საერთაშორისო დასახელება:

CLOBETASOL

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: კლობეტაზოლის პროპიონატი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 0.05%: ტუბში 25 გ

1 გ

კლობეტაზოლის პროპიონატი ………..     500 მკგ

მალამო 0.05%: ტუბში 25 გ

1 გ

კლობეტაზოლის პროპიონატი …………    500 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედებით. გამოყენების ადგილზე ამცირებს შეშუპებას, ჰიპერემიას და ქავილს.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივად გამოყენებისას განსაკუთრებით დაზიანებულ კანზე დამწოლი ნახვევის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის შეწოვა გლუკოკორტიკოსტეროიდული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარებით. ჰიდროკორტიზონთან შედარებით იგი პლაზმის ცილებს ნაკლებად უკავშირდება, თუმცა გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი. იგი მეტაბოლიზმს განიცდის ძირითადად ღვიძლში, ნაწილობრივ კი – თირკმელში. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები:

 

  • ფსორიაზი (გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზის გარდა);
  • ეგზემა (რეფრაქტერული ფორმა);
  • წითელი ბრტყელი ლიქენი;
  • დისკოიდური წითელი მგლურა;
  • სხვა, შედარებით ნაკლებად აქტიური სტეროიდებისადმი რეზისტენტული კანის დაავადებები.

 

მიღების წესები და დოზირება:

მალამო ან კრემი თხელ ფენად დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-2-ჯერ სასურველი ეფექტის მიღებამდე.

კანის შედარებით მძიმე ფორმის დაზიანებისას, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის შემთხვევაში დერმოვეიტის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა გავაძლიეროთ დამწოლი ნახვევის (ერთ ღამეში შესაძლებელია მივიღო სასურველი შედეგი) გამოყენებისას.

პრეპარატის მიღებიდან 2-4 კვირის შემდეგ სასურველი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია დიაგნოზის დაზუსტების მიზნით.

პრეპარატი რეკომენდებულია ხანმოკლე გამოყენებისათვის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატით განმეორებითი ხანმოკლე კურსების ჩატარება. ხანგრძლივი ვადით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია შედარებით ნაკლებად აქტიური საშუალებების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობისას -კანზე ატროფული ცვლილებები – სტრიები, კანის ატროფია, სისხლძარღვების გაფართოება პიგმენტაციის დარღვევა, ჰიპერტრიქოზი.

სისტემური რეაქციები: პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი დროით გამოყენებისას განსაკუთრებით ბავშვებში მოსალოდნელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.

უკუჩვენებები:

*ჩვეულებრივი გამონაყარი;

*ვარდისფერი ფერისმჭამელები;

*პერიორალური დერმატიტი;

*კანის პირველადი ვირუსული ინფექციური დაავადებები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა);

*კანის პირველად ბაქტერიული ინფექციები;

*კანის პირველადი სოკოვანი ეტიოლოგის დაზიანებები;

*1 წლამდე ასაკის ბავშვებში დერმატოზები, დერმატიტები და საფენებით გამოწვეული გაღიზიანებები;

*პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის თვალის ქუთუთოზე გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა, რათა იგი არ მოხვდეს თვალში.

ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: ფსორიაზი, წითელი დისკოიდური მგლურა, ეგზემა, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ, რომ სახის კანზე, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით აღინიშნება გამოხატული ატროფიული ცვლილებები.

ფსორიაზის მკურნალობისას პაციენტებში საჭიროა ყურადღება რეციდივის პრევენციისათვის, ტოლერანტობის განვითარების, გავრცელებული პუსტულოზური ფსორიაზის და კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ადგილობრივი  და სისტემური რეაქციების გამო.

დამწოლი ნახვევის მოხსნის შემდეგ აუცილებელია კანის გასუფთავება. ინფექციის არსებობისას საჭიროა დერმოვიტის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

იმ შემთხვევაში, როდესაც მოზრდილებში ერთკვირიანი დოზა არ აჭარბებს 50 გ, ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებენ დროებით ხასიათს და სტეროიდული თერაპიის კურსის შეწყვეტისთანავე ქრებიან. ეს ეხება აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას ბავშვებში, რომლებიც იღებენ მას შემცირებული დოზით.

დამწოლი ნახვევის გამოყენება ზრდის ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების აბსორბციას. ჩვილ ბავშვებში საფენები ასრულებენ დამწოლი ნახვევის ფუნქციას.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების მწვავე ფონის განვითარება ნაკლებადაა მოსალოდნელი. პრეპარატის ქრონიკულად ჭარბი დოზირების ან არასწორი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზიმის ნიშნების განვითარება, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

Facebook კომენტარები