დექსირენი

50 მგ/2 მლ საინექციო ხსნარი

DEXIREN

50 mg/2 ml solution for injection

 

გამოიყენება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად

აქტიური სუბსტანციები: თითოეული 2 მლ ფლაკონი შეიცავს 73.80 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რაც 50 მგ დექსკეტოპროფენის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირიტი (96%), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

წამლის მიღების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვნთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. 

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი დაგინიშნეს თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს.   
  • პრეპარატის გამოყენების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამ წამლის გამოყენების შესახებ.
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებანი. ნუ მიიღებთ რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალ ან უფრო დაბალ დოზას. 

ამ ჩანართში:

1. რა არის დექსირენი და რისთვის გამოიყენება

2. დექსირენის მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ დექსირენი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ დექსირენი

 

1. რა არის დექსირენი და რისთვის გამოიყენება.

 დექსირენი არის  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აასს) ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

იგი გამოიყენება ზომიერი და ძლიერი ტკივილის დროს, როდესაც ტაბლეტების მიღება არ არის შესაფერისი, როგორიც არის ოპერაციის შემდგომი ტკივილი, თირკმლის ჭვალი (თირკმლის ძლიერი ტკივილი) და ზურგის ქვედა ნაწილის სიმპტომური ტკივილი.

დექსირენი შეიცავს 50 მგ დექსკეტოპროფენს (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით) და იგი მოცემულია 6 ფლაკონით შეფუთვაში, თითოეულ ფლაკონში არის 2 მლ გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.

2. დექსირენის მიღებამდე.

ნუ მიიღებთ დექსირენს შემდეგი მდგომარეობების დროს, თუ:

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან დექსირენის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  • ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
  • გაქვთ ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ გამოვლენილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე დროის განმავლობაში), ცხვირის პოლიპები (ცხვირის ლორწოვანის შეშუპება ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (კანზე გამონაყარი), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან ქოშინი) ან ხიხინი გულ-მკერდში;
  • გაქვთ ან წარსულში გქონდათ პეპტიური წყლული;
  • გაქვთ ან წარსულში გქონდათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენა ან პერფორაცია;
  • გაქვთ საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა (მაგალითად: დისპეპსია, გულძმარვა) ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული ანთება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კლოტი);
  • გაქვთ გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმელების საშუალო ან მძიმე ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;
  • გაქვთ მომატებული სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;
  • ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული ზომები დექსირენის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევაში:

  • თუ წარსულში გქონდათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კლოტი, კრონის დაავადება);
  • თუ წარსულში გქონდათ კუჭთან ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები.
  • თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან წყლულოვანი დაავადების ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიპი), თრომბოციტების აგრეგაციის დამაქვეითებელი პრეპარატები, მაგ: ასპირინი ან ანტიკოაგულანტები, მაგ: ვარფარინი. ამ შემთხვევაში დექსირენის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაძლებელია, დაგინიშნავთ კუჭის დამცავ საშუალებას (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან კუჭის წვენის გამომუშავების დამთრგუნველი საშუალებები).
  • გაქვთ გულის დაავადებები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ აღნიშნული დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე და თამბაქოს მოწევა). ასეთ შემთხვევებში მკურნალობასთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატებს, მაგალითად როგორიც არის დექსირენი შეუძლია მცირედ ხელი შეუწყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკს.  ნებისმიერი რისკი იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.
  • თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი, იზრდება გვერდითი მოქმედების გამოვლენის საშიშროება (იხ. პარაგრაფი 4). ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ალერგია;
  • თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების, ღვიძლის, გულის დაავადებები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ორგანიზმში სითხის შეკავება;
  • თქვენ იღებთ შარდმდენ საშუალებებს, გაქვთ გაუწყლოვნება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვის შედეგად (მაგალითად, შარდის გამოყოფის გაზრდის, დიარეას ან ღებინების გამო);
  • თქვენ ხართ ქალი, რომელსაც აქვს ფერტილობის დარღვევა (პრეპარატ დექსირენის მიღების ფონზე შესაძლებელია ფერტილობის დაქვეითება, ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დაგეგმვისას და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისას);
  • ხართ ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში;
  • თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შერეული კოლაგენოზი (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე);
  • ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის.
  • თუ მკურნალობის დროს შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილ პრობლემას, შეწყვიტეთ წამლის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. მაგ: თუ შენიშნავთ სისხლს განავალში; თუ განავალი არის შავი შეფერილობის და გუდრონის მსგავსი; თუ გაქვთ ღებინება სისხლით ან ღებინების დროს ყავის მარცვლის მსგავსი, მუქი ფერის ნაწილაკები;
  • თუ გაქვთ დისპეპსია ან წვის შეგრძნება კუჭში, მუცლის ტკივილი (ტკივილი კუჭში) ან კუჭთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიური სიმპტომები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

თუ ამჟამად ან წარსულში აღგენიშნებოდათ ზემოაღნიშნული მოვლენები კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

დექსირენის გამოყენება საკვებთან და სასმელთან

მისი მიღების გზიდან გამომდინარე არ არის საჭირო სიფრთხილის ზომები.

ორსულობა:

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

არ გამოიყენოთ დექსირენი ორსულობის მესამე ტრიმესტრში. არ გამოიყენოთ დექსირენი, გარდა ძალიან აუცილებელი შემთხვევისა, საუკეთესო არჩევანი იქნება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრი. აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად.  დექსირენის გამოყენება შესაძლოა არ იყოს თქვენთვის შესაფერისი თუ გეგმავთ ორსულობას. თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვება:

პრეპარატის მიღებამდე მიმართ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.   ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენოთ დექსირენი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

დექსირენით მკურნალობისას, გვერდითი მოვლენებიდან გამომდინარე, თავბრუსხვევამ ან ძილიანობამ შესაძლოა მსუბუქი გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.   თუ შენიშნავთ ამგვარ ეფექტებს არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები სანამ სიმპტომები არ გაივლის. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დექსირენის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

დექსირენის თითოეული ამპულა შეიცავს 200 მგ ეთილის სპირტს, რაც 5 მლ ლუდის ან 2,08 მლ ღვინის ექვივალენტურია. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის, ვისაც აწუხებს ალკოჰოლიზმი. გასათვალისწინებელია ორსულებში ან მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაავადება ან ეპილეფსია.

სამკურნალო პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება   

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ პრეპარატ დექსირენთან ერთად იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს.

არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, და არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელთა ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის შეცვლა.

დაუშვებელი კომბინაციები:

– აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;

– ვარფარინი, ჰეპარინი და სხვა საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას;

– ლითიუმი, რომელიც გამოიყენება ხასიათის ზოგიერთი დარღვევის დროს;

– მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის ან კიბოს დროს;

– ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს;

– სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.

შემდეგისაშუალებებისგამოყენებისასპრეპარატდექსირენთანერთადრეკომენდებულიასიფრთხილისზომებისდაცვით:

– აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენი საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის დაავადებების დროს;

– პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ვენების დაავადებებით განპირობებული ქრონიკული წყლულების დროს;

– ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

– ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს.

შემდეგისაშუალებებისგამოყენებაპრეპარატდექსერენთან ერთადუნდაიყოსკარგადდასაბუთებული (სიფრთხილით):

– ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;

– ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;

– სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ესე იგი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;

– პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს;

– დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;

– მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტული საშუალების სახით (ორსულობის შეწყვეტისთვის);

– სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესანტები;

– ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის კოლტების წარმოქმნის შესამცირებლად.

თუ ღებულობთ ამჟამად ან ადრე ღებულობდით  რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატებს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ მივიღოთ დექსირენი?

სათანადო გამოყენება და დოზირების სიხშირე:

პრეპარატი დექსირენი მიიღება მკურნალი ექიმის მითითების ზუსტი დაცვით. დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პრეპარატ დექსირენის თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე. ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა არის 1 ფლაკონი (50 მგ) დექსირენი ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ინექციის გამეორება მხოლოდ 6 საათის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში დექსირენის სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 150 მგ-ს (3 ფლაკონი).

ინექცია გამოიყენეთ მხოლოდ მწვავე პერიოდში (არაუმეტეს 2 დღე). თუ შესაძლებელია ჩართეთ სხვა პერორალური ტკივილგამაყუჩებლები.

გამოყენების წესი და მეთოდი:

დექსირენის გამოყენება შეიძლება როგორც ინტრამუსკულარული, ასევე ინტრავენური გზით (ინტრავენური ინექციის შესახებ ტექნიკური დეტალები მოცემულია პარაგრაფში „ინფორმაცია მოხმარების შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ“):

როდესაც დექსირენი გამოიყენება ინტრამუსკულარულად, საინექციო სითხე ამპულიდან ამოღების შემდეგ უნდა გაკეთდეს  დაუყოვნებლივ, ნელი ინექციით, ღრმად კუნთში.

გამოიყენება მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე სითხე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

პედიატრიული გამოყენება:

დექსირენი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დექსირენის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს  50 მგ-ს (1 ამპულა).

გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დექსირენის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს  50 მგ-ს (1 ამპულა).

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ გრძნობთ რომ დექსირენის ეფექტი სუსტია ან ძალიან ძლიერია.

პრეპარატი დექსირენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დექსირენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თან იქონიეთ მოცემული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

დექსირენის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ შემთხვევით გამოტოვეთ დოზა, მაშინ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ (პარაგრაფი 3-ის შესაბამისად „როგორ მივიღოთ დექსირენი“). 

დექსირენის მიღებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, დექსირენსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. 

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი მოვლენები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ცხრილში მითითებულია თუ რამდენ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები:

ხშირი

100-დან 1-ზე მეტ პაციენტში და  10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

არახშირი

1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში და  100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

იშვიათი

10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში და  1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ძალიან იშვიათი

10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ერთეული ცნობების გათვალისწინებით

ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები:

გულისრევა და/ან ღებინება, ინექციის ადგილის ტკივილი, რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ანთება, სისხლჩაქცევა ან სისხლდენა.

არახშირი გვერდითი მოვლენები:

სისხლის ღებინება, დაბალი არტერიული წნევა, ცხელება, მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ანემია, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, პირის სიმშრალე, წამოხურება, კანზე გამონაყარი, დერმატიტი, ქავილი, ოფლიანობის მომატება, დაღლილობა, ტკივილი, გაციების შეგრძნება.

იშვიათად განვითარებული გვერდითი მოვლენები:

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის სისხლდენა ან პეპტიური წყლულის პერფორაცია, მომატებული არტერიული წნევა, გულყრა, სუნთქვის გაძნელება, სისხლის კოლტებით განპირობებული ზედაპირული ვენის ანთება (ზედაპირული თრომბოფლებიტი), გულის რითმის დარღვევა (ექსტრასისტოლია), სწრფი გულისცემა, პერიფერიული შეშუპება (მაგალითად ფეხების და ხელების შეშუპება), არანორმალური შეგრძნება, ციებ-ცხელების და კანკალის შეგრძნება, „ყურებში რეკვა“ ტინიტუსი, ქავილიანი გამონაყარი, სიყვითლე, აკნე, ზურგის ტკივილი, თირკმლის ტკივილი, სითხის შეკავება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, კუნთების შებოჭილობა, სახსრების შებოჭილობა, კუნთების სპაზმი, ღვიძლის სინჯების გადახრა (სისხლის ანალიზში), სისხლში შაქრის დონის  მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის დონის  შემცირება (ჰიპოგლიკემია), ტრიგლიცერიდების დონის მატება სისხლში (ჰიპერტრიგლიცერიდემია), კეტონური სხეულები შარდში (კეტონურია), შარდში ცილების არსებობა  (პროტეინურია).

ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი მოვლენები:

ანაფილაქსიური რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შოკამდე), წყლულები კანზე, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი), პირის ან ტუჩების და ხახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება ბრონქული კედლის კუნთების შეკუმშვის შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, პანკრეატიტი, ღვიძლის უჯრედების დაზიანება  (ჰეპატიტი), კანის მგრძნობელობითი რეაქციები და მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თირკმლის დაზიანება, ლეიკოციტების რიცხვის შემცირება (ნეიტროპენია), თრომბოციტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ უკვე გქონდათ აღნიშნული სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სხვა დაზიანების (მაგალითად, პირის ღრუში) ან ალერგიის ნიშნების შემთხვევაში პრეპარატ დექსირენის მიღება უნდა შეწყდეს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია შეშუპების განვითარება (განსაკუთრებით კოჭებზე და ფეხებზე) ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად, არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა დექსირენი, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკი.

 პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით ან შემაერთებელიქსოვილისშერეულიდაავადებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც მოქმედებენ შემაერთებელ ქსოვილზე), ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა იშვითად, ციება, თავის ტკივილი, კისრის და ზურგის გაკავების შეგრძნება. 

გვერდითი მოვლენების გაუარესებისას, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შენიშვანთ ისეთგვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ დექსირენი?

დექსირენი შეინახეთ შეფუთვაში  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურის პირობებში. მოარიდეთ სინათლეს. ფლაკონები შეინახეთ ორიგინალ მუყაოს კოლოფში.

პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის მიხედვით

დექსირენი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე ან მუყაოს კოლოფზე. პროდუქტზე ან შეფუთვაზე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში არ გამოიყენოთ დექსირენი.

პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ პრეპარატი და შპრიცი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.

არ გამოიყენოთ დექსირენი თუ შენიშნავთ, რომ სითხე არ არის გამჭვირვალე და სუფთა ან აღინიშნება დაზიანების ნიშნები (მაგ: ნაწილაკები). დექსირენი გამოიყენება ერთჯერადად და კეთდება დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ. გადააგდეთ პროდუქტის გამოუყენებელი ნაწილი.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

Ilko Ilaç San. ve Tic. A.S

Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No:10, 34885 Sancaktepe –  სტამბოლი, თურქეთი.

წარმოების ადგილი:

idol ilaç Dolum San. ve Tic. A.S.

Davutpaşa Cad. Cebealibey Sok. No:20, 34010, Topkapi – სტამბოლი, თურქეთი.

მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის

ინტრავენური გამოყენება:

ინტრავენური ინფუზია: დექსირენის ერთი ფლაკონის შიგთავსი (2 მლ) უნდა განზავდეს 30-დან 100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში, 5% გლუკოზაში ან რინგერის ლაქტატის ხსნარში. განზავებული ხსნარის ინტრავენური შეყვანა ხდება ნელა და გრძელდება 10-დან 30 წუთამდე. ხსნარი დაცული უნდა იყოს დღის სინათლისგან.

ინტრავენური ბოლუსი: საჭიროების შემთხვევაში დექსირენის ერთი ამპულის შემადგენლობა (2 მლ) შეიძლება გაკეთდეს ნელი ინტრავენური ბოლუსით არანაკლებ 15 წამში.

ეთილის სპირტის შემცველობის გამო დექსირენის გაკეთება უკუნაჩვენებია ნერვულ ღეროში (ინტრათეკალურად ან ეპიდურალურად)

პროდუქტის გამოყენების ინსრუქცია:

როდესაც დექსირენი კეთდება ინტრავენური ბოლუსით, ამპულიდან ამოღების შემდეგ ხსნარი უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ.

ნაჩვენებია, რომ განზავებული ხსნარი, რომელიც შესაბამისად დაცულია დღის სინათლისგან, ქიმიურად სტაბილურია 24 საათის  განმავლობაში, 250C ტემპერატურის პირობებში. მიკრობიოლოგიური ასპექტით პროდუქტი გახსნის შემდეგ უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, მაშინ მის შენახვის პირობებზე და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადმინისტრატორს. თუ განზავების პროცესი არ მიმდინარეობს ასეპტიკურ გარემოში, მაშინ მისი შენახვის ხანგრძლივობა და პირობა არ იქნება ნორმალური 24 საათის გასვლის შემდეგ 2-80C ტემპერატურის პირობებში.

გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.

თავსებადობა:

დექსირენი თვასებადია ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინისა და თეოფილინის საინექციო ხსნართან მცირე მოცულობით შერევისას (მაგ: შპრიცში).

როგორც აღნიშნულია, განზავებული საინექციო ხსნარი  არის გამჭვირვალე. დექსირენის განზავება ხდება 100 მლ მოცულობის ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზას ხსნარში, რომელიც თავსებადია შემდეგ საინექციო ხსნარებთან: დოფამინი, ჰეპარინი, ჰიდროქსიზინი, ლიდოკაინი, მორფინი, პეტიდინი და თეოფილინი.

დექსკეტოპროფენის განზავებული ხსნარის შენახვისას პლასტმასის კონტეინერში ან გადასასხმელი ხელსაწყოები, რომლებიც შედგება ეთილის ვინილის აცეტატის, ცელულოზას პროპიონატის, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის და პოლივინილ ქლორიდისგან, არ აღინიშნება აქტიური ინგრედიენტების აბსორბაცია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები