გრიპოსტადი C #10კაფს

 

შემადგენლობა

1 მყარი კაფსულა შეიცავს: 200 მგ პარაცეტამოლს, 150 მგ ასკორბინის მჟავას, 25 მგ კოფეინს, 2.5 მგ ქლორფენამინის ჰიდროგენ მალეატს.
დამხმარე ნივთიერებებია:
ჟელატინი, გლიცეროლის ტრისტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ქინოლინის ყვითელი (E 104), – ყვითელი სანსეტი (E 110), ტიტანის დიოქსიდი (E 171).


გრიპოსტადი® C არის გრიპის მსგავსი სიმპტომებისა და სურდოს სამკურნალო პრეპარატი.


გაციებასთან დაკავშირებული თავისა და კიდურების ტკივილი, ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველის სიმპტომური მკურნალობა.


პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მოზრდილებმა უნდა მიიღონ ორი-ორი კაფსულა დილით, შუადღისას და საღამოს.
გთხოვთ, განაგრძოთ გრიპოსტადი ® C-ს მიღება გაციების სიმპტომების შესუსტებამდე. მაღალი ტემპერატურის, ან მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. 
გრიპოსტადი ® C- ს მიღება არ შეიძლება ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით ექიმის კონსულტაციის გარეშე.
გთხოვთ, რჩევისათვის მიმართოთ ექიმსა ან ფარმაცევტს, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გრიპოსტადი ® C-ს მოქმედება არის ძალიან ძლიერი, ან ძალიან სუსტი.

ძალიან ხშირი:10 ნამკურნალევი პაციენტიდან ერთზე მეტში.
ხშირი:10 ნამკურნალევი პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, ხოლო 100-დან ერთზე მეტში.
არახშირი:100 ნამკურნალევი პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, ხოლო 1000-დან – ერთზე მეტში.
იშვიათი:1000 ნამკურნალევი პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, ხოლო 10000დან – ერთზე მეტში.
ძალიან იშვიათი:10000 ნამკურნალევი პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემების მხრივ ძალიან იშვიათი: სისხლის სურათის ცვლილებები (ლეიკოპენია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია და მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში მსუბუქი მეთჰემოგლობინის წარმოქმნა, აგრანულოციტოზი).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: არსებობს შემთხვევები მოქმედი ნივთიერების, პარაცეტამოლის მიმართ მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შესახებ (ანგიოოედემა, ქოშინი, ოფლიანობა, გულისრევა, ჰიპოტენზია შოკამდეც კი). 

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:
ძალიან იშვიათი: ქლორფენამინის მალეატმა შესაძლებელია, გამოიწვიოს გლაუკომა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა) და/ან მხედველობითი დარღვევები.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყარის მხრივ
ძალიან იშვიათი: პარაცეტამოლმა შესაძლებელია, გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი (ანალგეზიური ასთმა) წინასწარგანწყობილ პირებში.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან იშვიათი: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი: პრეპარატის მაღალი დოზების პროლონგირებული გამოყენების შემდეგ შესაძლებელია, განვითარდეს ღვიძლის დაზიანება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ადგილი აქვს ღვიძლის მძიმე დაზიანებას.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: კანის ალერგიული რეაქციები (ერითემატოზული, ან ურტიკარული), რომელსაც შესაძლებელია, ახლდეს ტემპერატურის მომატება (მედიკამენტოზური ცხელება) და ლორწოვანის დაზიანება.

დარღვევები შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: პრეპარატის მაღალი დოზების პროლონგირებული გამოყენების შემდეგ შესაძლებელია, განვითარდეს თირკმელების დაზიანება. ქლორფენამინის მალეატმა შესაძლებელია, გამოიწვიოს შარდის გამოყოფის დარღვევები.

