საერთაშორისო დასახელება:

PYRIDOXINUM

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 5%: ამპულაში 1 მლ. შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ……………  50მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) –ის წყაროს წარმოადგენს მრავალი პროდუქტი; ამ ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია მარცვლოვანების აღმონაცენი, ბერძნული კაკალი, შპინატი , ფუნდუკი, კარტოფილი, სტაფილო, ყვავილოვანი და თეთრთავა კომბოსტო, პომიდორი, მარწყვი, ბალი, ფორთოხალი და ლიმონი. პირიდოქსინი არის აგრეთვე ხორცისა და რძის პროდუქტებში, თევზში,  კვერცხში, პარკოსნებში. ვიტამინი B6  ორგანიზმში სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორით.

დღეღამური მოთხოვნილება ვიტამინი B6 –ზე.

დღეღამური მოთხოვნილება ვიტამინი B6 –ზე მოზრდილი ადამიანისთვის შეადეგნს 2.0მგ, ორსულებისა და მეძუძურებისათვის – 2–2.2მგ, ბავშვებში სიცოცხლის პირველ წელზე – 0.3–0.6მგ.

მიღების წესი და დოზირება:

პარენტერალურად (კანქვეშ, კუნთში, ვენაში), თუ per os მიღება შეუძლებელია (ღებინება) და ნაწლავის მიერ შეწოვის დარღვევა. მოზრდილებში – 50–100 მგ/დღ 1–2 მიღებაზე, ბავშვებში – 20მგ. მკურნალობის კურსი მოზრდილებში შეადგენს 1 თვეს, ბავშვებში – 2 კვირას. თუ მკურნალობა წარმოებს იზონიაზიდით, ფტივაზიდით – 5–10მგ/დღ.

სიდერობლასტური ანემიის სამკურნალოდ – 100მგ შიგნით მისაღებად ან 100მგ კუნთში, კვირაში 2–ჯერ. სასურველია ერთდროულად ფოლიუმის მჟავის, ციანკობალამინის, რიბოფლავინის მიღება.

პარკინსონიზმის დროს – კუნთში 100მგ/დღ, კურსზე 20–25 ინექცია, მკურნალობის კურსი გრძელდება 2–3 თვის შემდეგ, დოზის დაწყება შეიძლება 50–100მგ/დღ. დოზა ყოველდღიურად იზრდება 50მგ–ით, და მიიყვანება 300–400მგ/დღ–მდე. ერთჯერადი ინექციის სახით 12–15 დღის მანძილზე.

ინვოლუციურ ასაკში დეპრესიული მდგომარეობის დროს – კუნთში 200მგ/დღ.

პირიდოქსინდამოკიდებული კრუნჩხვითი სინდრომის დროს – კუნთში ან ვენაში 30–600მგ, ბავშვებში 10–100მგ ყოველდღიურად.

ვიტამინი B6 –ის გამოყენება:

ვიტამინი B6 და ნერვული სისტემა

პირიდოქსინი განაპირობების უჯრედის მიერ გლუკოზის ეფექტურ მოხმარებას, იცავს ორგანიზმს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი რყევებისგან;

პირიდოქსინი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამონომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის სინთეზის კატალიზატორს. ამით ის ამაღლებს ტვინის შრომისუნარიანობას, უზრუნველყოფს მეხსიერების და განწყობის გაუმჯობესებას. ამიტომ,პირიდოქსინის საშუალებით გლუკოზის ნორმალური განაწილება სასიკეთო გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ვიტამინი B6 და სისხლის მიმოქცევა:

ვიტამინი B6 (რკინასთან, სპილენძთან და თუთიასთან ერთად) მონაწილეობას ღებულობს ჰემის, ჰემოგლობინის შემადგენელი ნაწილის, სინთეზში. რომელიც აუცილებელია ანემიის თავიდა ასაცილებლად.

ვიტამინი B6 და ნივთიერებათა ცვლა

პირიდოქსინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა ყველა სახის ცვლაში.

ის ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში, რომლის დროსაც თირკმელზედა გადმოისვრის ჰორმონს, რომელიც ააქტივებს ცილოვან ცვლას. ამიტომ სტრესულ სიტუაციაში პირიდოქსინი იხარჯება ყველაზე მეტი, რადგან ის აუცილებელია ცილების შეთვისებისთვის.

