დესდეკი 1მგ/გ მალამო

მომეტაზონის ფუროატი

 

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთივს მნიშვნელოვნ ინფორმაციას.

– შეინახეთ ეს ფურცელი. თქვენ შეიძლება ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

– დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

– ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

– ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ხხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში.

ინსტრუქციის შინაარსი

1. რა არის დესდეკი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა ვიცოდეთ დესდეკის გამოყენებამდე

3. როგორ მივიღოთ დესდეკი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. დესდეკის შენახვა

6. სხვა ინფორმაცია

1. რა არის დესდეკი და რისთვის გამოიყენება

დესდეკი მიეკუთვნება ტოპიკალური კორტიკოსტეროიდებს ჯგუფის პრეპარატებს. დესდეკი კლასიფიცირდება როგორც „პოტენციური კორტიკოსტეროიდი“. ეს პრეპარატები გამოიყენება კანის ზედაპირზე შეწითლების და ქავილის შესამცირებლად, რაც გამოწვეულია კანის ზოგიერთი  პრობლემით.

დესდეკი გამოიყენება მოზრდილებში და 2 წლიდან ბავშვებში სიწითლის და ქავილის შესამცირებლად, რაც გამოწვეულია კანის ზოგიერთი დაავადებით, რომელთაც ეწოდებათ ფსორიაზი და ატოპიური ეგზემა (ატოპიური დერმატიტი).

ფსორიაზი წარმოადგენს კანის დაავადებას, რომლის დროსაც ქავილიანი, ქერცვლადი, ვარდისფერი ლაქები ვითარდება იდაყვებეზ, მუხლებზე, კეფაზე და სხეულის სხვა ადგილებზე. ატოპიური ეგზემა არის მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს კანის რეაქციას გარემო გამღიზიანებლების მიმართ, მაგ. სარეცხი საშუალებები, რომელიც იწვევენ კანის გაღიზიანებას და ქავილს.

2.  რა უნდა ვიცოდეთ დესდეკის გამოყენებამდე

ნუ მიიღებთ დესდეკს:

– თუ ხართ ალერგიული მომეტაზონის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

– კანის სხვა პრობლემების დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარებესება, განსაკუთრებით:

  • ვარდისფერი ფერიმჟამელა (კანის მდგომარეობა, რომელიც აზიანებს სახის კანს);
  • აკნე;
  • კანის ატროფია (კანის დათხელება);
  • პირის გარშემო დერმატიტი;
  • ქავილი პერიანალურ და გენიტალიუმის მიდამოში;
  • საფენის დერმატიტი;
  • ბაქტერიული ინფექციცები, როგორიც არის იმპეტიგო, ტუბერკულოზი (ფილტვის ინფექცია), სიფილისი (სქესობრივად გადამდები დაავადება), ვირუსული ინფექციები, როგორიც არის მეჭეჭი, ჰერპესი, ჩუტყვავილა (ვარიცელა);
  • სოკოვანი ინფექცია, როგორიც არის ათლეტის ფეხი (ტერფის წითელი, ქავილიანი, ქერცვლადი კანი);
  • პარაზიტული ინფექციები;
  • თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ვაქცინაციაზე რეაქცია;
  • უბრალო ჰერპესი;
  • სარტყლისებრი ჰერპესი;
  • წყლულოვანი კანი;
  • ჭრილობები;
  • კანის სხვა ინფექციები.

თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

თუ თქვენი კანი გახდა უფრო გაღიზიანებული და მგრძნობიარე პრეპარატ დესდეკის გამოყენების შემდეგ, უნდა შეწყვიტოთ გამოყენება და მიმართოთ ექიმს.

დესდეკი არ არის განკუთვნილი თვალის ირგვლივ გამოყენებისთვის და ნუ გამოიყენებთ ქუთუთოებზე.

როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება ფსორიაზისთვის, მან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა (მაგ. შეიძლება განვითარდეს დაავადების პუსტულარული ფორმა). თქვენ უნდა მისცეთ საშუალება თქვენს ექიმს, მოახდინოს მკურნალობის პროგრესის რეგულარული ინტერვალებით მონიტორინგი, ვინაიდან ასეთი მკურნალობა საჭიროებს სათანადო ზედამხედველობას.

სხვა პრეპარატები და დესდეკი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ, წარსულში იღებდით ან აპირებთ რომელიმე პრეპარატის მიღებას.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიუხედევად ამისა, თუ თქვენი ექიმი მაინც დაგინიშნავთ ორსულობის ან ლაქტაციის დროს ამ პრეპარატს, მოერიდეთ მაღალი დოზებით გამოყენებას და გამოიყენეთ მხოლოდ მოკლე დროით. დესდეკი არ წაისვათ მკერდზე ლაქტაციის დროს.

დესდეკი შეიცავს პროპილენგლიკოლს და ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუენს (E321)

დესდეკი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუენს (E321), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) ან თვალისა და ლორწოვანი მემბრანების გაღიზიანება.

3. როგორ გამოვიყენოთ დესდეკი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დესდეკის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება.

როგორც წესი, მოზრდილებში და ბავშვებში დესდეკის თხელი ფენა უნდა იქნას შეზელილი კანის დაზიანებულ არეზე დღეში ერთჯერ.

თუ თქვენ დაგინიშნეს მალამო, ერთი თითის წვერის ერთეული საკმარისია (მოზრდილი ადამიანის საჩვენებელი თითის წვერიდან პირველ ნაოჭამდე). მოზრდილი ადამიანის ორი ხელისგულის დასაფარად. ნუ გამოიყენებთ ამ რაოდენობაზე მეტს, ან უფრო ხშირად ვიდრე გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა მოახდინოს მკურნალობის მონიტორინგი.

დესდეკის გამოყენებისას უნდა დაიცვათ შემდეგი ინსტრუქციები:

– ნუ გამოიყენებთ საცხს სახეზე 5 დღეზე მეტი ხნით.

– დაზიანებულ არეზე ბანდაჟის ან პლასტირის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისათვის. სახეზე ან ბავშვებში დესდეკის გამოყენებისას არ უნდა მოხდეს პლასტირით ან ბანდაჟით დაზიანებული არის დაფარვა.

– ნუ გამოიყენებთ დიდი რაოდენობით საცხს სხეულის დიდ ფართობზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში (მაგალითად, ყოველ დღე რამოდენიმე კვირის ან თვის განმავობაში).

– ნუ გამოიყენებთ თვალის გარშემო, განსაკუთრებით ქუთუთოებზე.

მოზრდილები

– ნუ გამოიყენებთ დესდეკის საცხს ხანგრძლივი დროის მანძილზე (3 კვირაზე მეტი ხნით) ან სხეულის დიდ ფართობზე (სხეულის ზედაპირის 20%-ზე მეტი).

ბავშვები 2 წლის ზევით

ნუ გამოიყენებთ საცხს ბავშვებში 3 კვირაზე მეტი ხნით.

– ნუ გამოიყენებთ ბავშვებში საფენის ქვეშ, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს აქტიური ნივთიერების დაგასვლას კანის საშუალებით და შესაბამისად გვერდითი მოვლენების განვითარებას.

– ბავშვებში დაზიანებული ადგილების ბანდაჟით ან პლასტირით დაფარვა არ შეიძლება.

2 წლამდე ასაკის ბავშვები

დესდეკის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება.

თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დესდეკი

თუ თქვენ (ან სხვა პირმა) შემთხვევით ჩაყლაპა მალამო, ეს არ გამოიწვევს რაიმე პრობლემებს. თუმცა, თუ თქვენ ნერვიულობთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ მალამო დანიშნულზე მეტი სიხშირით, ან სხეულის დიდ ფართობებზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონების ცვლილება. ბავშვებში შეიძლება ხელი შეუშალოს ზრდასა და განვითარებას.

თუ თქვენ არ გამოიყენეთ მალამო ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ან გამოიყენეთ ძალიან ხშირად ან ხანგრძლივი დროის მანძილზე, მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დესდეკის გამოყენება

თუ თქვენ დაგავიწყდათ დესდეკის გამოყენება, გამოიყენეთ ის გახსენებისთანავე, და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივ. გამოტოვებულის საკომპენსაციოდ ნუ გამოიყენებთ გაორმაგებულ დოზას ან დღეში 2-ჯერ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ დესდეკის გამოყენება

