შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

BioPure DHA® (თევზის ქონი)  –  500 მგ 

ომეგა – 3 ცხიმოვანი მჟავები:  150 მგ (DHA – 119 მგ,  EPA – 31 მგ)

D-ალფა-ტოკოფეროლი (ვიტ. E) – 2,5 მგ

ქოლეკალციფეროლი (ვიტ. D3) – 2,5 მკგ

ფორთოხლის ზეთი

დამატკბობელი სუკრალოზა

არომატიზატორი

 

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, სახამებელი, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

ომეგა 3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, აგრეთვე ცხიმში ხსნადი ვიტამინების (E და D3) ერთობლივი მოქმედება განაპირობებს პრეპარატ დოქტორ ნემოს ანთებისსაწინააღმდეგო და იშემიისსაწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზულ და ანტიჰიპერტენზიულ, აგრეთვე იმუნომასტიმულირებელ და ანტიკანცეროგენულ მოქმედებას. 

 

ჩვენებები: 

დოქტორ ნემო გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით:

_ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მ.შ. არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება

_ მეტაბოლური სინდრომი, მ.შ. სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა გენეზის დისლიპიდემია, ზრდაში ჩამორჩენა

_ ნერვული სისტემის დაავადებები, მ.შ. მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კოგნიტიური (დასწავლის) ფუნქციის დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ნეიროდეგენერაციული დაავადებები

_ თვალის დაავადებები, მ.შ. კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია

_ კანის და რბილი ქსოვილების პათოლოგიები, მ.შ. ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლული

_ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, მ.შ. ართროზო-ართრიტები, რევმატოიდული ართრიტი, მოტეხილობა, რაქიტი, ოსტეომალაცია, ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია

_ ორსულთა პათოლოგიები, მ.შ. გესტოზი, ნაყოფის ჰიპოტროფია, ნაყოფის ჰიპოქსია, პლაცენტის ფუნქციური უკმარისობა

_ სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნური პათოლოგიები

_ იმუნიტეტის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები

_ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე ქრონ. ენტერიტი, ღვიძლისმიერი ოსტეოდისტროფია, უმადობა

_ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი და ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, პერიოდონტიტი, კარიესი, თანკბილვის დარღვევა

 

მიღების წესი:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზებია:

3-დან 12 წლამდე ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში;

12 წლიდან და მოზრდილებში _ 2 კაფსულა დღეში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 4 კაფსულა. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე, სასურველია მკურნალობა განმეორდეს წელიწადში 2-3-ჯერ. 

უსაფრთხოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის, აგრეთვე, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის!

 

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

შეფუთვა:

არომატიზებული საღეჭი კაფსულა #30

 

გაფრთხილება:

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას 25oC ტემპერატურამდე დახურულ ქილაში. გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვადამდე. საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

არ შეიცავს გლუტეინს!

Facebook კომენტარები