საერთაშორისო დასახელება:

VINPOCETINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ვინპოცეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ვინპოცეტინი ………………….  5 მგ

დახმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვინპოცეტინს გააჩნია კომპლექსური მოქმედების სამკურნალო მექანიზმი.

– იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლმიმოქცევასა და ცერებრულ მეტაბოლიზმზე, ასევე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.

– ვინპოცეტინს გააჩნია ნეიროპროტექტული ეფექტი: იგი ამცირებს დამაზიანებელ ციტოტოქსიკური რეაქციების ინტენსივობას, რომლებიც გამოწვეულია ამგზნები ამინომჟავებით: ვინპოცეტინი აინჰიბირებს როგორც ნატრიუმისა და კალციუმის არხების, ასევე გლუტამატ NMDA-სა და AMPA-ს რეცეპტორების ფუნქციურ აქტივობას;

– ვინპოცეტინი ზრდის ადენოზინის ნეიროპროტექტულ ეფექტს;

პრეპარატი ასტიმულირებს ცერებრულ მეტაბოლიზმს:

-აძლიერებს თავის ტვინის მიერ გლუკოზისა და ჟანგბადის შეთვისებასა და უტილიზაციას;

– ვინპოცეტინი ზრდის ნეირონების რეზისტენტობას ჰიპოქსიის მიმართ;

ასტიმულირებს გლუკოზის ტრანსპორტს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ენერგიის უნივერსალური წყაროა. იგი ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმს უფრო ხელსაყრელი აერობული მიმართულებით.

– პრეპარატი შერჩევით აინჰიბირებს Ca2+ კალმოდულინ-დამოკიდებულ ცგმფ-ფოსფოდიესთერაზას, თავის ტვინის ქსოვილებში ზრდის ცგმფ-ისა და შესაბამისად ატფ/აგფ-ის შეფარდებას.

– ვინპოცეტინი ასტიმულირებს ნორადრენალინისა და სეროტონინის ცერებრულ მეტაბოლიზმს; იგი ააქტივებს აღმავალ ნორადრენერგულ სისტემას.

ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედების მექანიზმები უზრუნველყოფენ ვინპოცეტინის ცერებროპროტექტულ ეფექტს.

ვინპოცეტინი აუმჯობესებს თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას:

– თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას;

– ამცირებს პათოლოგიურად მომატებული სისხლის სიბლანტეს;

– ზრდის ერითტოციტების დეფორმირებულობის ხარისხს და ამუხრუჭებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმას.

– იგი აგრეთვე უზრუნველყოფს ქსოვილების ოქსიგენაციის პროცესს.

ვინპოცეტინი შერჩევით აძლიერებს თავის ტვინში სისხლმიმოქცევას:

– აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის პროცესს;

– ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, საერთო სისხლმიმოქცევის პარამეტრებზე უმნიშვნელო ზემოქმედების გარეშე, იგი პრაქტიკულად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე პულსის სიხშირესა და საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობაზე;

– იგი არ იწვევს მითვისების ფენომენს პირიქით მისი გამოყენებისას პირველ რიგში ძლიერდება ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი მცირე პერფუზიის იშემიური უბნის სისხლით მომარაგება.

ჩვენებები:

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს ნევროლოგიური ან ფსიქიური მოშლილობანი:

  • ინსულტის შემდგომი მდგომარეობა,
  • ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა,
  • ცერებლური ათეროსკლეროზი,
  • სისხლძარღვოვანი წარმოშობის დემენცია,
  • ტრავმის შემდგომი და ჰიპერტონული ენცეფალოპათია.

ოფთალმოლოგიაში:

თვალის გარსის სისხლძარღვებისა და ბადურას ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

ოტიატრიაში:

ვინპოცეტინი გამოიყენება პერცეპციული ტიპის სმენის დაქვეითების, მენიერის დაავადების, ყურებში იდოპათიური შუილის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ხშირ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება დღეში 3-ჯერ 5-10 მგ-ის ოდენობით (15-30 მგ დღეში). ვინპოცეტინი ინიშნება ჭამის შემდეგ. იმის გამო, რომ ვინპოცეტინს არ გააჩნია ჰეპატო- და ნეფროტოქსიკური მოქმედება, პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცია, დოზის კორექცია არ არის აუცილებელი.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: აღნიშნება ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გაზრდა, აგრეთვე ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია.

სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილება, ძირითადად მისი დაქვეითება; კანის სიწითლე.

ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა (უძილობა ან პირიქით ძილიანობა), თავბრუსხვევა, სისუსტე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, ღებინება, კუჭის არეში წვის შეგრძნება.

კანზე ალერგიული სიმპტომები გვხვდება იშვიათად.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, აგრეთვე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

*არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

QT ინტერვალის გახანგრძლივების დროს, ან იმ პრეპარატების ერთდროული მიღებისას, რომლებიც ხელს უწყობენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას, რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.

ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ვინპოცეტინის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 41.5 მგ ლაქტოზას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არსებობს მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C  ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები