ბლეფაროსალფეთქი

სამედიცინო გამოყენების ერთჯერადი სტერილური სალფეთქი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს დაბინძურებულ ქუთუთოებს

შემადგენლობა:

პოლივინილპიროლიდონი, გვირილას ექსტრაქტი, გამამელისის ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, კალენდულას ექსტრაქტი.

პოლივინილპიროლიდონი – ახასიათებს მაადსორბირებელი და დეზინტოქსიკაციური თვისებები, რის გამოც ბლეფაროსალფეთქი სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს ქუთუთოებს და წამწამებს.

კალენდულას ექსტრაქტი – ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ანტიმიკრობული მოქმედება. ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს.

გამამელისას ექსტრაქტი – ხსნის კანის ზედაპირის დაჭიმულობას. მისი ფოთლები მდიდარია ფლავანოიდებით, ტანინებით, რის გამოც აქვს ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი – მდიდარია ანტიოქსიდანტებით. შეიცავს ნიკოტინის და პანტოტენის მჟავას, B1, C, K, E, P და PP ვიტამინებს. ახასიათებს მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მწვანე ჩაის შემადგენლობაში არსებული ტანინები განაპირობებენ კაპილაროპროტექტორულ მოქმედებას.

ჩვენება:

  • გამოიყენება დაბინძურებული ქუთუთოების გასაწმენდად კოსმეტიკური მიზნით.
  • სტერილური შეფუთვის გამო ხელსაყრელი და სასურველია მისი გამოყენება პოსტოპერაციულ პერიოდში დამუშავების მიზნით.
  • გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ბლეფარიტების კომპლექსურ მკურნალობის პროცესში, მათ შორის დემოდეკოზური ბლეფარიტების დროს.
  • ბლეფაროსალფეთქების თბილი კომპრესები გამოიყენება თვალის დაღლილობის და მშრალი თვალის სინდრომის მოსახსნელად.

გამოყენება:

სასურველია დავიცვათ შემდეგი სქემა

პირველ ეტაპზე – სტერილური ბლეფაროსალფეთქით ხდება დაბინძურებული ქუთუთოების და წამწამების გაწმენდა (რეკომენდებულია თითოეული თვალისთვის გამოყენებული იქნას სხვადასხვა სალფეთქი).

მეორე ეტაპზე – გაუხსნელი ბლეფაროსალფეთქი ერთი წუთის ინტერვალით მოვათავსოთ ცხელ წყალში. შემდეგ ამოვიღოთ, გავხსნათ და კომპრესის სახით მოვათავსოთ ქუთუთოზე 2-3 წუთის განმავლობაში.

ბლეფაროსალფეთქის თბილი კომპრესები ხელს უწყობს ცრემლის სეკრეციის აღდგენას.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, რაც გამოვლინდება ადგილობრივად ქუთუთოების შეწითლებით და ქავილით.

გამოშვების ფორმა:

სამედიცინო გამოყენების ერთჯერადი სტერილური პაკეტი #1 .

მწარმოებელი:

გელტეკ-მედიკა, რუსეთი.

Facebook კომენტარები