ნაწლავის მიკლოფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება

შემადგენლობა:
1 საშე შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას – Lactobacillus reuteri, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus bulgaricus, Streptococcus thermophiles, Bifidobacterium breve, Bifidobacterium infantis, პრებიოტიკს – FOS ( ფრუქტოოლიგოსაქარიდი) – 150მგ , თუთია – 3მგ, ვიტამინი D3 – 5მკგ, დეკოზაჰექსაენის და ეიკოზაპენტაენის მჟავები (DHA+EPA) – 1მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვალურესტი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის კუჭის მჟავე გარემოსადმი მდგრადი რძემჟავა ბაქტერიები, თუთია, დეკოზაჰექსაენის და ეიკოზაპენტაენის მჟავები (DHA+EPA).

ვალურესტში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები არ იშლება კუჭის მჟავე გარემოში, მოკლე დროის შუალედში აღწევს ნაწლავებამდე და აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს.
პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.

ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებს რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის. აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, ასტაბილებენ პერისტალტიკას, მონაწილეობენ ვიტამინების (B, K) სინთეზში, მცირდება აირწარმოქმნა.

Lactobacillus rhamnosus ასტიმულირებს ინტერფერონის და იმუნოგლობულინების სინთეზს, რის შედეგად იზრდება ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური დაავადებების მიმართ.

Lactobacillus rhamnosus ამცირებს ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები (ბუნებრივი პოლისაქარიდები)- წარმოადგენს პრებიოტიკს – ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების – ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის. ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლება საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევს ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში. მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. ხელს უწყობს ელექტროლიტების და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით, თუთიის ჩართვა აუცილებელია მწვავე დიარეის მკურნალობის პროცესში.

ჩვენებები: დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები.
• ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• კვების რაციონის შეცვლასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული ნაწლავის ტრანზიტორული დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა)
• საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში
• გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული)

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 საშე დღეში ერთხელ, გახსნილი მცირეოდენ სითხეში, ჭამის წინ.

2-12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1-2 საშე დღეში.

12 წლის ზემოთ 2-3 საშე დღეში.

გამოშვების ფორმა: #16 საშე, ბანანის არომატით.

შენახვის წესები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. მშრალ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

Facebook კომენტარები