ბიოპაროქსი  ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” მიერ წარმოებული ორიგინალურ პრეპარატი.

საერთაშორისო დასახელება:

FUSAFUNGINE

მწარმოებელი: EGIS for SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ფუზაფუნგინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი მოქმედების ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

გამოშვების ფორმა:

აეროზოლი ინჰალაციისათვი: ფლაკონში 20 მლ (400 დოზა)

1 დოზა 1 ფლ.

ფუზაფუნგინი ……..         125 მკგ 50 მგ

შეფუთვაში 2 ადაპტერი (ნაზალური და ორალური შესხურებისთვის).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკს, რომელსაც არ გააჩნია სისტემური მოქმედება. ბიოპაროქსი ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. იგი ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესს, შუშეპებასა და რესპირატორული ტრაქტის ლორწოვანი გარსის ექსუდაციას.

ბიოპაროქსი წარმოადგენს აეროზოლს მიკრონაწილების სახით, რომელიც პენეტრირებს სასუნთქი გზების შედარებით ძნელად მისაღწევ ნაწილებში (სინუსები, ბრონქიოლები).

ბიოპაროქსი აქტიურია ისეთი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა: Streptococcus spp.,  A ჯგუფები, Streptococcus pneumoniae  (ძველი დასახელებაა Pneumococcus), Staphylococcus spp., Neisseria spp.  ზოგიერთი შტაპების, ზოგიერთი ანაერობების. აგრეთვე Mycoplasma spp.,-სა და სოკო Candidas მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

ბიოპაროქსის საინჰალაციო წესით მიღების შემდეგ იგი არ აღინიშნება სისხლის პლაზმაში, არამედ რჩება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ზედაპირზე.

ჩვენებები:

ბიოპაროქსი გამოიყენება :

  • ცხვირ-ხახისა (სინუსიტი, რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, ტონზილექტომიის შემდგომი მდგომარეობა);
  • სასუნთქი გზების ანთებითი და ინფექციური დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში რეკომენდებულია ყოველ 4 საათში 1 სეანსი. თითოეული სეანსი მოიცავს 4 ინჰალაციას პირის ღრუში და/ან 4 ინჰალაციას ცხვირის თითოეულ ნესტოში.

ბავშვებში პრეპარატი ინიშნება თითო სეანსის სახით ყოველ 6 საათში. მკურნალობის დასაწყისში ან გამოხატული პათოლოგიის შემთხვევაში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 6 ინჰალაციამდე ყოველ სეანსზე.

მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არ უნდა აჭარბებდეს 1 დღეს.

სინუსიტების, რინიტების, რინოფარინგიტებისას საჭიროა ინჰალაცია ჩატარდეს ნაზალურად და გამოყენებულ იქნის ცხვირისმიერი ადაპტორი. ინჰალაციის წინ საჭიროა ცხვირის გასუფთავება, რის შემდეგაც ცხვირის თითოეულ ნესტოში ნაწილობრივ უნდა შევიყვანოთ ადაპტორი. აუცილებელია დავაფიქსიროთ ფლაკონი, შემდეგ ღრმად ჩავისუნთქოთ, რათა პრეპარატის მიკრონაწილები კარგად განაწილდეს სინუსებსა და ცხვირის ნესტოებში. აეროზოლის თითოეული დოზის შესუნთქვა რეკომენდებულია დახურული პირით.

ფარინგიტების, ტონზილიტების, ტონზილექტომიის შემდგომი მდგომარეობის და ლარინგიტის დროს ინჰალაცია ტარდება პირის ღრუდან, ამ შემთხვევაში ვიყენებთ პირის ღრუსათვის განკუთვნილ ადაპტორს. ღრმად უნდა ჩავისუნთქოთ აეროზოლის შიგთავსი, შევაჩეროთ რამოდენიმე წამით სუნთქვა, რათა აქტიური ნივთიერების ნაწილაკებმა მთლიანად დაფაროს ნუშურებისა და ცხვირხახის ლორწოვანი გარსი.

გვერდითი მოვლენები:

აეროზოლის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება ცხვირის ცემინება და ცხვირ-ხახის გაღიზიანება.

პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ალერგიის მიმართ იშვიათად აღინიშნება ადგილობრივი რეაქციები კანსა და ლორწოვან გარსზე, რაც გამოიხატება შეშუპებით, გამონაყარის წარმოქმნით და ბრონქოსპაზმით.

ზემოთაღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მივმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

2.5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაცია:

აღნიშნულ პერიოდში პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

ბიოპაროქსის ხანგრძლივი დროით მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან არსებობს ნორმალური მიკრობული ფლორის დათრგუნვის და სუპერინფექციის გავრცელების საშიშროება.

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 10 დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა საჭიროა გადამოწმდეს.

ბიოპაროქსის აქტიობის მაქსიმალური გამოვლინებებისათვის აუცილებელია დაცულ იქნას დანიშნული სეანსების რიცხვი და ჯერადობა, და მიზნობრივად იქნას გამოყენებული შესაბამისი ადაპტორები. მყარი თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობის ხანგრძლიობის დაცვა დანიშნულების შესაბამისად. რეკომენდებული არ არის სეანსების შეწყვეტა გამოჯანმრთელების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე – ეს შეიძლება რეციდივის მიზეზი გახდეს.

ინფექციის გენერალიზებისას შესაძლებელია პრეპარატის კომბინირება სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკებთან.  შესაძლებელია ბოპაროქსის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში სამკურნალოდ. სეანსების რეგულარული ჩატარებისათვის საჭიროა პაციენტმა მუდმივად თან ატაროს ფლაკონი, რისთვისაც სპეციალურად განკუთვნილი ჩანთა გამოიყენება. ადაპტორები საჭიროა ყოველდღიურად გავასუფთავოთ ეთანოლში დასველებული ბამბის ტამპონით.

პედიატრიაში გამოყენება: ლარინგოსპაზმის გავრცელების საშიშროების გამო 2.5 წლამდე ასაკის ბავშვებში ბიოპაროქსის მიღება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბიოპაროქსის კომბინაცია დასაშვებია ყველა სამკურნალო საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები