სავაჭრო სახელწოდება – ბონ ბეიბი ⁄ Bone baby
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) – comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჯგ: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები. D3 ვიტამინის პრეპარატები

მწარმოებელი ფირმა – EU, Polipharm Sp. zo. o ul. Pilsudskiego 40 48 – 303 Nysa, Poland. European Union
მწარმოებელი ქვეყანა – პოლონეთი 
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი 150 მლ.ბოთლში 
სიროფის ყოველი 10 მლ შეიცავს: კალციუმი 300 მგ. (კალციუმის ციტრატი).
მაგნიუმი 150 მგ. (მაგნიუმის ოქსიდი)
თუთია 6 მგ. (თუთიის გლუკონატი)
ვიტამინი D3 3,6 მკგ (ქოლეკალციფეროლი).
ფარმაკოლოგიური თვისებები :
Bone baby® – აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ოთხი კომპონენტის კომბინაცია უზრუნველყოფს კაცლიუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკას; არეგულირებს კალციუმის ცვლას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, აკმაყოფილებს ორგანიზმის დღე-ღამურ მოთხოვნილებას ისეთ მიკროელემენტებზე, როგორებიცაა თუთია და მაგნიუმი. D3 ვიტამინი აუცილებელია კალციუმის აბსორბციისა და უტილიზაციისთვის;
აძლიერებს დნმ -ის სინთეზს ოსტეობლასტებში, ამუხრუჭებს კალციუმის რეზორბციას ძვლოვანი ქსოვილიდან. კალციუმი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისთვის, მონაწილეობს ნერვული პროცესების რეგულაციასა და ნერვული იმპულსის გადაცემაში, კუნთების ფორმირებაში, ინსულინის სინთეზში; კალციუმი მონაწილეობს იმუნური პასუხის რეგულირებაში; არის სისხლის შედედების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.Bone baby® – აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას და ძვლების შეხორცებას მოტეხილობის ადგილას. უზრუნველყოფს ძვლოვანი, კუნთოვანი, ნერვული სისტემის, კბილების ნორმალურ განვითარებას.
ჩვენებები: • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• აქტიური ზრდის პერიოდი ბავშვებში;
• კალციუმის დეფიციტი;
• ძვლის დისლოკაციისა და მოტეხილობების მკურნალობა და პროფილაქტიკა; 
• ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირების დარღვევა; 
• კრუნჩხვითი სინდრომი; 
• ალერგიის კომპლექსური მკურნალობა; 
• კანის დაავადებები.
მიღების წესები და დოზები:
1 წლამდე ბავშვები: 2,5 მლ. 2-ჯერ დღეში
1- 2 წელი: 5 მლ. 2-ჯერ დღეში 
3-16 წელი: 10 მლ. 3-ჯერ დღეში
მოზრდილები: 10 მლ. 2 – 3-ჯერ დღეში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: 10 მლ. 2-ჯერ დღეში. 
მიიღება ჭამის დროს. 
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ პრეპარატის ფლაკონი. 
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენება:
ჰიპერკალცემია.
შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ბნელ, მშრალ ადგილას. 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადაა გამოშვებიდან 2 წელი.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას;
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ

Facebook კომენტარები