დ ე ქ ი დ ს ი

(ფლაკონი 30 მლ)

DEKIDS

(DROPS 30ml )

(საკვები დანამატი)

შემადგენლობა: ყოველი 15 წვეთი (0.5 მლ) შეიცავს: ვიტამინი C-35 მგ ვიტამინი A- 300 µg (1000 IU) ვიტამინი D3- 10 µg (400 IU)

დამხმარე ნივთიერებები: ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი, გლიცერინი, ნატრიუმის ბენზოატი, დამატკბობელი – სახარინი და წყალი.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: ვიტამინების კომპლექსი A, C და D3, ეს ვიტამინები გამოირჩევა სინერგიული მოქმედებით; ვიტამინი A – აუცილებელია ჯანსაღი კანისა და ლორწოვანი გარსის განვითარებისათვის; ვიტამინი C – შემაერთებელი ქსოვილის ნორმალური ფორმირებისთვის და განვითარებისთვის; ვიტამინი D3 აუცილებელი კომპონენტია ძლიერი და ჯანსაღი ძვლების შენებისთვის.

ჩვენებები:

  • რაქიტის პრევენცია და მკურნალობა;
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • ბავშვებში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და ფიზიკური განვითარების შეფერხების პრევენცია და მკურნალობა;
  • A,C, და D ვიტამინების დეფიციტის პრევენცხია და მკურნალობა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევით განპირობებული A,C, და D ვიტამინების დეფიციტი;
  • მხედვლობის, კანის და ლორწოვანი გარსის დაავადებები;
  • სხვადასხვა დაავადებების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდ

დოზირება და მიღების წესი: დექიდსირეკომენდებულია ბავშვებში ახალშობილობის ასაკიდან, მიიღება ყოველდღიურად 15 წვეთის (0.5მლ) ოდენობით კვების შემდეგ 1-3 ჯერ დღეში ბავშვის მდგომარეობის შესაბამისად. პრევენციისთვის საკმარისია 0.5 – 1 მლ 1-ხელ დღეში.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზებით მიღებისას გადაიტანება კარგად; გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

სიფრთხილის ზომები: დღის განმავლობაშიმიღებული დექიდსის დოზა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ დღიურ დოზას. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ორსულობისა და ლაქტაციის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. დექიდსი არის საკვები დანამატი და სხვა მედიკამენტებთან ერთად მისაღებად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

შენახვის პირობები: დეკიდსი შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30 °C- ისა. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში; გახსნილი ინახება 2 თვე.

გამოშვების ფორმა: წვეთები, 30მლ მინის ფლაკონში, ფორთოხლის არომატით, თავისი პიპეტით. მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Yeni Pharma Tibbi Malzeme İlaç San. İç Ve Diş Tic. Ltd. Şti.Küçükçekmece İkitelli Osb Mah. Marmara San. Sit. B blok Sok. No:7 Küçükçekmece / İSTANBUL T.: +90 212 653 48 41 | F.: +90 212 452 66 28 [email protected]www.yenipharma.com.tr

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: 3D PHARMA GEORGIA

Facebook კომენტარები