საერთაშორისო დასახელება: comb.drug

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური და ამოსახველებელი მცენარეული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სამკურნალო ფორმა: TP ელექსირი

100 გ ელექსირი შეიცავს:

ბექქონდარა ბალახის თხევადი ექსტრაქტი …………… 5,0 გ

(ექსტრაქტის ექსტრაგენტის მიმართ შეფარდება = 1:2-2,5)

ექსტრაგენტის შემადგენლობა:

10% ამიაკის ხსნარი, 85% გლიცერინი, ეთანოლი 90-%, წყალი შეფარდებით (1:20:70:109) ფურისულას ძირის თხევადი ექსტრაქტი – 2,5 გ (ექსტრაქტის ექსტრაგენტის მიმართ შეფარდება = 1:2-2,5).

ექსტრაგენტი: ეთანოლი (70%).

დამხმარე ნივთიერებები:

სპეციალური შაქრის სიროფი; ნატრიუმ ბენზოატი, წყალი გაწმენდილი.

სამკურნალო ფორმა: S სიროფი.

100 მლ სიროფი შეიცავს:

ბექქონდარას ბალახის თხევადი ექსტრაქტი ………… 15გ; (ექსტრაქტის ექსტრაგენტის მიმართ შეფარდება =1:2-2.5)

ექსტრაგენტის შემადგენლობა:

10% ამიაკის ხსნარი, 85% გლიცერინი, ეთანოლი 90%, წყალი შეფარდებით (1:20:70:109)

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმ ბენზოატი, წყალი გაწმენდილი, ვარდის ზეთი, თაფლის არომატიზატორი, ალუბლის კონცენტრირებული წვენი, ინვერტული სიროფი 74/95, თხევადი დექსტროზა (თხევადი გლუკოზა), საქაროზას ხსნარი 67%, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი.

სამკურნალო ფორმა: S პასტილები.

1 პასტილი შეიცავს:

ბეგქონდარას ბალახის თხევადი ექსტრაქტი ……… 100, 000 მგ;

(ექსტრაქტის ესტრაგენტის მიმართ შეფარდება =1:2-2,5)

ექსტრაგენტის შემადგენლობა:

10% ამიაკის ხსნარი, 85% გლიცერინი, ეთანოლი 90%, წყალი შეფარდებით (1:20:70:109)

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, პოლივიდონი, მენთოლი, აკაციის გუმფისი, ცინეოლი, სტეარინმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნახველის ამოღების გაძნელებით და ხველებით (სიმპტომური თერაპია).
  • ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ბრონქიტის სიმპტომები და სპაზმური ხველა, ხველა, ბრონქიტი, ბრონქების ლორწოვანის ობსტრუქცია.

მიღების წესები და დოზირება:

ელექსირი:

იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა არ დანიშნა დოზირების სხვა რეჟიმი, უმცროსი ასაკის ბავშვები (1-4 წელი): თითო მიღებაზე 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ;

უფროსი ასაკის ბავშვები (4-1 – წელი): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ;

მოზრდილები და მოზარდები (12 წელს ზემოთ): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ.

ელექსირის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული აუცილებლობის მიხედვით და არ არის დროში შეზღუდული.

სიროფი:

მოზრდილებს ენიშნებათ 2 ჩაის კოვზი (10 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში;

ბავშვებს (4-12 წელი) – 1,5 ჩაის კოვზი (8 მლ) 3-ჯერ დღეში;

უმცროსი ასაკის ბავშვებს (1-4 წელი) – 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-ჯერ დღეში;

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს – 0,5 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.

ხველების საწინააღმდეგო სიროფის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.

პასტილები:

თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება, 1-2 პასტილა ნელი წუწვნით დღეში რამდენიმეჯერ. მკურნალობის კურსი დგინდება თერაპიული აუცილებლობის და დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით.

უკუჩვენებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილი პაციენტებისათვის: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) შეესაბამება 1 პურის ერთეულს (პე), 1 ჩაის კოვზი (5 მლ) შეესაბამება 0.33პე-ს. 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ბრონხიკუმის ელიქსირი შეესაბამება 0.34 პე-ს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულისრევა, კუჭის ავსების შეგრძნება).

განსაკუთრებული მითითებები:

ფლაკონის მთელი მოცულობის მიღებისას (100 მლ ან 250 მლ), ორგანიზმში აღწევს 1.4 გ და 3.5 გ ალკოჰოლი.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, ფლაკონის გახსნის შემდეგ  3 თვე.

 

 

Facebook კომენტარები