მწარმოებელი: NATUR PRODUCT

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ძლიერი ანტისეპტიური, ტკივილგამაყუჩებელი  და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

კომბინირებული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდური, ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი საშუალება.

  • პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა).
  • ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).

უკუჩვენება:

ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში: 8 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.

მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:

მკურნალობის კურსი არ აღემატება 5 დღეს.

შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები