კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული პრეპარატი ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისთვის, ეუბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5 დოზის შემცველი ფლაკონი  (მშრალი ნივთიერება შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად) და ტაბლეტები (1 ტაბლეტი = 1დოზა).

ბიფიკოლი შეიცავს ცოცხალ, ერთად გაზრდილ ბიფიდობაქტერიებისა და ნაწლავის ჩხირის ლიოფილიზატს.

აქტიური ნივთიერება:

ბიფიდობაქტერია ბიფიდუმი+ნაწლავის ჩხირი / Bifidobacterium bifidum + Escherichia coli.

თვისებები/ მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისთვის, ეუბიოტიკი.

ანტიბაქტერიალური, ანტიდიარეული.

მშრალი ბიფიკოლი წარმოადგენს, კულტივირებულ გარემოში ლიოფილურად გამომშრალს ფლაკონებში ან დაპრესილს ტაბლეტებშ,ი მიკრობულ მასას ერთად გაზრდილ ცოცხალ, ანტაგონისტურად აქტიურ შტამებს  ბიფიდობაქტერიებისა (Bifidobacterium bifidum) და ნაწლავის ჩხირის (Escherichia coli) ლიოფილიზატს.

ბიფიკოლის თერაპევტულ ეფექტს განსაზღვრავს მასში ცოცხალი ბიფიდობაქტერიების და ნაწლავის ჩხირის შემცველობა. მოქმედების მექანიზმით წარმოადგენს მრავალფაქტორულ სამკურნალო საშუალებას, რომელიც კორეგირებას უკეთებს ბაქტერიოცენეზს.

ბიფიკოლი არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას. ახასიათებს ანტაგონისტური მოქმედების ფართო სპექტრი პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების, შიგელის, სალმონელას, პროტეას მიმართ.

ბიფიკოლი ასტიმულირებს ადგილობრივ რეპარაციულ პროცესებს ნაწლავში, ამაღლებს იმუნიტეტს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა ეთიოლოგიის ნაწლავის დისბაქტერიოზი, მათ შორის, მწვავე ნაწლავური ინფექციის შემდეგ, ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ;
  • სხვადასხვა ეთიოლოგიის ქრონიკული კოლიტი და ენტეროკოლოტი.

მიღების წესი და დოზირება;

ბიფიკოლს ღებულობენ შინაგანად.

მიღების წინ ფლაკონს აძრობენ მეტალის თავსახურს და რეზინის საცობს, ფლაკონის შემცველობას ხსნიან ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში ანგარიშით 5მლ(1 ჩაის კოვზი) პრეპარატის ერთ დოზაზე.

გახსნის წესი: ჭიქაში ასხამენ საჭირო რაოდენობით წყალს ( ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული დოზის შესაბამისს), შემდეგ ჭიქიდან გადააქვთ ფლაკონში წყლის მცირე რაოდენობა, რაც საჭიროა მშრალი მასის გასახსნელად და გულდასმით ურევენ; გახსნის შემფეგ ფლაკონის შემცველობა გადააქვთ იმავე ჭიქაში და ურევენ. ამგვარად გახსნილი პრეპარატის ერთი ჩაის კოვზი შეესაბამება ერთ დოზას. აუცილებელი რაოდენიბის დოზას (ჩაის კოვზთან შესაბამისობაში) ღებულობენ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. განზავებული პრეპარატი შენახვას არ ექვემდებარება.

ტაბლეტები მიიღება პერორალურად მთლიანი ან დაფხვნილი სახით, ანადუღარი წყლის მიყოლებით (ერთი ტაბლეტი შეადგენს პრეპარატის ერთ დოზას).

პირებში კუჭის წვენის მომატებული აქტიობით რეკომენდებულია პრეპარატის მიღებამდე 10-15 წუთით ადრე მინერალური წყლის ან საჭმელი სოდის ხსნარის მიღება (1/4 ჩაის კოვზი ნახევარ ჭიქა წყალზე).

დღეღამურ დოზას და ხანგრძლიობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების სიმძიმის, ხანგრძლიობის და გამოხატული დისბაქტერიოზის მიხედვით.

ბიფიკოლი გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან ერთ წლამდე – 3 დოზა დღეში;

ერთი წლიდან 3 წლამდე – 5-10 დოზა დღეში;

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში ინიშნება 5-10 დოზა ან 6-9 ტაბლეტი დღეში.

უკუჩვენებები:

ბიფიკოლის დანიშვნა რეკომენდებული არ არის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.

გვერდითი ეფექტები:

ბიფიკოლის მიღებას ჩვეულებრივ არ ახლავს გვერდითი ეფექტები. მკურნალობის პროცესში იშვიათად შესაძლებელია მსუბუქი დისპეფსიური დარღვევა, რომელიც ჩვეულებრივ თავისით გაივლის და არ საჭიროების პრეპარატის მოხსნას ან რაიმე დახმარების აღმოჩენას. უფრო სერიოზული რეაქციის გამოვლენისას მიზანშეწონილია ბიფიკოლის დროებითი მოხსნა.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:

ბიფიკოლით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკების მიღება.

მიღებისთვის გამოუსადეგარია პრეპარატი, თუ: შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია; პრეპარატი ეტიკეტის გარეშე; თუ ფლაკონის ძირზე მუქი ყავისფერი მასაა დალექილი.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 2-80C ტემპერატურაზე. ტრანსპორტირება უნდა მოხდეს არა უმეტეს 100C.

ვადა: 1 წელი

აფთიაქიდან გაცემა: რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები