საერთაშორისო დასახელება:

SILYMARIN

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება: სილიმარინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

სილიმარინი  …………0.035 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სილიმარინის (ფლავანოიდური შენაერთების ჯგუფი) ანტიოქსიდანტური აქტივობით, რაც იწვევს ლიპიდების ზეჟანგვითი დაჟანგვის დათრგუნვას, ცილის სინთეზის სტიმულაციას, ფოსფოლიპიდების ცვლის ნორმალიზაციას და ჰეპატოციტების მემბრანების სტაბილიზაციას.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები;
  • ინფექციური და ტოქსიკური ჰეპატიტების შემდგომი მდგომარეობა;
  • ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია და დისტროფია, ციროზი.

იყენებენ აგრეთვე პროფილაქტიკის მიზნით ღვიძლის ინტოქსიკაციების და ქიმიური დაზიანებების დროს (ალკოჰოლური, მედიკამენტური).

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი ენიშნებათ პერორალურად 1-2 ტაბ. (0.035-0.079 გ სილიმარინი) ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი შეადგენს არა უმცირეს 3 თვეს.

პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ენიშნებათ 2-3 ტაბ. (0.070-0.105 გ სილიმარინი) დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევებში ფაღარათი.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახისს ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

Facebook კომენტარები