მწარმოებელი: АО «ГАЛИЧФАРМ », უკრაინა

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკოქიმიური თვისებები: გლიცერინი (1,2,3-პროპანტრიოლი) ან გლიცეროლი– უფერო, ბლანტი (სიროფის მსგავსი) მოტკბო გემოთი, ჰიგროსკოპიული სითხე. იგი წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების, ლინიმენტის, სანთლების, საშოს ბურთულების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადებლად.

გამოშვების ფორმა:

სითხე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გლიცერინი მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში ცხიმების ფერმენტული დაშლის დროს. როგორც ენდო, -ასევე ეგზოგენური გლიცერინი განიცდის ჟანგვას ნახშირმჟავად და წყლის წარმოქმნით. სუფთა სახით გლიცერინს (გლიცეროლს) გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, რომელიც ქრება წყლის (30-50%-მდე), ვაზელინის, ლანოლინის დამატების დროს. გლიცერინი ამცირებს ბევრი სამკურანლო საშუალებების გამაღიზიანებელ მოქმედებას. იგი თითქმის არ შეიწოვება კანით, თუმცა კარგად – ლორწოვანი გარსებით.

ჩვენება:

პრეპარატი ინიშნება როგორც კანის და ლორწოვანი გარსების დამარბილებელი საშუალება, ასევე ყაბზობის დროს.

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილებში, მშრალი დამსკდარი კანის დროს, გლიცერინი ინიშნება აპლიკაციის სახით. როგორც საფაღარათო საშუალება, სანთლების და ოყნის სახით (2-5მლ).

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს, მათ შორის მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება მომატებული შეწოვა სისხლში, იწვევს ჰემოლიზს, ჰემოგლობინურიას, თირკმელების მეთჰემოგლობინური ინფარქტი. შესაძლებელია ნაწლავების გაღიზიანება.

წინააღმდეგჩვენება:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები და სიმსივნეები, საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვა, კანის დესტრუქციული პროცესები.

შენახვის ვადა და პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ დახუფულ მდგომარეობაში. ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა:

25მლ სითხე ფლაკონში.

Facebook კომენტარები