ნუტრიცეპტული თერაპია გარეგანი სილამაზისთვის

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა  შეიცავს: ჰიალურონის მჟავა – 5.0 მგ., ფურისულას ზეთი – 350.0 მგ., სილიციუმი – 10.0 მგ., კოენზიმ Q10 – 15.0 მგ

არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.  

 „ვიადერმი კანის სილამაზე“   – ქალბატონებისთვის,   რომლებსაც   სურთ   შეანელონ   უკვე   დაწყებული   კანის დაბერების პროცესი. ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებსაც  არ  აქვთ  სიბერის  ნიშნები,  მაგრამ სურთ შეინარჩუნონ ჯანმრთელი, ელასტიური და ლამაზი კანი. ქალბატონებისთვის, რომლებიც ეძებენ  სტანდარტულ   საუკეთესო  კანის მოვლისთვის სათანადო თერაპიას ხანგრძლივი დადებითი ეფექტით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  „ვიადერმი   კანის   სილამაზე“ არის   უნიკალური ბუნებრივი მკვებავი კოსმეტიკური პროდუქტი. შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზრუნავენ თქვენი კანის მდგომარეობაზე. შეიცავს ოთხ ძალზედ ეფექტურ კომპონენტს – ჰიალურონის მჟავას, ფურისულას ზეთს, კოენზიმ Q10 და   სილიციუმს.“ვიადერმი კანის სილამაზე“ –  პერორალური თერაპიაა და გარეგანი გამოყენების კოსმეტიკურ საშუალებებისგან   განსხვავებით  მოქმედებეს  ორგანიზმზე შიგნიდან, ღრმა დერმის შრეებში, სადაც სათავეს იღებს პრობლემა და ამგვარად აქვთ ხანგრძლივი მოქმედების შედეგი. პრეპარატი ეფექტურად აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, ტენიანობას და ამცირებს ნაოჭებს. მისი რეგულარული მიღება  დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი კანი. ფარმაკოლოგიური თვისებები: ჰიალურონის მჟავა-არის მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც  მონაწილეობს ქსოვილებში სითხის ტრანსპორტირებასა და გადანაწილებაში.პირდაპირ მოქმედებს უჯრედის მეტაბოლიზმზე და რეგენერაციის პროცესებზე. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს,რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე და სიმკვრივეზე. ფურისულას ზეთი-მდიდარია E ვიტამინით“ახალგაზრდობის ვიტამინი“ და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად ლინოლენის მჟავა).ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. გააჩნია მკვებავი,დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება.ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს.ახდენს მკვდარი ქსოვილების პილინგს და კანს მატებს სიგლუვეს და ბზინვარებას.სილიციუმი -მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას,რაც არის კანის, თმის  და ფრჩხილების  ძირითადი საყრდენი. სილიციუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა  და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს  კოლაგენის სინთეზში,რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)-ცნობილი ანტიოქსიდანტი,რომელიც იცავს  უჯრედებს დაბერებისაგან.

ჩვენება: კანზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები: სტრესი და უძილობა, ნიკოტინი, ალკოჰოლი,სოლარიუმი, არაჯანსაღი კვება და ხანგრძლივი დიეტები. ალერგიური რეაქციები,  ჰორმონალური დარღვევები, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა,ჭარბი და უხარისხო კოსმეტიკა, მეტეოროლიგიური ფაქტორები.

მიღების wesi da dozireba: 1 კაფსულა ორჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა ბლისტერში,მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად.

შენახვის პირობები: 15-25 C ტემპერატურაზე,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი  წარმოების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

Facebook კომენტარები