ვიტამინი B6 ფოლის მჟავასთან ერთად ქოლესტერინის ცვლის (ახდენს ჰიპოქოლესტერინემიულ ეფექტს) და ცხიმოვანი მჟავების ნორმალიზებას უწყობს ხელს, და აქედან გამომდინარე, დადებით მოქმედებას ახდენს ცხიმოვან ცვლაზე.

ვიტამინი B6 და გულ–სისხლძაღვთა სისტემა:

ვიტამინი B6 კომპლექსში B1, B9, B12 ვიტამინებთან დგას გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაცვის სადარაჯოზე და ამცირებს ისეთი დაავადებების შემთხვევებს, როგორიცაა გულის  იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, მიოკარდის ინფარქტი.

სისხლში ვიტამინი B6–ის არ არსებობისას სისხლი ხდება სქელი, წებოვანი და მიდრეკილია შენადედის წარმოქმნისაკენ, რომელმაც შეიძლება დაახშოს სისხლძარღვი. პირიდოქსინს ორგანიზმიდან გამოჰყავს ჰომოცისტეინი – ამინომჟავა, რომლის დონის მომატება სისხლში იწვევს ინსულტის და მიოკარდის ინფარქტის შემთხვევების გახშირებას.

ვიტამინი B6 ორგანიზმის ქსოვილებში ნატრიუმის და კალიუმის ბალანსზეა პასუხისმგებელი. თუ ადამიანი ბევრ მარილს მოიხმარს საკვებში და არასაკმარისი რაოდენობით ღებულობს ვიტამინი B6, ეს იწვევს სითხის დაგროვებას (შეშუპებას), არტერიული წნევის მომატებას. ვიტამინი B6 მოქმედებს როგორც დიურეტიკი, მონაწილეობს ორგანიზმიდან წყლის გამოყვანაში.

ვიტამინი B6 და იმუნიტეტი:

პირიდოქსინი აუცილებელია ანტისხეულების რაოდენობის მომატებისთვის და ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ორგანიზმის დამცველებს დაავადების  მრავალი გამომწვევისგან. ამ ვიტამინის აუცილებელი საკმარისი რაოდენობა საჭიროა ორგანიზმში იმუნური სისტემის ფუნქციონირების მაჩვენებლის – T უჯრედების პროდუცირებისათვის.

ეს ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისთვის და ხანშიშესულებისთვის, რათა ბუნებრივი გზით დაცული იყოს ორგანიზმი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისგან.

ჰიპოვიტამინოზი

ვიტამინი B6 უკმარისობა:

ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევა, ვითარდება დეზორიენტაცია;

ვითარდება ანემია;

ირღვევა სისხლძარღვების მუშაობა;

ვითარდება დერმატიტი და კანის სხვა დაავადებები, კანი ხდება ლიმონისფერ–ყვითელი შეფერილობის;

ჩნდება აგზნება, თავის ტკივილი, დაღლილობა;

მადის დაქვეითება;

ჰიპერვიტამინოზი:

ვიტამინი B6–ის ჭარბი დოზირება იწვევს კიდურებში სისხლისმიმოქცევის დარღვევას, ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებს.

მითითება:

ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები, ანტიბიოტიკები და მოწევა ზრდის ორგანიზმის მიერ ამ ვიტამინზე მოთხოვნას.

პირიდოქსინი აუცილებელია ანემიის პროფილაქტიკისთვის; ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რის შედეგადაც უმჯობესდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია; გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ, როგორიცაა, იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება; იმუნური უჯრედების წარმოქმნისთვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ასუსტებს ლევოდოპას მოქმედებას; იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენდამოკიდებული პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პირიდოქსინის ეფექტს. კარგად მოქმედებს გულის გლიკოზიდებთან ერთად, გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (მატულობს გამძლეობა ჰიპოქსიის მიმართ). ფარმაცევტულად შეუთავსებელია B1 და  B12 ვიტამინებთან, ფხვნილში ასკორბინის და ნიკოტინის მჟავასთან.

Facebook კომენტარები