საერთაშორისო დასახელება:

HYOSCINE BUTYLBROMIDE

მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM FRANCE, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ-ქოლინომაბლოკირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი …………        10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ხსნადი სახამებელი, აეროსოლი 200, ტარტარის მჟავა, სტეარინის მჟავა, პოლივიდონი, საქაროზა, ტალკი, აკაცია, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ფუტკრის თეთრი ცვილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბუსკოპანი კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების და შარდსასქესო სისტემის გლუვი მუსკულატურის მიმართ ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას. იგი ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რის გამოც ცნს-ის მხრივ არ აღინიშნება მისი ანტიქოლინერგული ზეგავლენა. პერიფერიული ანტიქოლინერგული რეაქციები განპირობებულია შინაგანი ორგანოების მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკადითა და პრეპარატის ანტიმუსკარინული მოქმედებით.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება:

 

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური მდგომარეობის დროს;
  • შარდსასქესო სისტემის სპასტიური მდგომარეობის, ასევე
  • სანაღვლე გზების დისკინეზიების ან სპაზმების სამკურნალოდ.

 

მიღების წესები და დოზირება:

თუკი პრეპარატი არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული, მაშინ საჭიროა შემდეგი დოზით სარგებლობა:

მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში 1-2 დრაჟე გამოიყენება დღეში 3-5-ჯერ.

დრაჟე უნდა გადავყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

ანტიქოლინერგულ გვერდით მოვლენებს შორის გვხვდება პირის სიმშრალე, დისჰიდროზი, შესაძლებელია შარდის შეკავება, რომელიც ჩვეულებრივ არ არის გამოხატული და თავისით ქრება. ძალიან იშვიათად აღინიშნება კანის მხრივ გვერდითი მოვლენები, ასევე სუნთქვის გაძნელება.

უკუჩვენებები:

ბუსკოპანის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ მიასთენია და მეგაკოლინი, აგრეთვე მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს უარყოფითი მონაცემები ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა პრეპარატის I ტრიმესტრში მიღებისას სიფრთხილეა საჭირო.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამავე დროს, ახალშობილებში არ არის აღწერილი პრეპარატის მოქმედების არასასურველი ეფექტი.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავთა გაუვალობა ან საშარდე გზების ობსტრუქცია, ასევე წვრილკუთხოვანი გლაუკომა ან ტაქიკარდიის მიმართ მიდრეკილება, ანტიქოლინერგული გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები ატარებენ თეორიული ხასიათს. ამ დროს შესაძლებელია ანტიქოლინერგული სიმპტომები: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, კანის სიწითლე, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედველობის დაქვეითება.

პრეპარატით გამოწვეული ჭარბი დოზირების კუპირება ხდება ქოლინომიმეტური საშუალებებით.

გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს ადგილობრივად უნიშნავენ პილოკარპინს. აუცილებლობისას არაპირდაპირი მოქმედების ქოლინომიმეტური საშუალებები შეჰყავთ სისტემით, მაგალითად, 0.5-2.5 მგ ნეოსტიგმინი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს ჭარბი დოზირებით გამოწვეულ გართულებებს მკურნალობენ ჩვეულებრივი თერაპიული წესებით.

სასუნთქი სისტემის მუსკულატურის პარეზის დროს საჭიროა ინტუბაციის ჩატარება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

შარდის შეკავების შემთხვევაში შარდის ბუშტში დგამენ კათეტერს. ამავე დროს ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბუსკოპანს შესწევს უნარი გააძლიეროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური საშუალების ან ამანტადინის მოქმედება.

დოპამინის ანტაგონისტებისა და ბუსკოპანის ერთდროული გამოყენება იწვევს ორთავე პრეპარატის მოქმედების შესუსტებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ.

ბუსკოპანი აძლიერებს ტაქიკარდიას, რომელიც გამოწვეულია ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებებით.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

Facebook კომენტარები