მოქმედი ნივთიერება:

ბიფიდობაქტერია ბიფიდუმი

მწარმოებელი: BIOPHARM,

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი: ამპულაში, შეფუთვაში 1 ც.

ბიფიდუმბაქტერინი მშრალი წარმოადგენს Bifidobacterium bifidum-ის აქტიური შტამების ცოცხალი უჯრედების მასას, რომელიც ლიოფილურად არის გამომშრალი კულტივირებულ არეში.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება იმ ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც

  • დაავადებულნი არიან დაუდგენელი ეტიოლოგიის ხანგრძლივი ნაწლავური დისფუნქციით, აგრეთვე
  • ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ინფექციების და ახალშობილებში სეფსისის კომპლექსური მკურნალობის დროს;
  • მსხვილი და წვრილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ანთების (კოლიტები, ენტეროკოლიტები) შემთხვევაში, რომლებიც მიმდინაერობს დარღვეული მიკროფლორის ფონზე, ასევე
  • ნაწლავების დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ანტიბაქტიერული, ჰორმონული, სხივური და სხვა თერაპიის შედეგად.
  • პრეპარატი გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, როდესაც ისინი ადრეულ პერიოდში გადაყავთ ხელოვნურ ან დონორის რძით კვებაზე.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად. ამპულას ხსნიან 2-3 მლ თბილ გადადუღებულ წყალში და ანჯღრევენ არაგამჭვირვალე ჰომოგენური ნარევის წარმოქმნამდე. ნარევი გადააქვთ ჭიქაში და უმატებენ 2-3 ჩაის კოვზ წყალს. იგი მიიღება 20-30 წთ-ით ადრე ჭამამდე. ჩვილ ბავშვებში პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უშუალოდ ჭამის წინ.

6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3 დოზა 3-ჯერ დღეში;

6 თვის ზევით ასაკის ბავშვებში 5 დოზა 2-ჯერ დღეში.

მოზრდილებში 5 დოზა 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირიდან 3 თვემდე ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენებები:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 100C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგნ დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

Facebook კომენტარები