დეტრიქსი 2000

DetriX 2000

D3 ვიტამინი, 2000 სე

რბილი კაფსულები №30

DetriX 2000 დიეტური დანამატი –  თითოეული კაფსულა შეიცავს 2000 სე D3 ვიტამინს.

არ არის  სამკურნალო საშუალება.

რეკომენდებულია დიეტის დროს, როგორც D3 ვიტამინის დამატებითი წყარო. აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, ხელს უწყობს კუნთოვანი, იმუნური და რეპროდუქციული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. გაეცანით შეფუთვაზე მითითებულ ინფორმაციას და თანდართულ საინფორმაციო ბროშურას.

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: D3 ვიტამინი – 50 მკგ (2000 სე).

დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი – სოიოს რაფინირებული ზეთი, კაფსულის გარსი (ჟელატინი, გლიცერინი), დაწმენდილი წყალი. არ შეიცავს გმო-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

D ვიტამინი არის ჰორმონის მსგავსი ვიტამინი, სხვადასხვა ბიოლოგიური ეფექტით, რადგან მისი სპეციფიური რეცეპტორები – VDR ლოკალიზებულია მრავალი ორგანოს უჯრედთა ბირთვებში.

D ვიტამინის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქცია კალციუმისა და ფოსფატების ცვლის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის ნორმალურ მინერალიზაციას და ზრდას.

ქოლეკალციფეროლი ხელს უწყობს საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებას და წვრილ ნაწლავში შეწოვას, ასევე სისხლში კალციუმის შესაბამისი დონის შენარჩუნებას. სისხლში კალციუმის იონების ფიზიოლოგიური კონცენტრაციისას შენარჩუნებულია კუნთების ტონუსი, მიოკარდიუმის ფუნქცია, ზემოქმედებს სისხლის შედედების პროცესზე, ხელს უწყობს ნერვული იმპულსების ნორმალურ გადაცემას და სეროტონინის – „ბედნიერების ჰორმონის“ სინთეზს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ფსიქოემოციურ მდგომარეობას .ˡ

ძვლის კალციფიკაციის პროცესში ეს ვიტამინი არეგულირებს კალციუმის და ფოსფატების გამოყოფას თირკმელებით.

D ვიტამინი მნიშვნელოვანია პარათირეოიდული ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის.

D ვიტამინის დეფიციტი ოსტეომალაციის ერთ-ერთი მიზეზია.

ასევე, მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში – არეგულირებს იმუნურ რეაქციებს, ამცირებს გაციებას, მათ შორის ვირუსული გენეზის. ²

ქალებში D ვიტამინის დეფიციტი იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის – ფოლიკულოგენეზის დარღვევას, ენდომეტრიოზს, პოლიკისტოზურ სინდრომს, ინ ვიტრო განაყოფიერების წარუმატებელ მცდელობებს. მენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური დისბალანსის გამო იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება D ვიტამინზე ოსტეოპოროზის რისკის შესამცირებლად.³

ორსულ ქალებში აღმოჩენილია კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და პრეეკლამფსიის, ასევე ნაადრევი მშობიარობის რისკების ზრდას შორის.

მამაკაცებში ქოლეკალციფეროლი მოქმედებს სპერმატოგენეზზე .⁴

D ვიტამინი, ასევე მონაწილეობს ენდოკრინული სისტემის მუშაობაში – ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფას, მოქმედებს  უჯრედების ინსულინის მიმართ მგრძნობელობაზე. ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს – მოქმედებს ლიპიდების პროფილზე, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და LDL-ს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპოროტეინების) დონეს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსუქნისა და მეტაბოლური სინდრომის კორექციაში.⁵

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები:

არ გადააჭარბოთ მითითებულ, რეკომენდებულ ყოველდღიურ დოზას. არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება სრულფასოვანი კვების რაციონის შემცვლელად.

 ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოიყენება მხოლოდ ორგანიზმში D3 ვიტამინის დონის განსაზღვისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

იღების წესი და დოზები:

მოზრდილები – ერთი კაფსულა დღეში ერთხელ. მიიღება ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. დაუღეჭავად. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

კურსის ხანგრძლივობა:

10 კვირა. განმეორებითი კურსის ხანგრძლივობა შეათანხმეთ ექიმთან.

ვარგისიანობის ვადა: გამოშვების თარიღიდან 2 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ტენისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს

30 °C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

10 კაფსულა ბლისტერზე; 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. გამჭვირვალე ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა,  შეიცავს სუფთა ზეთოვან სითხეს. 1 კაფსულის წონა შეადგენს: 125 მგ (მგ) ± 10%.

მწარმოებელი:

Softgel Healthcare Private Limited,

Survey No. 20/1, Vandalur-Kelambakkam Road, Pudupakkam Village,

Kancheepuram District, Tamil Nadu − 603 103, ინდოეთი.

1. Patrick RP, Ames BN. Vitamin D and the omega-3 fatty acids control serotonin synthesis and action, part 2: relevance for ADHD, bipolar, schizophrenia, and impulsive behavior. FASEB J. 2015 Jun; 29(6): 2207–2222.

2. Evidence that Vitamin D Supplementation Could Reduce Risk of Influenza and COVID-19 Infections and Deaths, William B. Grant, Henry Lahore, Sharon L. McDonnell, Carole A. Baggerly, Christine B. French, Jennifer L. Aliano and Harjit P. Bhattoa; Nutrients 2020, 12, 988; doi:10.3390/nu12040988.

3. Influence of Hormone D on Women’s Health, I.A. Apolikhina, I.A. Kulikov, I.M. Sechenov First Moscow State Medical University Institute of Professional Education, V.I. Kulakov National Medical Research Center of Obstetrics, Gynecology and Perinatology

4. Vitamin D as a new steroid hormone and its importance for men’s health. Professor Kalinchenko Clinic (Moscow). Peoples’ Friendship University of Russia. Research Institute of Urology. ON. Lopatkina – a branch of the Federal Medical Research Center. PAS. Herzen

5. Vitamin D deficiency is a risk factor for obesity and type 2 diabetes mellitus in women of reproductive age TL Karonova1,2, EP Mikheeva1, E.I., О.Д. Belyaeva1, MV Budanova2, OV Galkina1, E.N. Grineva2 1 St. Petersburg State Medical University. acad. I.P. Pavlov “Ministry of Health of the Russian Federation, St. Petersburg, Russia 2 FSBI” Federal Center for Heart, Blood and Endocrinology. V.A. Almazova ”

Facebook კომენტარები