ვალიდოლი

სავაჭრო დასახელება: ვალიდოლი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ქიმიური დასახელება: α-მეთილ-2-(2-პროპილ)ციკლოჰექსანოლი და [5-მეთილ-2-(2-პროპილ)ციკლოჰექსილ]-3-მეთილბუტანოატი.

სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები, 100 მგ.

შემადგენლობა:  ერთი კაფსულა შეიცავს: მენთოლის ხსნარს იზოვალერიანის მჟავას (ვალიდოლი) მენთილის ეთერში – 100 მგ.

აღწერა: ღია ყვითელი ფერის, სფერული ფორმის,რბილი ჟელატინის კაფსულები. 

კაფსულის შიგთავსი – გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ან მოყვითალო-მომწვანო ფერის ზეთოვანი სითხე მენთოლის სუნით. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულის დაავადებების სამკურნალო სხვა კომბინირებული პრეპარატები.

ათქ კოდი[C01EX]

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატის გამოყენების ძირითადი ჩვენებებია-მსუბუქი ხარისხის სტენოკარდიის შეტევები, კარდიალგია, «შექანების» სინდრომი (გულისრევა და ღებინება ზღვისა და საჰაერო დაავადების დროს), ისტერია, ნევროზი, ნიტრატების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილი.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება სუბლინგვალურად, 1 კაფსულა (100მგ) 2-ჯერ დღეში (კაფსულას აჩერებენ ენის ქვეშ სრულ დადნობამდე). აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 600 მგ-მდე დღეში.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. პრეპარატის მიღებიდან  5-10  წთ-ის შემდეგ თერაპიული ეფექტის არარსებობის ან არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში, აუცილებელია სხვა მკურნალობის დანიშვნა.

განსაკუთრებული მითითებები

სასურველი ეფექტის სწრაფად მისაღწევად, შესაძლებელია ვალიდოლის კაფსულის დაღეჭვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ გამოვლენილა.

გვერდითი მოქმედებები

პრეპარატის გამოყენებისას, ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი ღებინება, ცრემლდენა, თავბრუსხვევა.  ეს მოვლენების სწრაფად გაივლის თავისით.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.

მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე გავლენა

არ ახდენს გავლენას.

გამოშვების ფორმა

10 კაფსულა კონტურულ – უჯრედულ შეფუთვაში (ბლისტერი); კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი.

შენახვის პირობები

ინახება  150С – 250С ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

უს «მინსკინტერკაფს», ბელარუსის რესპუბლიკა,

220075, ქ. მინსკი, ა/ია 112, ინჟენერნაიას ქ, კ.26 

Facebook კომენტარები