თუ თქვენ იყენებდით დესდესკს დიდი ხნის განმავლობაში და თქვენი კანის პრობლემები გაუმჯობესდა, ნუ შეწყვიტავთ პრეპარატის გამოყენებას. თუ თქვენ მაინც შეწყვიტეთ, თქვენი კანი შეიძლება გაწითლდეს და თქვენ შეიძლება შენიშნოთ წვა და სიმხურვალე. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა მიმართოთ ექიმს, ის თანდათანობით შეამცირებს დოზას მკურნალობის შეწყვეტამდე.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

რამოდენიმე პაციენტში დესდეკის მალამოს გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

– კანის ალერგიული რეაქციები;

– ბაქტერიული და კანის მეორეული ინეფქციები;

– აკნე;

– თმის ფოლიკულების ანთება და/ან ინფექცია;

– კანის დათხელება;

– წითელი ლაქები თანმხლები ჩხვლეტითი სიმხურვალით;

– კანის ფერის დაკარგვა;

– სიმხურვალის შეგრძნება;

– წვის შეგრძნება;

– ქავილი;

– ღუტუნის შეგრძნება;

– ჭარბი თმის ზრდა;

– კანის დარბილება და სტრიები.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლო ასევე განვითარდეს სხვა გვერდითი მოვლენები – კანის სიმშრალე, გაღიზიანება, დერმატიტი, პირის გარშემო დერმატიტი, პატარა და გაფართოვებული სისხლძარძვები.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასეევე შეგილიათ აცნობოთ პირდაპირ (დეტალები იხილეთ ქვემოთ).

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ ამ პრეპარატის უსაფრთხოეის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

INFARMED I.P.

Direcao de Gestao do Rosco de Medicamentos

Parque da Saude de Lisboa, Av.Brasil, 53

1749-004 Lisboa

Tel: +351217987140

Medicine Hotline: 800 222 444 (უფასო)

Fax: +351 21 798 73 97

Internet Website:

http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

Email:farmacovigilancia”infarmed.pt

4.   როგორ შევინახოთ დესდეკი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ დესდეკს შეფუთვაზე მითითებული „EXP“ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

გადააგდეთ ტუბის ნარჩენები გახსნიდან 12 კვირის შემდეგ.

შეინახეთ არაუმეტეს 30° C ტემპერატურის პირობებში.

ნუ გადაყრით გამოუყენებელ პრეპარტს საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. პრეპარატის განადგურების წესთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები დაეხმარება გარემოს დაცვას.

დესდეკის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

აქტიური ნივთიერებაა მომეტაზონის ფუროატი.

დესდეკის თითო გრამი შეიცავს 1მგ მომეტაზონის ფუროატს.

დამხმარე ნივთიერებებია ჰექსილენგლიკოლი, ფოსფორმჟავა,კონცენტრირებული (რეგულირებული pH-ით), პროპილენგლიკოლის მონოპალმიტოსტეარატი, ფუტკრის ცვილი, თეთრი და რბილი პარაფინი, ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუენი (E321) (ოქსიდანტის სახით) და გასუფთავებული წყალი.

დესდეკი არის გაუმჭვირვალე, თეთრი ფერის რბილი მალამო. მალამო მოთავსებულია ალუმინის ტუბში, დახუფულია თეთრი ფერის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვის ზომები

10გ, 15გ, 20გ, 30გ,50გ, 60გ ან 100გ მალამო.

შეფუთვის ყველა სახე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ლაბორატორიო ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.

25 დე ბრილ გამზ. 6-6A

2795-225 ლინდა-ა-ველჰა

პორტუგალია

მწარმოებელი

გლენმარკ ფარმაცეუტიკალს ს.რ.ო.

ფიბიჩოვა 143

566 15 ვისოკე მიტო

ჩეხეთის რესპუბლიკა

გლენმარკ გენერიკს ეუროპ ლიმითედი

კორპ. 2 კროქსლიი ბიზნეს პარკი,

კროქსლი გრინი, ჰერტფორდშირი, WD18 8YA

დიდი ბრიტანეთი

ეს პრეპარატი ლიცენზირებულია ევროპული თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:

გერმანია: Mometason Glenmark 1mg/g Salbe

ჰოლანდია: Mometasonfuroaat Glenmark 1mg/g zalf

პოლონეთი: Eztom

პორტუგალია: Desdek 1mg/g pomada

ესპანეთი: Mometasona Kern Pharma 1mg/g pomada

შვედეთი: Mometason Glenmark 1mg/g salva

დიდი ბრიტანეთი: Mometasone Furoate 0.1% w/w/ ointment

Facebook კომენტარები