დუოლაქსი

მცენარეული სამკურნალო საშუალება

 

ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი:

პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა:   

თითოეულიტაბლეტიშეიცავს:                              

სინამაქის (Cassia acutifolia ) ფოთლების ექსტრაქტი – 54 მგ.

ალოეს  (Aloe arborescens)ფოთლების ექსტრაქტი – 50 მგ.

აღწერილობა: მრგვალი ფორმის, მოყავისფრო ფერის ტაბლეტები ,გამყოფი ხაზით, ალოესთვის დამახასიათებელი ოდნავ მომწარო გემოთი.

სინამაქის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს:  ძირითადია რეინის დიანტრონები  (დიმერული შენაერთები) , რომლებიც ცნობილია სენოზიდი A და B სახელით (სტერეოიზომერები) . ასევე მონოგლიკოზიდებს –  გლუკორეინს, გლუკოალოე-ემოდინს, რეინის გლიკოზიდებს. თანმხლები ნივთიერებებია ფლავონოლები, კემპფეროლი, იზორამნეტინი , მათი გლიკოზიდები და ფისოვანი ნივთიერებები.

ალოეს ფოთლები შეიცავს  160-მდე აქტიურ ნივთიერებას: ანტრაცენ ნაწარმებს-მათ შორის ალოე-ემოდინს, C გლიკოზიდ-ალოინს.  ამინომჟავებს, ფერმენტებს, C,K,B12  ვიტამინებს და ნიკოტინის მჟავას. მაკრო და მიკრო ელემენტებს: (B,P,AL,MG,CA,K,Na,Si,Fe,Mn,Ba,Ag,Zn,Ni და სხვ.)  აქვს ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში),  იწვევს საფაღარათო ეფექტს.  ალოე ცნობილია როგორც ბიოგენური მასტიმულირებელი,  საფაღარათო და ქოლერეზული საშუალება.             

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას,  რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას,  მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას. ალოეს ფოთლების ექსტრაქტი აღმოფხვრის დისპეფსიურ მდგომარეობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, აკონტროლებს ნაწლავური მიკროფლორის განვითარებას.

პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-1Oსთ-ისშემდეგ.

ჩვენებები:

შეკრულობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია), მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება.

კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, რენტგენოსკოპიის წინ, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ .

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.მოზრდილები(12 წლის ასაკის ზევით) ნახევარი ან  1ტაბლეტი ძილის წინ. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დასაშვებია დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.

უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაცია. მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

გვერდითი მოვლენები:

დოზის გადაჭარბების დროს შესაძლოა თან ახლდეს გაძლიერებული ფაღარათი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი. შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტი გამყოფი ხაზით ბლისტერზე. კოლოფში 2 ბლისტერი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “გამა”  საქართველო. 

ტელ: 2 109916

Facebook კომენტარები