საერთაშორისო დასახელება:

CO – TRIMOXAZOLE

მწარმოებელი: Pharmaceutical work POLFA in pabianice, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: სულფამეტოქსაზოლი + ტრიმეტოპრიმი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობების საწინააღმდეგო სულფანილამიდური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 აბ.

სულფამეტოქსაზოლი ……………    100 მგ

ტრიმეტოპრიმი ………………         20 მგ

ტაბლეტები შეფუთვაში 20 ც.

1 აბ.

სულფამეტოქსაზოლი ……..           400 მგ

ტრიმეტოპრიმი …………….           80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორი აქტიური ნივთიერების – ტრიმეტროპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავას სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის ინჰიბირებას.

პრეპარატი თრგუნავს ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას, როგორიცაა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი – დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, კოლი-ჩხირები, პროტეუსის ჩხირი.

ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით 60-80%-ით.

ჩვენებები:

 

  • სასუნთქი გზების ინფექციები- ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება;
  • საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E. coli;
  • სასქესო ორგანოების ინფექციები. მათ შორის გონორეული ურეთრიტი;
  • სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის, განსაკუთრებით ჭრილობით განპირობებული ინფექციები.

 

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ბისეპტოლი 480 მიიღება 2-ჯერ დღეში 2 ტაბლეტის ოდენობით ჭამის შემდეგ.

ბავშვებში ინიშნება ბისეპტოლი 120, მისი საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრიმეტროპტიმზე – 6 მგ და სულფამეტოქსაზოლზე –  30 მგ სხეულის 1 კგ წონაზე გადაანგარიშებით;

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება ბისეპტოლი 120, რომლის დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დილას და 2 ტაბლეტს საღამოს.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება 480 მგ ტაბლეტი დილას და საღამოს.

გვერდითი მოვლენები:

ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.

ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები