საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): vitamin D, calcium, magnesium.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი; ვიტამინების კომპლექსი მიკროელემენტებით;
ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები, ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები.
მწარმოებელი ქვეყანა: აშშ; AMVILAB
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა:
3 ტაბლეტზე დოზირება: კალციუმი – 1000მგ; ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 600IU; მაგნიუმი (ოქსიდი) – 500მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბონექსის ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კალციუმს, ვიტამინ D3 და მაგნიუმს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ჩვენებები:
* სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
* ინტენსიური ზრდის პერიოდი;
* მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
* კალციუმის და D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
* ორსულობა და ლაქტაცია;
* მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;
მიღების წესი და დოზები:
* 1-9- წელი – 1-2 ტაბლეტი დღში;
* 9-14 წელი – 2-3 ტაბლეტი დღეში;
*14-18 წელი – 3-4 ტაბლეტი დღეში;
* 19-50 წელი – 2-3 ტაბლეტი დღეში;
* 50 წელზე ზევით – 3 ტაბლეტი დღეში.