მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რესპირატორული ტრაქტის ანთებითი დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Bryonia D4 ……………         120 მგ

Aconitum D4 …………         150 მგ

Phosphorus D5 ………         30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ნევრალგიები, მათ შორის რევმატიული წარმოშობისა;
  • გრიპოზული ინფექციები. პრეპარატი ინიშნება ასევე პნევმონიების, გაციებით გამოწვეული მწვავე დაავადებების (რასაც თან ახლავს ხველა), ბრონქიტის, ლარინგიტის, მწვავე და ქრონიკული პლევრიტისა. ოსტეოქონდროზით გამოწვეული მტევნების და ტერფების პარესთეზიის, პირველადი ქრონიკული პოლიართრიტის -განსაკუთრებით ზემო კიდურებში ტკივილების დროს.
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების, სეროზული გარსების ანთების დროს.

სხვადასხვა ხასიათის ანთების დროს იგი ზემოქმედებას ახდენს შემაერთებელ ქსოვილსა და ლორწოვან გარსზე.

მიღების წესები და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ. მწვავე შემთხვევებში მკურნალობას იწყებენ თითო ტაბლეტით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.  მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

Facebook კომენტარები