ბონექსი პლიუსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, 1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 800 ს.ე, კალციუმი (კარბონატი) 600 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმ-ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი, ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები. ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლებში, კბილებში, ფრჩხილებში, თმებში, კუნთებში). ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის უკმარისობას. აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, კალციუმი აგრეთვე მონაწილეობს ნერვული გამტარობის და კუნთების შეკუმშვის რეგულირებაში.

ჩვენება:

  • • კალციუმისა და /ან ვიტამინი D3-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • • ოსტეოპოროზის ( მენოპაუზის, სენილურის, სტეროიდულის, იდიოპათიურისა და სხვ.) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა)

მიღება და დოზირება: 1 ან 2 ტაბლეტი დღეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე პირებმა პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

მწარმოებელი: ,,AMVILAB’’ – ა.შ.შ სერთიფიცირებულია აშშ –ს წამლისა და საკვების სააგენტოს FDA-ს მიერ

Facebook კომენტარები