ენტეროლი 250მგ კაფსულები


შემადგენლობა:
 
თითოეული კაფსულა შეიცავს 282,5 მგ ლიოფილიზირებულ
Saccharomyces boulardii-ს (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32,5 მგ ლაქტოზა)
დამხმარე ნივთიერება: ლევულოზა(ფრუქტოზა), არომატიზატორი “tutti frutti”.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 10 კაფსულით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიდიარეული მიკრობული პრეპარატი

ჩვენება:
-მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა.
-მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.
– ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
-Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
-შიდსთან ასოცირებული დიარეა.
-გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.
-დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

დოზირება და მიღების წესი:
1 წლამდე:  1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალსა ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ფუნგემია.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

მწარმოებელი: ლაბორატორია ბიოკოდექსი. ბარბესი 19. 92120 მონრუჟი, პარიზი, საფრანგეთი

Facebook კომენტარები