო – ვენური უკმარისობის სამკურნალოდ ; მუცლის ღრუში , ქალის გენიტალურ ტრაქტში შეხორცებების და ჰემატომების გასაწოვად ; სამკურნალო ნივთიერებების შეღწევადობის გადიდებისთვის ; თვალის სხვადასხვა ნაწილებში სისხლჩაქცევების გასაწოვად , თვალის ბროლის შემღვრევის და საცრემლე გზების გაუვალობის სამკურნალოდ .

უკუჩვენება :

მწვავე ანთებითი პროცესები , ფილტვის ტუბერკულოზი .

გამოყენების წესი :

ამპულის შეგთავსი იხსნება 1 მლ საინექციო წყალში ან ნოვოკაინში და შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ . მკურნალობის კურსი შეადგენს 10-15 ინექციას . თითო ამპულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით . პრეპარატი ასევე შეჰყავთ ელექტრო და ფონოფორეზის მეშვეობით .

გამოშვების ფორმა :

500 პ . ე . ჯამური აქტივობის პრეპარატი 2 მლ ნომინალური მოცულობის , ნეიტრალურ მინის ამპულებში . 10 ამპულა ქაღალდის ტიხრებიან მუყაოს კოლოფში , პოლიგრაფიულად გაფორმებული ეტიკეტ – ბანდეროლით .

შენახვის პირობები : ბნელ , გრილ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა : 2 წელი .

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტით

Facebook კომენტარები