ზოგადი დარღვევები და პრეპარატის მიღების ადგილის მდგომარეობა ძალიან იშვიათი: ქლორფენამინის მალეატმა შესაძლებელია, გამოიწვიოს სედაციური ეფექტი და პირის სიმშრალე. კოფეინმა შესაძლებელია, განაპირობოს მოუსვენრობა და ტაქიკარდია.
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ამ კომბინაციის ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების ხარისხი და/ან ტიპი განსხვავდება თითოეული მოქმედი ნივთიერების გვერდითი ეფექტებისაგან.
თუ თქვენ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს, აღარ მიიღოთ გრიპოსტადი® C. გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, რათა მან განსაზღვროს სიმძიმის ხარისხი და საჭიროებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი ღონისძიებების შესახებ.
თუ თქვენ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართში, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმსა ან ფარმაცევტს.


– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
– თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევების შემთხვევა.
– გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი უკმარისობა. დაავადების სიმპტომია ანემიის ზოგიერთი ფორმა (ჰემოლიზური ანემია).
– თვალშიდა წნევის მომატება (დახურულკუთხოვანი გლაუკომა) დროს. – პროსტატის ჯირკვლის გადიდება (პროსტატის ადენომა) ნარჩენი შარდით.
– 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
– ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილის ზომები:
– ღვიძლისა ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა
– სისხლში ბილირუბინის შემცველობის თანდაყოლილი მომატება (ჟილბერის სინდრომი)
– თირკმელების კენჭოვანი დაავადება (ოქსალატური უროლითიაზი)
– რკინის დაგროვების დაავადებები (თალასემია, ჰემოქრომატოზი).

გრიპოსტადი® C-ს მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი (ანალგეზიური ასთმა) წინასწარგანწყობილ პირებში.

– კუჭისა ან ნაწლავების წყლულების (ვენტრიკულური ან დუოდენალური წყლულები)
– ჰიპერთირეოიდიზმის დროს. 

ბავშვები
გრიპოსტადი ® C-ს მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა შეგატყობინათ, რომ თქვენ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გთხოვთ მიმართოთ მას კონსულტაციისათვის ამ პრეპარატის მიღებამდ ე.


თუ ორსულად ხართ, არ მიიღოთ გრიპოსტადი ® C, რადგანაც გამოკვლევების მიხედვით დადგენილია, რომ გრიპოსტადი® C -ს ერთ-ერთმა მოქმედმა ნივთიერებამ, ქლორფენამინის მალეატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
რადგანაც არ არის ცნობილი, გრიპოსტადი® C -ს შემადგენელი ნივთიერებები გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, არ შეიძლება მისი მიღება ძუძუთი კვების დროს.


ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედება
დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაშიც კი, ამ მედიკამენტმა შესაძლებელია, იმდენად შეცვალოს სიფხიზლის უნარი, რომ სუსტდება საგზაო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა ან მექანიზმების მართვის უნარი. ეს განსაკუთრებით შეეხება ალკოჰოლთან ერთად კომბინაციას.


თუ ეჭვი გაქვთ გრიპოსტადი ® C- ს დოზის გადაჭარბებაზე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს. ის მიიღებს აუცილებელ ზომებს პრეპარატის მიღებიდან გასული დროის მიხედვით. 
გრიპოსტადი ® C-ს შემადგენლობაში შემავალმა პარაცეტამოლმა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თავდაპირველად (პირველი დღე) შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ძილიანობა და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა. მიუხედავად ზოგადი მდგომარეობის სუბიექტური გაუმჯობესებისა მეორე დღეს, ღვიძლის პროგრესული დაზიანება შესაძლებელია გაგრძელდეს და გადაიზარდოს ღვიძლისმიერ კომაში მესამე დღიდან. 
ქლორფენამინის მალეატის დოზის გადაჭარბების შემდგომ შესაძლებელია, გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: სახის ჰიპერემია, ფიქსირებული გაფართოებული გუგები, პირის სიმშრალე და შეკრულობა. მოგვიანებით შესაძლებელია, განვითარდეს ინტოქსიკაციის ნიშნები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ჰალუცინაციები, კოორდინაციის დარღვევა, ან კრუნჩხვები). 
კოფეინის 1გ-ის, ან მეტის მიღებისას მალევე შესაძლებელია განვითარდეს ინტოქსიკაციის სიმპტომები: ტრემორი, სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, რეაქციები გულ-სისხლძარღვთაAსისტემის მხრივ მიოკარდიუმის დაზიანებამდეც კი.
ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ერთჯერადი დოზის 3-10 გ-ზე მეტის მიღების შემდეგ შესაძლებელია, განვითარდეს გარდამავალი (ოსმოსური) დიარეა. ასკორბინის მჟავა, რომელიც წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, პრაქტიკულად, არატოქსიკურია.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა მომდევნო დალევისას, განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი რეჟიმით, როგორც ეს მოცემულია დოზირების სქემაში.
თუ პრეპარატი მიიღებოდა საჭიროებისამებრ, არ არის საჭირო სიფრთხილის სპეციალური ზომების დაცვა.


