მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური პრერაპატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

თიამინის ჰიდროქლორიდი/ვიტამინიB1…………………. 5 მგ

რიბოფლავინი/ ვიტამინიB2/ ………………………….. 1 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(ვიტამინიB6)……………………………………………… 4 მგ

ნიკოტინამიდი/ ვიტამინიPP…………………………….50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცეულოზის ჰიდროქსიპროპილი, სტეარინი, ტალკი კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, ოპადრა.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

თიამინის ჰიდროქლორიდი/ვიტამინიB1 ……………….. 5 მგ

რიბოფლავინი/ვიტამინიB2 ……………………………………… 1 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

(ვიტამინი B6)           …………………………………….5 მგ

ნიკოტინამიდი/ვიტამინიPP …………………………….50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

დინატრიუმის ედეტატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

B ჯგუფის ვიტამინები შედიან რიგი ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და ამგვარად მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების ცვლის რეგულაციაში.

ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარების სიჩქარეზე; პიროფოსფატად გარდაქმნის შემდეგ მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.

ვიტამინ B2 აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას; მონაწილეობს რკინისა და პორფირინების ცვლაში, ჰემოგლობინის სინთეზში და უჯრედულ სუნთქვაში;

ვიტამინი B6 შედის ფერმენტების დეკარბოქსილაზას და ტრანსამინაზის შემადგენლობაში. მონაწილეობს ჰისტამინის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ამინომჟავების ცვლაში.

ნიკოტინის მჟავა და მისი ამიდი შედიან კოდეჰიდრაზების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ წყალბადის ტრანსპორტში და ახორციელებენ, ქსოვილური სუნთქვისთვის აუცილებელ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.

ჩვენებები:

  • ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემების დაავადებები: ნევრიტი (იშიაზი), პოლინევრიტი (ალკოჰოლური, ტოქსიური, პოსტინფექციური), დიაბეტური პოლინეიროპათია, ნევრალგია, მიასთენია, ვერნიკეს ენცეფალოპათია, ვეგეტონევროზი, ასთენია;
  • კანის დაავადებები; ფსორიაზი, ფურუნკულოზი;
  • სხვა: სისტემური წითელი მგურა, სტომატოგლოსიტი, კოლიტი, სპრუ, ათეროსკლეროზი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ჰეპატიტები, ანემიები, მოწამვლები.

მიღების წესი და დოზირება:

შემოგარსული ტაბლეტები მიიღება:

მოზრდილებში პერორალურად 1-2 შემოგარსული ტაბლეტი 2-3-ჯერ დღე-ღამეში;

ბავშვებში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულურად დანიშვით და ინტრავენურად დოზით 1-2 მლ დღეში ან დღეგამოშვებით 5-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს: ალერგიული გამონაყარი, ქავილი, კვინკეს შეშუპება, რომელიც უფრო ხშირად აღინიშნება წინასწარგანწყობილ პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ;

*II და III ხარისხის ჰიპერტენზია.

განსაკუთრებული მითითებები:

– პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს. ეს ნივთიერება იწვევს ალერგიულ რეაქციებს: ჩვეულებრივ ეს შენელებული ტიპის რეაქციებია (კონტაქტური დერმატიტი); იშვიათად სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი);

– რიბოფლავინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობა.

– ვიტამინი B კომპლექსი (რომელიც შეიცავს პირიდოქსინს) მაღალი დოზებით მკურნალობის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებას, რაც ვლინდება სიარულის დარღვევასა და ქუსლებში მწვავე ტკივილებით. ეს სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყების ერთი თვიდან 3 წლამდე პერიოდში.

– კიბოს უჯრედების პროლიფერაციის შესაძლო სტიმულირების გამო ვიტამინი B კომპლექსი სიფრთხილით გამოიყენება ავთვისებიანი დაავადებების დროს.

– ვიტამინ B კომპლექსის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარტში შემავალი ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპის ექფეტურობას.

პრეპარატმა შეიძლება შეამციროს ზოგიერთი ადრენოლიზური და სიმპატოლიზური საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტი. B1 ვიტამინის შემცველობის გამო შეიძლება დაითრგუნოს ბარბიტარუტებისა და გლუტეტიმიდის სედატიური ეფექტი;

ქლორპრომაზინი აძლიერებს B2 ვიტამინის ექსკრეციას შარდში;

პრობენეციდი თრგუნავს ტუბულარულ სეკრაციას და B2 ვიტამინის რეაბსორბციას, რის შედეგადაც მცირდება მისი ექსკრეცია შარდთან ერთად;

ვიტამინი B6 ამცირებს L-დოფას ანტიპარკინსონულ ეფექტს;

ვიტამინ B კომპლექსის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში კონტრაცეფციულ საშუალებებთან, იზონიაზიდთან, პენიცილამინთან, ციკლოსერინთან, თიოსემიკარბაზინებთან სისხლში მცირდება ვიტამინ B6-ის კონცენტრაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

Facebook კომენტარები