საერთაშორისო დასახელება:

dexpanthenol+chlorhexidine

მწარმოებელი: Stada

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სუპოზიტორი N#10

დექსპანთენოლი (D-პანტენოლი) -100 მგ, ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი 16 მგ.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი ანტისეპტიკური, მეტაბოლური და რეგენერაციული მოქმედებით.

ქლორჰექსიდინის მოქმედების სპექტრი:

Treponema pallidum, Clamidia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoeae, gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis, Echerichia coli, Stapylococcus spp., Streptococcus spp.; საფუარები, დერმატოფიტები, უმარტივესები (Trichomonas vaginalis).

დექსპანთენოლი:

– ახდენს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას

– განაპირობებს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას

– აჩქარებს მიტოზის პროცესს

– ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს

დეპანტნოლის ვაგინალური სუპოზიტორია:

– არ აფერხებს ლაქტობაცილების ფუნქციონირებას;

– ინარჩუნებს აქტივობას ჩირქისა და სისხლის გარემოში.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ვაგინიტი;
  • ენდო/ეგზოცერვიციტები;
  • საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ (დიათერმოკუაგულაცია, ლაზერული კოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, რადიოტალღური ქირურგია);
  • საშვილოსნოს ყელისა და საშოს რეკონსტუქციული და კოსმეტიკური ოპერაციის შემდგომ;
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია, ეროზიული კოლპიტი, საშოს ლორწოვანის დაზიანებები;
  • კლიმაქტერულ პერიოდში არსებული ლოწოვანის სიმშრალე (ატროფიული კოლპიტი);
  • მშობიარობის შემდგომ პერიოდში არსებული მიკრო ნახეთქები საშვილოსნოს ყელის, საშოსა და შორისის მიდამოში;
  • სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი. საშოს წყლულისა და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული კოლპიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

პრეპარატი ინიშნება ორსულებსა და მეძუძურებში

დოზირება:

1 სუპოზიტორია 2-ჯერ დღეში, 7-10 დღე.

Facebook კომენტარები