პარაცეტამოლის ერთდროული მიღებისას
– პრეპარატებთან, რომლებიც იწვევს ღვიძლში წამლების დაშლის გაძლიერებას (ფერმენტების ინდუქცია), მაგ. საძილე ტაბლეტებთან (ბარბიტურატები) და ზოგიერთ კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებასთან (ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ან ანტიტუბერკულოზურ პრეპარატებთან (რიფამპიცინი) და ალკოჰოლთან ერთად, ძლიერდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობა.
– პრეპარატებთან, რომლებიც აყოვნებს კუჭის დაცლას, მაგ. პროპანტელინთან, შესაძლებელია, შემცირდეს აბსორბციის სიჩქარე და, აქედან გამომდინარე, პარაცეტამოლის მოქმედების დაწყებაც.
– პრეპარატებთან, რომლებიც აჩქარებს კუჭის დაცლას, მაგ. მეტოკლოპრამიდთან, შესაძლებელია, დაჩქარდეს აბსორბცია და პარაცეტამოლის მოქმედების დაწყება. 
– ქლორამფენიკოლთან (პრეპარატი ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ) შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს ამ უკანასკნელის დაშლა და, აქედან გამომდინარე, გაიზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი.
– AZT- თან (ზიდოვუდინი, შიდსის სამკურნალო მედიკამენტი) იზრდება ნეიტროპენიის განვითარების ტენდენცია. აქედან გამომდინარე, გრიპოსტადი ® C მიიღება AZT-თან ერთად მხოლოდ ექიმის რჩევით. 

კოფეინმა
– შეიძლება შეამციროს სხვადასხვა ნივთიერების სედატიური მოქმედება (როგორიცაა, მაგ., ბარბიტურატები, ანტიჰისტამინური საშუალებები და ა.შ.)
– შეიძლება გააძლიეროს სიმპატომიმეტური საშუალებების, თიროქსინისა და ა.შ. გულის რითმის ამაჩქარებელი მოქმედება.

კოფეინი
– ამცირებს თეოფილინის ელიმინაციას (ასთმის სამკურნალო პრეპარატი).
– ზრდის მიჩვევის პოტენციალს ეფედრინის ტიპის ნივთიერებებისათვის.

ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ნივთიერებების, მაგ. ბენზოდიაზეპინებისა და კოფეინის კომბინაციამ შესაძლებელია, ინდივიდუალურად გამოიწვიოს სხვადასხვა და არაპროგნოზირებადი ურთიერთქმედება. 

ორალური კონტრაცეპტივები (“პილები”), ციმეტიდინი და დისულფირამი აქვეითებენ კოფეინის დაშლას ღვიძლში, ბარბიტურატები (საძილე აბები) და ნიკოტინი კი – აჩქარებენ.

ინფექციების სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტთან (ქინოლონის კარბოქსილის მჟავას ტიპის ჰირაზას ინჰიბიტორები) ერთად დანიშვნამ შესაძლოა, შეამციროს კოფეინის ელიმინაცია. 

ცენტრალური დამამშვიდებელი პრეპარატებისა ან ალკოჰოლის და ქლორფენამინის ერთდროულად მიღება აძლიერებს სედაციურ ეფექტს.

გრიპოსტადი® C-ს მიღება არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად, რადგანაც ეს ნივთიერებები ზრდის ერთმანეთის მოქმედებას.


ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ +25oC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.


რეცეპტის გარეშე

Facebook კომენტარები