დერმოკლინი 10გ კრემი

შემადგენლობა

კლოტრიმაზოლი ბ.ფ. 1.00%w/w
ბეკლამეტაზონის დიპროპიონატი ბ.ფ. 0.025%w/w
გენტამიცინის სულფატი ბ.ფ. ექვივალენტური გენტამიცინი 0.01%w/w
კონსერვანტები:
ქოლოკრეზოლი ბ.ფ. 0.01%w/w
ბრონოპროლი ბ.ფ. 0.025%w/w
კრემის სახით
q.s.


დერმოკლინი ახდენს: 
• ანთების საწინააღმდეგო
• ქავილის საწინააღმდეგო
• სისხლძრღვთა შემავიწროებელ
• სოკოს საწინააღმდეგო
• ანტიბაქტერიალურ მოქმედებას 

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი: 
სინთეზური კორტიკოსტეროიდია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური, და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.

კლოტრიმაზოლი
იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა ადგილობრივი მოხმარებისთვის. იწვევს ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას, რომელიც წარმოადგენს სოკოების უჯრედოვანი მემბრანის შემადგენელ ნაწილს. გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურია დერმატოფიტების, ობის სოკოს, Candida-ს ჯგუფის, Malassezia furfur მიმართ.
კლოტრიმაზოლი აგრეთვე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Streptococcus spp., Staphilococcus spp., Trichomonas vaginalis, Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis mimarT. 

გენტამიცინი:
წარმოადგნეს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. აღწევს რა აქტიურად ბაქტერიების უჯრედოვან მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება ბაქტერიულ რიბოსომებს, რითაც იწვევს გამომწვევის ცილის სინთეზის დარღვევას. გამოირჩევა მაღალი აქტივობით გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Citrobacter spp., Haemophilus influenza. აქტიურია აგრეთვე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staph. spp., Strep.spp.


– ტერფის მიკოზები;
– ეპიდერმოფიტია;
– ნეიროდერმიტი;
– ეკზემა;
– დერმატიტები;
– ტერფების ეპიდერმოფიტია;
– საზარდულის ეპიდრმოფიტია;
– კანის ჩირქოვანი დაავადებები;
– ოტომიკოზები;
– ვაგინალური კანდიდოზი;
– თითებშორისი და გლუვი კანის სხვა სოკოვანი დაზიანებები.


კრემს ისვამენ თხელი ფენით დაზიანებულ უბანზე 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს). გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით 2-ჯერ დღე-ღამეში
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა


ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
ტუბერკულოზი და ვირუსული დაავადებები


ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

Facebook კომენტარები