ფარმაკოლოგიური თვისებები

ეტაციზინი წარმოადგენს შერეული თვისებების მქონე IC/IV ჯგუფის ანტიარითმული საშუალებას. გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ანტიარითმიული მოქმედება. პრეპარატი აბლოკირებს ნატრიუმის არხებს და იწვევს ნატრიუმის სწრაფი შემავალი დენის დათრგუნვას. ამასთან ერთად იგი ხელს უწყობს კალციუმის ნელი შემავალი დენის ინჰიბირებას.

ეტაციზინი ანელებს გულში აგზნების გატარებას, ახანგრძლივებს რეფრაქტერულ პერიოდს, ნაკლებად მოქმედებს გულისცემის სიხშირეზე და არტერიულ წნევაზე. გულის შეკუმშვის ძალა მცირდება პრეპარატის დოზის შესაბამისად. მას გააჩნია ზომიერი ანტიიშემიური მოქმედება, ხოლო არითმოგენული ეფექტი, მისი თერაპიულ დოზებში გამოყენებისას იშვიათად ვითარდება.

ფარმაკოკინეტი

ეტაციზინი პერორალური გამოყენებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს „ღვიძლში პირველი გავლის“ დროს. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები განიცდის მნიშვნელოვან ფლუქტუაციას და მოითხოვს ინდივიდუალურ შესწავლას, ცალკეული ავადმყოფების სისხლში მისი ოპტიმალური კონცენტრაციის განსაზღვრისათვის.

ეტაციზინის ზოგიერთ მეტაბოლიტს გააჩნია ანტიარითმული აქტივობა. პრეპარატი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძეში.

ჩვენებები

– ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია;

– ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქტიკარდია (არაპარქსიზმული და პარქსიზმული);

– მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები;

– მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.

დოზირების რეჟიმი

ეტაციზინი ინიშნება საწყისი დოზით 500 მგ 3-ჯერ დღეში. მისი გამოყენება არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში პრეპარატის დოზა იზრდება (ეკგ კონტროლის ქვეშ) 50 მგ-მდე 4-ჯერ დღეში (200 მგ დღეში), ან 100 მგ 3-ჯერ დღეში (300 მგ).

სტაბილური ანტიარითმული ეფქეტი ვითარდება მისი პერორალური მიღებიდან მეორე-მესამე დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე, პრეპარატის ეფექტურობაზე და მის მიმართ ტოლერანტობაზე.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემმხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, მიოკარდიუმის შეკუმშვის ძალის შემცირება, კორონარული სისხლმიმოქცევის დაქვეითება. იშვიათად ვითარდება არითმოგენული ეფექტი.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

*გულის გამტარებლობის დარღვევა: სინოატრიული ბლოკადა II ხარისხის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV) II და III ხარისხის, პარკუჭშიდა გამტარებლობის მკვეთრი დარღვევა;

* არტერიული ჰიპოტენზია;

* გულის უკმარისობის მძიმე ფორმები;

* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია პოტენციური სარგებლიანობა დედისათვის და მოსალოდნელი რისკი ნაყოფისათვის. ამიტომ მისი დანიშვნა ამ პერიოდში ხორციელდება მხოლოდ მათ შორის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ავადმყოფებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით, პრეპარატის პირველადი დანიშვნისას, 2-3 დღის შემდეგ აუცილებელია ეკგ-კონტროლი (კომპლექსი QRS).

♦ ზოგიერთ შეთმხვევაში მიზანშეწონილია არითმიის მკურნალობის დაწყება ეთმოზინით (600-1200 მგ/დღეში), ვინაიდან იგი უფრო იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. ეთმოზინის მიმართ არითმიის რეფრაქტერობის შემთხვევაში ინიშნება უფრო აქტიური – ეტაციზინი.

♦ პრეპარატის დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია ავადმყოფებში გულის პარკუჭოვანი არითმიით, კომბინაციაში ჰისის-კონა-პურკინის სისტემის ბლოკადასთან.

ეტაციზინს, როგორც სხვა ანტიარითმული პრეპარატებს ახასიათებს არითმოგენული მოქმედება. მისი დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ:

– წინააღმდეგჩვენება პრეპარატის გამოყენების მიმართ;

– წინასწარ გამოვლენილი ჰიპოკალიემია და ზომები მისი კორექციისათვის;

– დაუშვებელია ეტაციზინის კომბინაცია I A ჯგუფის სხვა ანტიარითმულ პრეპარატებთან;

– პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარში (განსაკუთრებით პირველი 3-5 დღის განმავლობაში, ეკგ მონიტორინგის ქვეშ);

– ექტოპური პარკუჭოვანი კომპლექსის გახშირების, ბრადიკარდიის ან გულის ბლოკადის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება, ისევ როგორც პარკუჭოვანი კომპლექსის გაგანიერებების (>25%) და მისი ამპლიტუდის შემცირების შემთხვევაში;

– ეტაციზინის არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკს წარმოადგენს გულის ორგანული დაზიანება (განსაკუთრებით მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი), გულის სისტოლური მოცულობის შემცირება, მყარი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პრეპარატის მაქსიმალური დოზა.

– ამასთან ერთად პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებებით. ვინაიდან იგი ხასიათდება ტოქსიკური ზემოქმედებით ჰეპატოციტების მიმართ.

– ეტაციზინი აგრეთვე სიფრთხილით ინიშნება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის დროს, I ხარისხის AV ბლოკადის, ჰისის კონის არასრული ბლოკადის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს.

– მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მონიტორინგის ქვეშ. ეტაციზინი სასურველია დაინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3 თვის შემდეგ.

– იმ პირთათვის, რომელთაც პრეპარატის მიღებისას აღენიშნებათ გვერდითი ეფექტები (მაგალითად, თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა, დიპლოპია და სხვა), დაუშვებელია ავტომობილის მართვა და მუშაობა ზუსტ მექანიზმებთან, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: დამთრგუნველი მოქმედება მიოკარდიუმის გამტარ სისტემაზე, არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკის მომატება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– I C ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების (ეთმოზინი, ეტაციზინი, ენკაინიდი, ფლეკაინიდი, დორკაიმიდი, პროპაფენონი) ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

– I C ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების კომბინაცია I A ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატებთან ასევე დაუშვებელია.

– ეტაციზინი არ ინიშნება ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან.

– ბეტა-ბლოკატორების კომბინაცია I C ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებთან აძლიერებს მათ ანტიარითმულ ეფექტს, განსაკუთრებით იმ არითმიების შემთხვევაში, რომლებიც გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით ან სტრესით. ასეთი კომბინაცია იძლევა ანტიარითმული პრეპარატების დანიშვნის საშუალებას მცირე დოზებით, პაროქსიზმული ტაქიკარდიების (მათ შორის პარკუჭოვანი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

– კლინიკური გამოცდილებით დადგენილია ეტაციზინის ერთდროული მიღების შესაძლებლობა ამიოდარონთან (III ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატი), რომლის დროსაც ორივე პრეპარატის დოზა მცირდება.

– პარკუჭების ციმციმის ან პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია ეტაციზინის კომბინაცია მექსილეტინთან და პროპრანოლოლთან.

– ეტაციზინის და დიგოქსინის ერთდროული მიღება ამცირებს გულზე ეტაციზინის უარყოფით ინოტროპულ ეფექტს. ამავე დროს, მათი კომბინაციისას შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, უმადობა, რაც დაკავშირებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებასთან სისხლში. ამ დროს საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირება.

– ეტაციზინის და გლუტამინის მჟავას ერთდროული გამოყენება იწვევს ეტაციზინის კარდიოდეპრესული მოქმედების ნიველირებას ავადმყოფებში სისხლმიმოქცევის საწყისი დარღვევით.;

– ეტაციზინით მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

Facebook კომენტარები