ბიოსედატი
აუმჯობესებს ძილს და ავლენს სედატიურ მოქმედებას
შემადგენლობა:
პასიფლორას ექსტრაქტი 190 მგ
მაგნოლიის ექსტრაქტი 25 მგ
უნაბის ექსტრაქტი 100 მგ
ბარამბოს ექსტრაქტი 100 მგ
მელატონინი 5 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მელატონინი – წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედატიური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. აქვს ნოოტროპული მოქმედება, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს.
პასიფლორას (Passiflora incarnata) – აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.
მაგნოლია (Magnolia officinalis) – აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს გლუვ მუსკულატურაზე სპაზმოლიზური მოქმედება.
ბარამბოს (Melissa officinalis)– აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური და ჰიპოტენზიური მოქმედება.
უნაბს (Zyzyphus) – აქვს სუსტი შარდმდენი, ჰიპოტენზიური, სედატიური მოქმედება.
ჩვენება:
– ნევროზი, ნევრასთენია
– უძილობა
– ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანებადობა, ხელების ტრემორი)
– ქრონიკული სტრესი
– ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია
– პრედმენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი
– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
– ქავილით მიმდინარე დერმატოზები
გამოყენების წესი:
1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 1 საათით ადრე.
წინააღმდეგჩვენება:
არტერიული ჰიპოტონია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
20 კაფსულა
(DIFASS ს.ა. – იტალია)