,,ბლეფაროგელი – 2,, 15გრ
სხვადასხვა გენეზის ბლეფარიტების სამკურნალო  საშუალება

შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა, ალოე ვერა-ს ექსტრაქტი, პოლივინილპიროლიდონი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, დეიონიზირებული წყალი.
დამატებით შეიცავს გოგირდის პრეპარატს, რაც ეფექტურად გამოიყენება ქუთუთოების დემოდეკოზის დროს.

ჩვენება:
• სხვადასხვა გენეზის ბლეფარიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა
• მშრალი თვალის სინდრომი
• დემოდეკოზური ბლეფარიტი

გამოყენების წესი:
,,ბლეფაროგელი – 2,,-ის ერთი წვეთი შეიზილეთ ქუთუთოების კანში და წამწამებთან ახლოს, ხელის მსუბუქი და წრიული მასაჟის საშუალებით. დღეში 2-ჯერ: დილით და საღამოს.

სიფრთხილის ზომები:
კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების წინ უნდა მოიხსნას კონტაქტური ლინზები და ჩაისვას 15 წუთის შემდეგ.

შენახვის წესი:
ინახება +5°C-დან +30° C-მდე.

Facebook კომენტარები