შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:
ბრომოკრიპტინის მეზილატი-2,5მგ
დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

ფორმა:
ტაბლეტები 2,5მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი. პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბრომოკრიპტინი მიეკუთვნება დოფამინომიმეტურ საშუალებებს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოფიზის ლაქტოტროპულ უჯრედებში დოფამინური რეცეპტორების პირდაპირ სტიმულაციასთან. ბრომოკრიპტინი ხელს უწყობს პროლაქტინის სეკრეციის შემცირებას და აფერხებს ზრდის ჰორმონის გაძლიერებულ სეკრეციას, ისე, რომ გავლენას არ ახდენს ჰიპოფიზის ჰორმონების სხვა მაჩვენებლებზე.
პრეპარატი თრგუნავს ფიზიოლოგიური ლაქტაციის პროცესს, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, ანელებს პროლაქტინით ზრდის პროცესს.
შედარებით დიდ დოზებში ბრომოკრიპტინი იწვევს დოფამინური რეცეპტორების გამოხატულ სტიმულაციას, განსაკუთრებით თავის ტვინის ზოლიანი სხეულის და შავი ბირთვების არეში, რაც იწვევს აღნიშნულ უბნებში ნეიროქიმიური ბალანსის აღდგენას.

ჩვენება:
-ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული ან მასთან დაკავშირებული მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მათ შორის გალაქტორეით მიმდინარე ამ მის გარეშე ოლიგო- და ამენორეა, მენსტრუალური ციკლის ლუტეინური ფაზის უკმარისობა.
-ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული ან მასთან დაკავშირებული უნაყოფობა; უნაყოფობა, რომელიც დაკავშირებული არ არის ჰიპერპროლაქტინემიასთან; საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი; ანოვულაციური ციკლის დროს (როგორც დამატებითი საშუალება ანტიესტროგენებით მაგ, კლომიფენით მკურნალობის დროს).
-პროლაქტინის მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის მიკრო- და მაკროადენომების კონსერვატორული მკურნალობა, ქირურგიული ოპერაციების წინ სიმსივნის მოცულობის შემცირების და მისი ამოკვეთის შესამსუბუქებლად, გარდა ამისა, ქირურგიული ოპერაციების შემდეგ პროლაქტინის მაჩვენებლების მომატების შემთხვევაში.
-აკრომეგალიის დროს, როგორც დამატებითი საშუალება ოპერაციული და სხივური მკურნალობის დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული მკურნალობა განუხორციელებელია, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით.
-მდგომარეობები, რომელთა ჩვენებას წარმოადგენს ლაქტაციის დროს სიფრთხილე, მისი შემცირება ან შეწყვეტა.
-სარძევე ჯირკვლების ზოგიერთი დაავადებები (მშობიარობის შემდგომი მასტიტი, მასტალგია პრემენსტრუალური სინდრომის დროს, კეთილთვისებიანი კვანძოვანი ან კისტოზური დარღვევები).
-იდიოპათიური და პოსტენცეფალური პარკინსონიზმის ყველა ფაზები.

წინააღმდეგჩვენება:
ბრომოკრიპტინის და ჭვავის რქის ალკალოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ესენციური და ოჯახური ტრემორი, ჰენტინგტონის ქორეა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ენდოგენური ფსიქოზების სხვადასხვა ფორმები, არაკონტროლირებადი ატერიული ჰიპერტენზია, ორსულთა ტოქსიკოზი;

გვერდითი მოვლენები:
მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელიაგულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებენ. თავბრუსხვევის დაან გულისრევის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის მიღებამდე 1სთ-ით ადრე რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო საშუალების მიღება.
იშვიათად აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტენზია, რის გამოც ამბულატორიულ ავადმყოფებში რეკომენდებულია არტერიული წნევის პერიოდული კონტროლი.
პრეპარატის დიდ დოზებში მიღებისას ადგილი აქვს ჰალუცინაციებს, ფსიქომოტორულ აგზნებას, მხედველობის დარღვევას, დისკინეზიას, პირის სიმშრალეს, ყაბზობას, წვივის კუნთების კრუნჩხვებს.
პრეპარატის შედარებით ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლებელია ხელის თითების და ტერფების სიცივით გამოწვეული შექცევადი გაუფერულება, განსაკუთრებით რეინოს დაავადების სიმპტომებით შეპყრობილ პაციენტებში.

