ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ჰერპესის ვირუსის დნმ პოლიმერაზის სპეციფიურ ინჰიბიტორებს. იგი აბლოკირებს ვირუსის დნმ-ის სინთეზს და ვირუსის რეპლიკაციას.

ადამიანის ორგანიზმში ვალაციკლოვირი გარდაიქმნება აციკლოვირად და ვალინად. ფოსფოლირების შედეგად აციკლოვირიდან წარმოიქმნება აციკლოვირის აქტიური ტრიფოსფატი, რომელიც კონკურენტულად აინჰიბირებს ვირუსულ დნმ-ს პოლიმერაზას. ფოსფოლირილებისას პირველი ეტაპი რეალიზდება ვირუს-სპეციფიური ფერმენტის ზეგავლენით. Herpes simplex-ის, Varicella zoster-ის და Epstain-Barr-ის ვირუსისათვის ამ ფერმენტს წარმოადგენს ვირუსული თიმიდინკინაზა, რომელიც აღმოჩენილი მხოლოდ ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში. პრეპარატის სელექტიურობა ციტომეგალოვირუსის მიმართ განპირობებულია იმით, რომ ფოსფოლირილება ნაწილობრივ მაინც ხორციელდება UL97 ფოსფოტრანსფერაზას გენის პროდუქტით. აციკლოვირის აქტივაციისათვის ვირუსსპეციფიური ფერმენტის არსებობა მნიშვნელოვანი ხარისხით ხსნის მის სელექტიურობას.

ვალაციკლოვირი აქტიურია in vitro I და II ტიპის Herpes simplex-ის, Varicella zoster-ის და Epstain-Barr-ის ციტომეგალოვირუსი და ადამიანის 6 ტიპის ჰერპეს ვირუსის მიმართ.

პაციენტისაგან გამოყოფილი კლინიკური შტამების ფართო შესწავლამ ცხადყო, რომ ნორმალური იმუნიტეტის მქონე პაციენტებში აციკლოვირის მიმართ ვირუსის დაქვეითებული მგრძნობელობა აღინიშნება ძალიან იშვიათად. შედარებით ხშირად ზემოხსენებული ვირუსები აღენიშნებათ გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს, მაგალითად შინაგანი ორგანოების ან ძვლის ტვინის რეციპიენტებს, პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია ავთვისებიანი სიმსივნის გამო, აგრეთვე შიდსით ინფიცირებულ პაციენტებს. ვირუსის მიმართ აციკლოვირის დაქვეითებული მგრძნობელობა დაკავშირებულია უჯრედებში თიმიდინკინაზას ფენოტიპურ დეფიციტთან, რომელიც ინფიცირებულია ვირუსით. უფრო იშვიათად აციკლოვირის მიმართ დაქვეითებული მგრძნობელობა განპირობებულია დნმ-პოლიმერაზის ან ვირუსული თიმიდინკინაზას ფარული ცვლილებებით. აღნიშნული ვირუსების ვირულენტობა ახლოს დგას ე.წ. “ველურ” ვირუსებთან.

ფარმაკოკინეტკა

პერორალურად მიღების შემდეგ ვანციკლოვირი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აციკლოვირად და L-ვალინად, შესაძლოა ფერმენტ ვალაციკლოვირჰიდრაზის მოქმედებით.

1 გ ვალაციკლოვირის მიღებისას აციკლოვირის ბიოშეღწევადობა შეადგენს 54%-ს და არ მცირდება საკვების ზემოქმედების შედეგად.

აციკლოვირის მაქსიმალური კონცენტრაცია ვალაციკლოვირის ერთჯერადად 500 მგ-1 გ მიღების შემდეგ საშუალოდ შეადგენს 15-25 მკმოლ/მლ და აღინიშნება  მიღებიდან საშუალოდ 1.5 საათის შემდეგ.

პლაზმაში ვალაციკლოვირის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს აციკლოვირის დონის 4%-ს და აღინიშნება მიღებიდან საშუალოდ 45-60 წუთის შემდეგ. 3 საათის შემდეგ ვალაციკლოვირი პლაზმაში არ ისაზღვრება.

აციკლოვირისა და ვალაციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა იდენტურია ერთჯერადი და ხელმეორე გამოყენების შემთხვევაში. პლაზმაში ვალაციკლოვირის ცილებთან შეკავშირების ხარისხი ძალიან დაბალია (15%).

ვალაციკლოვირის ერთჯერადად და ხელმეორედ გამოყენებისას მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს. მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლები აღინიშნება შარდში. ვალაციკლოვირი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით, ძირითადად აციკლოვირისა და მისი მეტაბოლიტის 9-კარბოქსიმეთოქსიმეთილგუანინის სახით.

ჩვენებები

  • შემომსალტველი ჰერპესის მკურნალობა;
  • მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებათა მკურნალობა, მათ შორის პირველად გამოვლენილი და რეციდიული გენიტალური ჰერპესი;
  • მარტივი ჰერპესი ვირუსით გამოწვეული რეციდიული დაავადებების პროფილაქტიკა;
  • იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ციტომეგალოვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა (შიდსით ინფიცირებისას, ორგანოების და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ონკოლოგიური დაავადების ქიმიოთერაპია).

დოზირების რეჟიმი

შემომსალტველი ჰერპესის სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება დღეღამეში 3-ჯერ 1 გ-ის ოდენობით 7 დღის განმავლოაში.

მარტივი ჰერპესის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება 2-ჯერ დღეღამეში 500 მგ-ის ოდენობით.

მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული რეციდიული დაავადების მკურნალობა რეკომენდებულია დაწყებულ იქნას პროდრომალურ პერიოდში ან პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს. პირველ ეპიზოდში, როდესაც დაავადება მიმდინარეობს შედარებით მძიმედ, მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა გავზარდოთ 10 დღემდე. პრეპარატის დანიშვნა საჭიროა მოხდეს რაც შეიძლება ადრე.

თირკმელების უკმარისობისას პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია იმ პაციენტების დოზის შესაბამისად, რომელთა კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ-ში ნაკლებია. პრეპარატი მიიღება ჰემოდიალიზის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად – გულისრევა.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი.

გამოხატული იმუნოდეფიციტით შეპყრობილ პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს ხანგრძლივად იღებენ დიდი დოზით (დღეღამეში 8 გ), შესაძლოა აღენიშნოთ თირკმელების უკმარისობის მოვლენები, მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემია და თრომბოციტოპენია (ხანდახან ერთდროულად). აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ბოლომდე არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები

ვალაციკლოვირისა და აციკლოვირის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატით მკურნალობისას სასურველია ვუზრუნველვყოთ სითხის მიღების მოცულობის გაზრდა. თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევის არარსებობის შემთხვევაში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ბავშვებში პრეპარატის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ჭარბი დოზირება

არ არსებობს მონაცემები.

ერთჯერადად ვენაში შეყვანილი 80 მგ/კგ აციკლოვირი შეესაბაება დაახლოებით 15 გ პრეპარატს, გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის აღწერილი.

Facebook კომენტარები