მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: მიკონაზოლის ნიტრატი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფუნგალური საშუალება ზემოქმედების ფართო სპექტრით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სუპოზიტორია: ბლისტერზე 7 ც.

1 სუპ.

მიკონაზოლის ნიტრატი ……………    100 მგ

დამხმარე ნივთიერება: ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი.

ვაგინალური კრემი 2%: ტუბში 45 გ

1 გ

მიკონაზოლის ნიტრატი …………    20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მინერალური ცხიმი და გამოხდილი წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. აქტიურია Candida spp; Aspergillas spp;Dimorphous fungi; Cryptococcus fungi; Pityrosporum spp; Tupoiopsis glabrata-ს უმეტესობასთან მიმართებაში. გინეზოლი ახდენს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებას და ცვლის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას, რაც იწვევს სოკოს უჯრედების კვდომას, აქტიურია აგრეთვე ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.

ჩვენებები:

ვაგინალური და ვულვოვაგინალური კანდიდოზების ადგილობრივი მკურნალობა, განმეორებითი და სუპერინფექციები გამოწვეული გრამდადებითი მიკროორგანიზმებით.

მიღების წესები და დოზირება:

სუპოზიტორიები: 1 სუპოზიტორია საშოში ერთხელ დღე-ღამეში ძილის წინ 7 დღის განმავლობაში.

კრემი: ჰიგიენური პროცედურების შემდეგ:

ქალები: მცირე რაოდენობით კრემი გამოიყენება ვულვის დაზიანებულ უბანზე, გარეგანად ან აპლიკატორის მეშვეობით საშოში, ერთხელ ღამით 6-7 დღის განმავლობაში.

მამაკაცები: მცირე რაოდენობით კრემი გამოიყენება სასქესო ასოზე ერთხელ ღამით 6-7 დღის განმავლობაში.

თუ დაავადების სიმპტომები 7 დღის მკურნალობის შემდეგ არ ქრება, აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება სურათის სრულ ალაგებამდე.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები: გაღიზიანება, ქავილი, წვის შეგრძნება, ძალიან იშვიათად: ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი ან გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

ბავშვთა ასაკი 12 წლამდე;

ორსულობის I ტრიმესტრი.

განსაკუთრებული მითითებები:

სანთლებისა და კრემის შემადგენლობაში შემავალმა მინერალურმა ცხიმოვანმა ნივთიერებებმა შესაძლოა დააზიანონ კონდომისა და დიაფრაგმის ლატექსური ზედაპირი, რის გამოც მკურნალობის პერიოდში ამ ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ იქნება უსაფრთხო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მიკონაზოლი ახდენს კუმარინული ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიფენინის მოქმედების პოტენცირებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები