საერთაშორისო დასახელება:

PENTOXIFILLINE

მწარმოებელი: SCHWARZ PHARMA,გერმანია

მოქმედი ნივთიერება: პენტოქსიფილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლის მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი. დიმეთილქსანტინის წარმოებული.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტალეტები რეტადი: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პენტოქსიფილინი ………………..   600 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვაზონიტი ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ამაღლებს ერითროციტების ელასტიურობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და ზრდის ჟანგბადის კონცენტრაციას ქსოვილებში. ერითროციტების ელასტიურობის მომატება განპირობებულია ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირებითა და ამის შედეგად ციკლო-ადენოზინტრიფოსფატის მომატებით ერითროციტებში. სისხლის სიბლანტის შემცირება შესაძლებელია გახდეს მიზეზი პლაზმაში ფიბრინგენის კონცენტრაციის შემცირებისა და ერითროციტებისა და თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითებისა.

ფარმაკოკინეტიკა:

ვაზონიტი რეტარდის ტაბლეტის მიღება განაპირობებს აქტიური ნივთიერებების უწყვეტ გამოთავისუფლებას და ზომიერ შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 3-4 სთ-ში. რის შედეგადაც შენარჩუნდება პრეპარატის თერაპიული ეფექტი 12 სთ-ი ს განმავლობაში. მიღებული დოზის დიდი ნაწილი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 24 სთ-ის შემდეგ, ხოლო მცირე ნაწილი (4%) – ნაწლავებიდან.

ხანდაზმულებსა და ღვიძლის პათოლოგიის დროს პენტოქსიფილინის გამოყოფა შემცირებულია.

ჩვენებები:

  • პერიფერიული სისხლმიმოქცევის მოშლა (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათია, რეინოს დაავადება).
  • იშემიური ცერებრული ინსულტი;
  • ათეროსკლეროზული და დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ანგიონეიროპათია;
  • არტერიული და ვენური მიკროცირკულაციის მოშლით განპირობებული ქსოვილთა და ორგანოთა ტროფიკის მოშლა (პოსტტრომბოფლებიტური სინდრომი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული წყლულები, მოყინვა);
  • თვალში სისხლის მომიქცევის მოშლა (ბადურასა ან თვალის სისხლძარღვოვან გარსში სისხლმიმოქცევის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული უკმარისობა);
  • სისხლძარღვოვანი წარმოშობის სმენის დაქვეითება.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის დოზირებისა და ხანგრძლივობის რეჟიმის დადგენა ხდება ექიმის მიერ დაავადების კლინიკური სურათისა და თერაპიულ ეფექტის მიხედვით.

ვაზონიტი რეტარდის ტაბლეტებს პერორალურად იღებენ ჭამის შემდეგ დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს).

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის გადავსების შეგრძნება და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;

ცნს-ის მხრივ: იშვიათად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა, სახის ჰიპერემია;

ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი;

სისხლის სურათის მხრივ:   იშვიათად სისხლდენა, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია. ამიტომ პრეპარატით მკურნალობის პროცესში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

უკუჩვენებები:

*მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მასიური სისხლდენები, სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში;

*პენტოქსიფილინისა და მეთილქსანტინის სხვა წარმოებულების (კოფეინი, თეოფილინი, თეობრომინი) მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

*ვაზონიტის გამოყენება ორსულობის დროს ნებადართული არ არის. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტენზიის, არტერიული ჰიპერტენზიით მიმდინარე მძიმე კორონარული და ცერებრული სკლეროზის, გულის უკმარისობის, არითმიების, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, კუჭ-ნწალავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა, არტერიული ჰიპოტონია, სხეულის ტემპერატურის მომატება (შემცივნება), გონების დაკარგვა, შესაძლებელია აგრეთვე ტონურ-კლონური კრუნჩხვები, ღებინება “კოფეინური მასით”, არითმია, არეფლექსია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პენტოქსიფილინი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების, ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

Facebook კომენტარები