გრიპოსტოპი 100მლ სიროფი / GripoStop

ბუნებრივი კომპონენტებისგან  დამზადებული გაციების და გრიპის საწინააღმდეგო ბალზამი.

შემადგენლობა: 100მლ შეიცავს 

• პროპოლისი – 0,31 გრ

• ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი- 0.31 გრ

• ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი- 3,05 გრ

• ასკორბინის მჭავა (ვიტამინი c)- 1,22 გრ

• L-ლიზინი- 2,44 გრ

• ინულინი – 3,67 გრ

შემავსებლები: თაფლი, ხილის და კენკრის წვენი, წყალი.

გრიპოსტოპის მოქმედება კომპლექსურია, მოქმედებს ყველა იმ სიმპტომზე , რომლებიც ვლინდება  გაციების და გრიპის დროს. ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი მოქმედება. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ამინომჟავებს, ვიტამინ C. 

გრიპოსტოპი

• აძლიერებს იმუნიტეტს

• გააჩნია ბრონქოლიზური მოქმედებით როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს

• ამცირებს ხველას და ხსნის სპაზმს

• ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას

• ახასიათებს ზომიერად გამოხატული სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება

• ხსნის ყელის ტკივილს და ტკივილს გულმკერდის არეში

• ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას  და  გამონადენს

პროპოლისი –  ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ასევე არასპეციფიკურ ფაქტორებს და აქედან გამომდინარე, უნიკალურ  იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს. ახასიათებს ანტიბაქრეტიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ფიჭვის კვირტები- ხასიეთდება ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო, ბრონქოლიზური მოქმედებით. ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე მოქმედებს  ბაქტერიოციდულად. 

ცაცხვის ყვავილები – შეიცავს გლიკოზიდ ტალიცინს, ფლავონოიდებს,  მაკრო და მიკროელემენტებს.  გამოიყენება გაციების, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველის და თავის ტკივილის დროს.  გამოირჩევა  ანთების საწინააღმდეგო, დამაწყნარებელი და  ოფლმდენი მოქმედებით (გლიკოზიდ ტილიაცინის ეფექტი).

ვიტამინი C- არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლიზმის პროცესში. მონაწილეობს  ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში, ასტიმულირებს სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს, ზრდის ზოგიერთი ფაქტორის დონეს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნოპროცესებში. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. ინულინი – წარმოადგენს სრულიად ხსნად უჯრედისს, რომლის წყალობით არის უნივერსალური  პრებიოტიკი. იგი გაივლის მსხვილ და წვრილ ნაწლავებს აბსორბციის გარეშე, ამ დროს განიცდის ფერმენტაციას და ხელს უწყობს სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდას, რაც შემდგომ ამცირებს „ცუდ“ ბაქტერიებს, სოკოებს და პარაზიტებს, რომლებიც იწვევენ ანთებას.

L-ლიზინი – L ლიზინი –  შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში, მონაწილებს რა ანტისხეულების გამომუშავებაში და ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება ვირუსის რეპლიკაციის ინჰიბირების გზით (მათ შორის ჰერპეს ვირუსის). 

L ლიზინის დეფიციტი იწვევს ორგანიზმის ზოგადი დამცველობითი ფუნქციის შესუსტებას ვირუსებთან მიმართებაში. ვინაიდან  L ლიზინის სინთეზირება არ ხდება  ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატის სახით. 

L- ლიზინი მოქმედებს არგინინზე რამოდენიმე მექანიზმით:

• L ლიზინი ასტიმულირებს ფერმენტ არგინაზას, რასაც მივყავართ არგინინის დაშლამდე

• L ლიზინი ხელს უშლის არგინინის თირკმლის მილაკებში რეაბსორბციას 

• L ლიზინი ხელს უშლის არგინნინის ნაწლავებში აბსორბციას

• L ლიზინი აფერხებს არგინინის უჯრედში შეღწევას

ლიზინი აინჰიბირებს ჰერპეს ვირუსის გამრავლებას არგინინის შებოჭვის ხარჯზე. 

დოზირება : წლამდე ასაკის ბავშვებში 2,5 მლ 3-ჯერ დღეში. 1 წლის ზევით 5 მლ 3-ჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები : ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის  და ლაქტაცია:  ინიშნება -ექიმის კონსულტაციით.

 

გამოშვების ფორმა: 100 მლ ფლაკონი საზომი ჭიქით

Facebook კომენტარები