ფარმაკოლოგიური თვისებები

დამახასიათებელია გამოხატული კაპილარპროტექტორული აქტივობა და ანტიექსუდაციური მოქმედება.

ჩვენებები

  • პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი და ვენების ქრონიკული უკმარისობის სიმპტომები (შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვა, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი ქვედა კიდურებში), ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული ცვლილებები;
  • პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპება რბილ ქსოვილებში (მათ შორის – თავის ტვინში).

დოზირების რეჟიმი

– ზრდასრულებისათვის ვენაში 5-10 მგ დღეღამეში;

– ბავშვებისათვის 3 წლის ასაკამდე 100 მკგ/კგ/დღეღამეში;

– 3 წლიდან 10-წლამდე 200 მკგ/კგ/დღეღამეში.

შიგნით მისაღები დოზა დამოკიდებულია წამლის ფორმაზე და ინდივიდუალურად დგინდება.

გარეგანი გამოყენების შემთხვევაში ფრთხილად შეზელვაა საჭირო დაზიანების კერებში რამდენიმეჯერ დღეღამეში.

გვერდითი მოვლენები

♦ ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება;

♦ ანგიონევროზული შეშუპება;

♦ იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენებები

* მკვეთრი გადახრები თირკმლის ფუნქციებში;

* ჭარბი მგრძნობელობა ესცინისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

ვენაში შეყვანის დროს გამხსნელის დოზა უნდა გაორმაგდეს თუ ავადმყოფი მიდრეკილია თრომბოზებისადმი და აგრეთვე, ორსულობის საწინააღმდეგო პრეპარატების (კონტრაცეპტივები) მიღების შემთხვევაშიც.

Facebook კომენტარები