ValuDorm

ვალუდორმი

შემადგენლობა: 20 წვეთის შემცველობა: მელატონინი – 1მგ, პასიფლორა – 25მგ. ცაცხვის ყვავილი – 25მგ. გვირილა – 25მგ. ეშოლცია – 25მგ. მაგნიუმი – 22,5მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  დამამშვიდებელი და საძილე საშუალება, ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ჩაძინების პროცესს და ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედაციური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს და ცნობილია, როგორც ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.

პასიფლორას აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.

 ცაცხვის ყვავილს გააჩნია ნერვული აგზნების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე აქვს გამოხატული საძილე ეფექტი.

 გვირილას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და გამოიყენება ბავშვებში მუცლის ტკივილის დასაამებლად. უძილობა ბავშვებში ხშირად კუჭ-ნაწლავის დისფუნქციით არის განპირობებული, ამიტომ თანამედროვე მიდგომებით, გვირილას შემცველობა მეტად მნიშვნელოვანია საძილე პრეპარატებში.

ალკალოიდების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ეშოლციას გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

მაგნიუმი უზრუნველყოფს ნეირონების მიერ ნერვულ იმპულსთა მიღება-გატარებას და მისი დეფიციტი ორგანიზმში განაპირობებს აგზნებას, სტრესისადმი მიდრეკილებას.

ჩვენებები: 

  • მოუსვენრობა, შფოთვა
  • მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
  • ძილის მოშლა
  • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში ან დათრგუნვა
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები

უკუჩვენება: 3 თვემდე ასაკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:    

  • ბავშვებში 2 წლამდე 10-15 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, ერთხელ დღეში.
  • 2 წლის ზემოთ ბავშვებში 15-20 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, 1-2ჯერ დღეში.

რეკომენდებულია პრეპარატი ჩავაწვეთოთ წყალში, რძეში,  ან დავაწვეთოთ შაქრის ნატეხზე.       

გამოშვების ფორმა: 30მლ. წვეთები, მარწყვის არომატით.

შენახვის წესები: ინახება 10-250C ტემპერატურაზე. მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

Facebook კომენტარები