სიფრთხილე:
პრეპარატის გამოყენებისას რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში საჭიროა გამოირიცხოს ორსულობა და შემდგომში გამოყენებულ იქნას კონტრაცეპციის მექანიკური მეთოდები. ორსულობის დადგენის და ნაყოფის შენარჩუნების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის მოხსნის შემდეგ აბორტების სიხშირე ნაკლებია.
ბრომოკრიპტინის მიღებისას ორსულობის პირველი 8 კვირის განმავლობაში პრეპარატი უარყოფით გავლენს არ ახდენს ორსულობის მიმდინარეობაზე და მის გამოსავალზე.
იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობა დგება ჰიპოფიზის ადენომის დროს და პრეპარატით მკურნალობა შეწყვეტილია, ორსულობის მთელი ხნის განმავლობაში საჭიროა მკაცრი სამედიცინო კონტროლი, რომელიც მხედველობის რეგულარულ კონტროლსაც ეხება.
პროლაქტინომის მკვეთრად გამოხატული ზომაში მომატების დროს აუცილებელია მკურნალობის კვლავ დაწყება.
მასტალგიის ან სარძევე ჯირკვლების კვანძოვანი და ფიბროკისტოზური დარღვევების დროს პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა.
მშობიარობის შემდგომ ლაქტაციის შეფერხებისას, განსაკუთრებით კი მკურნალობის პირველ კვირას, აუცილებელია არტერიული წნევის პერიოდული კონტროლი. ჰიპერტენზიის, მხედველობის დარღვევით მიმდინარე ძლიერი ხასიათის თავის ტკივილის დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ავადმყოფის გამოკვლევა.
აკრომეგალიით დაავადებულ ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭის წყლული, აუცილებელია შეძლების და მიხედვით მკურნალობის სხვა მეთოდის გამოყენება. აღნიშნულ ავადმყოფებში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოსალოდნელი Dდარღვევების შესახებ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფსიქიკის მოშლით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში.
პრეპარატის დიდ დოზებში მიღების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადება გამოწვეული არ არის ჰიპერპროლაქტინემიით, პროლაქტინის მაჩვენებლების შემცირების მიზნით ნორმალურ მაჩვენებლებზე უფრო დაბლა და ლუტეინური ფუნქციის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა პრეპარატის მიღება შედარებით მცირე ეფექტურ დოზებში. ეფექტური დოზის შერჩევისას, რეკომენდირებულია სისხლში პროლაქტინის რეგულარული კონტროლი.
პრეპარატის გამოყენებისას პარკინსონის დაავადების დროს აუცილებელია ღვიძლის, თირკმელების, სისხლის სურათის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პერიოდული კონტროლი.
პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას პარკინსონით დაავადებულ ავადმყოფებში შესაძლებელია ფსიქიკის დარღვევა.
პლევრისა და ფილტვების მხრივ მოულოდნელი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში (კერძოდ, ფილტვის ინფილტრატის, პლევრის ექსუდატის) აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა და ავადმყოფის გამოკვლევა.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ხდება მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით.
პრეპარატის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არასაკმარისი გამოცდილების გამო რეკომენდებული არ არის.
ალკოჰოლი ამცირებს ბრომოკრიპტინის ამტანიანობას.
ბრომოკრიპტინის მიღება იწვევს მხედველობის დაქვეითებას, ამიტომ პრეპარატის მიღების პერიოდში ავადმყოფებს ეკრძალებათ ავტომობილის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და მისი მიღება ხდება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
ბრომოკრიპტინის მიღება წარმოებს ყოველთვის ჭამის დროს 2-3-ჯერ დღეში.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უნაყოფობა:
ყოველდღიურად 2,5-3,75მგ, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება. მკურნალობა გრძელდება მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაციამდე დაან ოვულაციის დადგომამდე. რეციდივების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია რამოდენიმე ციკლის სახით.
პროლაქტინომები:
ყოველდღიურად 2,5-3,75მგ, შემდგომში დოზის თანდათანობით გაზრდით იმ მნიშვნელობამდე, რომელიც ხელს უწყობს პროლაქტინის კონცენტრაციის შემცირებას სისხლის პლაზმაში.
აკრომეგალია:
დასაწყისში ყოველდღიურად 2,5-3,75მგ, შემდგომში კლინიკური ეფექტის და გვერდითი მოვლენების მიხედვით შესაძლებელია დოზის გაზრდა 10-20მგ-მდე დღეღამეში.
ლაქტაციის დათრგუნვა:
ინიშნება 14 დღის განმავლობაში 5მგ-იანი დოზით დღეღამეში. მკურნალობა იწყება რაც შეიძლება ადრე, მაგრამ არა უგვიანეს 4სთ-ისა მშობიარობის ან აბორტის შემდეგ.
პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ შესაძლებელია მცირე რაოდენობით რძის გამოყოფა, რომლის დათრგუნვის მიზნით აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება იგივე დოზით კიდევ ერთი კვირის განმავლობაში.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში სარძევე ჯირკვლების გამკვრივება:
2,5მგ ყოველდღიურად. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის განმეორება 6-12სთ-ის შემდეგ, ისე, რომ არ მოხდეს რძის გამოყოფის შეფერხება.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში მასტიტის განვითარების დროს პრეპარატი ინიშნება ლაქტაციის შეფერხების მიზნით. ამ დროს საჭიროა აგრეთვე ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენება.
სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეები:
2,5-3,75მგ დღეღამეში. შესაძლებელია დოზის თანდათან გაორმაგება.
პარკინსონიზმი:
როგორც მონოთერაპიის, აგრეთვე კომბინირებული მკურნალობის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1,25მგ-ს დღეღამეში, უმჯობესია საღამოს, ერთი კვირის განმავლობაში.
დასაწყისში საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის მიღება. დოზის გაზრდა ხდება მხოლოდ თანდათანობით 1,25მგ დოზით კვირაში.
სასურველი თერაპიული ეფექტი აღინიშნება 6-8 კვირის განმავლობაში. საშუალო თერაპიული დოზა, როგორც მონოთერაპიის, აგრეთვე კომბინირებული მკურნალობის დროს შეადგენს 10-40მგ-ს დღეღამეში. ერთეულ შემთხვევებში საჭირო ხდება პრეპარატის შედარებით მაღალი დოზებით მიღება, მაგრამ ამ დროს საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აუცილებელია პრეპარატის მინიმალური დოზებით შენარჩუნებულ იქნას ოპტიმალური ანტიპარკინსონული ეფექტი.
აღნიშნულ შემთხვევაში არასასურველი გვერდითი მოვლენების წარმოქმნისას საჭიროა სადღეღამისო დოზის შემცირება და პრეპარატის მიღება შედარებით მცირე დოზებში ერთი კვირის განმავლობაში. გვერდითი მოვლენების მოხსნის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის კვლავ გაზრდა.

დოზის გადაჭარბება (პრეპარატით ინტოქსიკაცია):
სიმპტომები: თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: სიმპტომატური. მწვავე ინტოქსიკაციის დროს საჭიროა მეტოკლოპრამიდის გამოყენება (პარენტერალურად) და ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ბრომოკრიპტინის და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების (მაგ. ერითრომიცინის) ერთდროული დანიშვნისას, იზრდება ბრმოკრიპტინის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
ფენოთიაზინის, ბუტიროფენონის, თიოქსანტენის წარმოებულებთან კომბინაცია იწვევს ბრომოკრიპტინის ეფექტის დაქვეითებას.
ჭვავის რქის ალკალოიდების სხვა პრეპარატებთან ერთად ბრომოკრიპტინის დანიშვნა ნებადართული არ არის.

შენახვის ვადა:
3 წელი

შენახვის პირობები:

სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 15-300Cტემპერატურაზე.

შეფუთვა:

N30 ტაბლეტი

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

Facebook კომენტარები