ბლეფაროლოსიონი 15მლ.

ქუთუთოების მოვლის საშუალება

ბლეფაროლოსიონი ხსნის სხვადასხვა ეტიოლოგიის ბლეფარიტების, მათ შორის დემოდეკოზური ბლეფარიტის დროს განვითარებული ქუთუთოების ანთებით მოვლენებს (ჰიპერემია, შეშუპება და სხვ.). ადვილად აცილებს ქუთუთოებსა და წამწამებს ქერცლებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს. მასში შემავალი კომპონენტები აძლიერებენ ცრემლის სეკრეციას, რის შედეგადაც იხსნება თვალის დაღლისა და სიმშრალის შეგრძნება.

ბლეფაროლოსიონის შემადგენლობა:
• პოლივინილპიროლიდონის ხსნარი (ჰემოდეზი)
• გვირილას ექსტრაქტი
• ჰამამელისას ექსტრაქტი
• მწვანე ჩაის ექსტრაქტი
• კარბომერი
• გამოხდილი წყალი

გამოყენების წესი:
ბლეფაროლოსიონით გაჟღენთილი ბამბიანი წკირით დამუშავდეს ქუთუთოების კიდეები და წამწამების ძირები 2-ჯერ დღეში. თბილი კომპრესები აძლიერებს მასში შემავალი კომპონენტების სწრაფ შეწოვას და სამკურნალო თვისებებს.

შენახვის წესი:
ინახება +5°C-დან +25°C-მდე.

Facebook კომენტარები