მწარმოებელი :

ფარნაცევტული საწარმო “GEMI”

შემადგენლობა :

პრეპარატი შეიცავს მცენარეთა ნაკრების სპირტიან ექსტრაქტს (1 : 2): კატაბალახას ფესვები -25 წ .;

ბარამბოს ბალახი ………  25 წ ;

ანგელოზას ფესვები …… 20 წ .;

სვიის გირჩა …………….. 15 წ .;

ლავანდას ყვავილები -15წ . (Etxractum ethanol(1:2) comp.ex.;Valerianae radix – 25 წ . ; Melissae herba-25 წ . ; Angelicae radix-20წ . ; Lupuli strobili-15 წ . ; Lavandulae flos-15 წ . .)

ფარმაკოლოგიური მოქმედება : დამამშვიდებელი წვეთების შემადგენლობაში შედის შემდეგი მოქმედი ნივთიერებები:  ანგელიცინი – ანგელოზას ფესვების შემადგენლობაში შემავალი ფუროკუმარინების ჯგუფიდან , როზმარინის მჟავა – მელისას ბალახის შემადგენლობაში შემავალი ფენოლური მჟავების ჯგუფიდან, ვალეპოტრიატები – კატაბალახას ფესვებიდან, ლუპულინი – სვიის გირჩებიდან , ასევე ლავანდის ზეთი (Oleum Lavandulae)- ლავანდას ყავავილებიდან . მოცემული შემადგენლობის   გამო პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახდენს   მარეგულირებელ ეფექტს გულის   მუშაობაზე, ასევე,   კუჭის და ნაწლავების ფუნქციაზე, ხასიათდება სპაზმოლიზური აქტივობით. რეკომენდებულია სტრესული მდგომარეობების, ფსიქო – ემოციური დაძაბულობის, ნევროზების, გაღიზიანების და უძილობის დროს .

გამოყენების ჩვენება:

პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, გულის მუშაობის მარეგულირებელი საშუალება ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობის,   გახშირებული გულისცემის, არითმიის და ასევე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციის დროს , რომელიც დაკავშირებულია ნევროზულ მდგომარეობასთან .

უკუჩვენება:

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა .  არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება მწვავე გასტრიტისა  და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესის დროს , რომელთაც თან ახლავს ორგანიზმის ზოგადი აგზნება .

განსაკუთრებული მითითებები :

ალკოჰოლის შემცველობის გამო ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში .

ორსულობა და ლაქტაცია:

ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ცალკეული კომპონენტების დედის რძეში გადასვლის შესახებ, პრეპარატის   გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია   ორსულობის და ძუძუთი კვების დროს .

ზეგავლენა ფსიქო – ფიზიკურ შესაძლებლობებზე:

პრეპარატი შეიცავს 50-57% ეთანოლს . რეკომენდებულზე მეტი დოზით პრეპარატის მიღება გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და სამანქანო მოწყობილობების მართვაზე .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

დღემდე გამოვლენილი არ არის

დოზირება და გამოყენების მეთოდები:

მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ზემოთ: 2-5 მლ (1 ჩაის კოვზი ) 1-3- ჯერ დღეში .

ბავშვები 7- დან 14 წლამდე: 15-20 წვეთი 1-3 ჯერ დღეში .

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს აპათია და ძილიანობა .

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები , რაც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ ანგელოზას ფესვების ფუროკუმარინების მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან .

შეფუთვა: მუქი ფერის, შუშის 35 გ ფლაკონები , პოლიეთილენის ხრახნიანი საწვეთურით .

ვარგისობის ვადა:

3 წელი . არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ .

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას , 15°C-25°C ტემპერატურაზე .

გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები