დილუტიქსი 

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი

B01AC04

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 14 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

კლოპიდოგრელი . . . . . . . . . . . . . 75 მგ 

(კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატის ფორმით 97.875 მგ)

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, (Avicel PH  102), ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, (Aerosil 200), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry II Pink  32K14834 (ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, რკინის წითელი ოქსიდი)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიაგრეგანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კლოპიდოგრელი – წამლის წინა ფორმაა, რომელიც სელექციურად ბლოკავს ადენოზინდიფოსფატის (ადფ) კავშირს ადფ რეცეპტორებთან, რომლებიც განლაგებულნი არიან თრომბოციტების ზედაპირზე და იწვევენ GPIIბ/IIIა კომპლექსის შემდგომ აქტივაციას, რომელიც მიმდინარეობს ადფ მონაწილეობით, რის გამოც ითრგუნება თრომბოციტების აგრეგაცია. კლოპიდოგრელის დღეში 75 მგ დოზით ხანგრძლივად მიღებისას, ადფ დამოკიდებული თრომბოციტების აგრეგაციის შეფერხება იწყება მკურნალობის პირველი დღიდანვე, ეს მოქმედება თანდათან იზრდება და 3-7 დღის განმავლობაში აღწევს წონასწორულ მდგომარეობას. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო მკურნალობის შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში თანდათან აღდგება.

ფარმაკოკინეტიკა

კლოპიდოგრელი 75 მგ, პერორალურად ერთჯერადად ან განმეორებით მიღებისას, სწრაფად შეიწოვება. კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების შარდით გამოყოფის მონაცემების თანახმად კლოპიდოგრელის აბსორბცია შეადგენს 50%. In vitro კლოპიდოგრელი და მისი მოცირკულირე მეტაბოლიტი უკავშირდება პლაზმის ცილებს (98% და 94%-ის შესაბამისად). კლოპიდოგრელი აქტიურად განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ადამიანის მიერ პერორალურად მიღებიდან 120 საათის განმავლობაში 14С -დანიშნული კლოპიდოგრელის 50% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 46% განავლით.

ჩვენებები

ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებში:

– მიოკარდიუმის ინფარქტით, იშემიური ინსულტით ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადებით;

– მწვავე კორონარული სინდრომით შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდის ინფარქტი Q კბილის გარეშე), იმ პაციენტების ჩათვლით რომლებსაც გაუკეთდა აორტა-კორონარული შუნტირება (სტენტირებით ან სტენტირების გარეშე);

– მწვავე კორონარული სინდრომის შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატებით (მიოკარდის მწვავე ინფარქტი) მედიკამენტური მკურნალობისას და თრომბოლიზური თერაპიის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციის დროს.

– ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური გართულებების (ინსულტის ჩათვლით) პროფილაქტიკა წინაგულების ფიბრილაციის დროს;

– მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების ერთი რისკ ფაქტორიც კი, არ შეუძლიათ К ვიტამინის ანტაგონისტების მიღება და აქვთ სისხლდენის განვითარების დაბალი რისკი (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში).  

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მიოკარდის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან დიაგნოსტირებული პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების დროს ინიშნება 75 მგ დღეში ერთხელ.

მწვავე კორონარული სინდრომის დროს:

– შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდის ინფარქტი Q კბილის გარეშე) კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი დატვირთვის დოზით 300 მგ, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს დღეში ერთხელ 75 მგ (დღეში 75-325 მგ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში);

– შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატებით (მიოკარდის მწვავე ინფარქტი) კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი დატვირთვის დოზით 300 მგ, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს დღეში ერთხელ 75 მგ, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში თრომბოლიზურ საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე. 75 წელზე მეტი ხნის პაციენტებს დატვირთვის დოზას არ უნიშნავენ. კომბინირებულ თერაპიას იწყებენ სიმპტომების გამოვლენისთანავე და აგრძელებენ 4 კვირის განმავლობაში მაინც.

წინაგულების ფიბრილაციის დროს კლოპიდოგრელი ინიშნება 75 მგ ერთხელ დღეში. კლოპიდოგრელთან კომბინაციაში უნდა დაინიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა და გაგრძელდეს მკურნალობა 75-100 მგ დოზით დღეში.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100 დან

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: არცთუ ხშირად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ნეიტროპენია, მძიმე ნეიტროპენიის ჩათვლით; ძალიან იშვიათად – თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა, აპლასტიური

ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მძიმე თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია; უცნობი სიხშირით – შეძენილი ჰემოფილია. 

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ანაფილაქტოიდური რეაქციები; უცნობი სიხშირით – ჯვარედინად რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა თიენოპირიდინებთან (მაგ. ტიკლოპიდინთან, პრაზუგრელთან).

ფსიქიკის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰალუცინაცია, ცნობიერების მოშლა.

ნერვული სისტემის მხრივ: არცთუ ხშირად – ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა (არის ინფორმაცია ცალკეული ფატალური შემთხვევების შესახებ) თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; ძალიან იშვიათად – გემოვნების მოშლა.

მხედველობის ორგანოთა მხრივ: არცთუ ხშირად – თვალშიდა სისხლჩაქცევები (კონიუნქტივური, რეტინული).

სმენის ორგანოსა და ლაბირინთული სისტემის მხრივ: იშვიათად – ვერტიგო. 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ჰემატომა; ძალიან იშვიათად – სეროზული სისხლჩაქცევები, ვასკულიტი, ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: ხშირად – სისხლდენა ცხვირიდან; ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციური პნევმონიტი, ეოზინოფილური პნევმონია.

საჭმლის მომნელებელი ორგანოების მხრივ: ხშირად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დისპეფსია, ეპიგასტრული ტკივილი,

დიარეა; არცთუ ხშირად – გულისრევა, გასტრიტი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;

იშვიათად – მუცლის ღრუს სისხლჩაქცევები; ძალიან იშვიათად – მუცლის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ლეტალური

გამოსავლით, პანკრეატიტი, კოლიტი (მათ შორის წყლულოვანი კოლიტი ან ლიმფოციტარული კოლიტი), სტომატიტი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი, მწვავე ღვიძლისმიერი უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირად – ჰემატომები; არცთუ ხშირად – გამონაყარი, ქავილი, კანის სისხლჩაქცევები (პურპურა); ძალიან იშვიათად – ბულოზური დერმატიტი, (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა), ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობა, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი), ერითემატოზული და ექსფოლიატური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, წითელი ბრტყელი ლიქენი.

ძვალ -კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად – სისხლჩაქცევები კუნთებში და სახსრებში (ჰემართროზები), ართრიტი, ართრალგია, მიალგია.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: არცთუ ხშირად – ჰემატურია; ძალიან იშვიათად – გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება. 

საერთო და ადგილობრივი რეაქციები: ხშირად – სისხლდენა სისხლძარღვების პუნქტირების ადგილიდან; ძალიან იშვიათად – ციებ-ცხელება. 

ლაბორატორიული მაჩვენებლები: არცთუ ხშირად – სისხლდენის დროის მომატება, ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

მწვავე პათოლოგიური სისხლდენა (მაგ. სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ინტრაკრანიალური სისხლდენა).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა (კატეგორია B): ორსულობისას კლოპიდოგრელის კლინიკური გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მისი გამოყენება ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია: ფარმაკოკინეტიკურ/ტოქსიკოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში კლოპიდოგრელით თერაპიისას უნდა იქნას შეწყვეტილი ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

კლოპიდოგრელით მკურნალობის დროს, რადგან არსებობს სისხლდენის და არასასურველი ჰემატოლოგიური რეაქციების განვითარების საშიშროება, შესაძლოა სისხლდენის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება. ისევე როგორც სხვა ანტიაგრეგატული საშუალებები, კლოპიდოგრელიც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლდენის რისკის მომატების შემთხვევაში, ტრავმების, ქირურგიული ჩარევის ან სხვა პათოლოგიური მგდომარეობების დროს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ჰეპარინს, IIბ/IIIა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორებს და თრომბოლიზურ საშუალებებს. კლოპიდოგრელით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით პირველ დღეებში და/ან კარდიოლოგიური ინვაზიური პროცედურების ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების მდგომარეობის მკაცრი კონტროლი, რათა გამოირიცხოს სისხლდენის ნიშნები (მათ შორის ფარული სისხლდენის). გეგმიური ქირურგიული ჩარევის დროს, როცა ანტითრომბოციტული ეფექტი არასასურველია, კლოპიდოგრელის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე. რადგან კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისაკენ (განსაკუთრებით კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და თვალშიგა სისხლჩაქცევები).  პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ კლოპიდოგრელის მკურნალობის ფონზე განვითარებული სისხლდენა ხანგრძლივია, ამიტომ აუცილებელია აცნობონ ექიმს ყოველი სისხლდენის შესახებ. პაციენტი ასევე ვალდებულია, აცნობოს ექიმს (მათ შორის სტიმატოლოგს), თუ მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა, კლოპიდოგრელის მიღების შესახებ, აგრეთვე ახალი მედიკამენტით მკურნალობის დაწყების წინ. 

პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით, საკმარისი კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით. არსებობს ჰემორაგიული დიათეზის განვითარების საშიშროება ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევის დროს. პრეპარატი დილუტიქსი შეიცავს ლაქტოზას. ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული ფორმა, ლაქტაზის დეფიციტი, ლაპა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია, პრეპარატი არ ენიშნებათ.

დილუტიქსის თითოეული ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის არა ნაკლებ 0.000167 მმოლს (0.0038 მგ-ზე ნაკლები). ნატრიუმის ასეთი რაოდენობის არსებობა არ მოითხოვს განსაკუთრებულ მითითებებს. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს არავითარ გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე 

ჭარბი დოზირება

კლოპიდოგრელის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის მომატება, ჰემორაგიული გარათულებები. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. გახანგრძლივებული სისხლდენის დროის კორექციისთვის რეკომენდებულია თრომბოციტური მასის გადასხმა. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პერორალური ანტიკოაგულანტები: კლოპიდოგრელისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (შესაძლებელია სისხლდენის ინტესივობის გაძლიერება). 

IIბ /IIIა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ IIბ /IIIა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორებს.

აცეტილსალიცილის მჟავა: აცეტილსალიცილის მჟავა არ ცვლის კლოპიდოგრელის დამთრგუნველ მოქმედებას თრომბოციტების ადფ- ინდუცირებულ აგრეგაციაზე, თუმცა კლოპიდოგრელი პოტენციურად ზრდის აცეტილსალიცილის მჟავის მოქმედებას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. აცეტილსალიცილის მჟავის 500 მგ-ის 1 დღეში 2-ჯერადი და კლოპიდოგრელის ერთდროული მიღება არ იწვევდა სისხლდენის დროის მნიშვნელოვან გაზრდას. კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს სისხლდენის განვითარების რისკის ზრდას, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენების შემთვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ჰეპარინი: ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით, კლოპიდოგრელთან ერთად გამოყენების დროს, არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის კორექცია და არ იცვლებოდა მისი ანტიკოაგულური მოქმედება. თრომბოციტების აგრეგაციაზე კლოპიდოგრელის დამთრგუნველი მოქმედება არ იცვლება ჰეპარინის და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენების დროს.

კლოპიდოგრელსა და ჰეპარინს შორის შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკის გაძლიერება, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს.

თრომბოლიზური საშუალებები: კლოპიდოგრელის და ფიბრინოსპეციფიური და არასპეციფიურ თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის ერთდროული უსაფრთხო გამოყენების შესაძლებლობა გამოკვლეული იქნა მწვავე მიოკარდის ინფარქტის მქონე

პაციენტებში. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე ისეთივე იყო, როგორიც თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გამოყენების დროს. ამიტომ კლოპიდოგრელისა და სხვა თრომბოლიზური საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებისა (ცოგ-2 ის ინჰიბიტორების ჩათვლით) და კლოპიდოგრელის ერთდორული თერაპია საჭიროა ჩატარდეს სიფრთხილით.

CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელი და CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორები ერთად არ უნდა დაინიშნოს, როგორიცაა: ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, ციპროფლოქსაცინი, ციმეტიდინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბამაზეპინი და ქლორამფენიკოლი.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები: შესაძლებელია კლოპიდოგრელისა და პანტოპრაზოლის ერთდროული გამოყენება.

სხვა მედიკამენტები: კლოპიდოგრელისა და ატენოლოლის და/ან ნიფედიპინის ერთდროული გამოყენების დროს, რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა. კლოპიდოგრელის ფარმაკლოგიური აქტივობა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა მისი ფენობარბიტალთან ან ესტროგენებთან ერთდროული გამოყენებისას. ანტაციდური საშუალებები არ ცვლიან კლოპიდოგრელის აბსორბციას. ფენიტოინისა და ტოლბუტამიდის კლოპიდოგრელთან კომბინირება უსაფრთხოა. კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება დიურეზულ საშუალებებთან, ბეტაბლოკატორებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ჰიპოლიპიდემურ საშუალებებთან, კორონარულ ვაზოდილატატორებთან, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, ჰორმონჩამნაცვლებელ პრეპარატებთან. 

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები