თიამინის ქლორიდის (ვიტამინი B1) 5% საინექციო ხსნარი

SOLUTIO THIAMINI CHLORIDI PRO INJECTIONIBUS

გენერიული დასახელება: Thiamine chloride

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი

ATC-კოდი: BA11DA01

ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა: ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 50მგ თიამინის ქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ცისტეინი და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: ორგანიზმში თიამინის ქლორიდი ფოსფორილირების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს კოფერმენტს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში. ვიტამინი “B1” მოლეკულის 4′ პოზიციაში განლაგებული აზოტის ატომი ზემოქმედებს სინაპსებში ნერვული აგზნების გატარებაზე, გააჩნია განგლიომაბლოკირებელი და კურარეს მაგვარი ეფექტები.
ფარმაკოკინეტიკა: კუნთში შეყვანისას პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება და თანაბრად გადანაწილდება ყველა ქსოვილსა და ორგანოში. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა თირკმლიდან, მ.შ. 8-10% უცვლელი სახით.

ჩვენებები: ვიტამინი B1-ის ჰიპო- და ავიტამინოზი დაკავშირებული მისი ნაწლავში შეწოვის დაქვეითებასთან, შიმშილობასთან, ქრონიკულ ალკოჰოლიზმსა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებასთან. ვიტამინის გაზრდილი მოთხოვნილება ორსულობის, ლაქტაციის და ორგანიზმის ინტენსიური ზრდის დროს. ნევრიტების, პოლინევრიტების, რადიკულიტის, ნევრალგიების, პერიფერიული დამბლების დროს. აგრეთვე გამოიყენება ნევროგენული დერმატოზების, კანის ქავილის, პიოდერმიის, ეკზემის და ფსორიაზის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება: შეჰყავთ კუნთში. მოზრდილებს: 0,5–1მლ (25–50მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში ყოველდღე. ბავშვებს: 0,25მლ (12,5მგ) დღეში. კურსი: 10–30 ინექცია. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის 2მლ (100მგ), ბავშვებისთვის 0,5მლ (25მგ).

უკუჩვენებები: პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობიარობა, ალერგიული დაავადებები.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი, დაფოთვლა, კვინკეს შეშუპება), ძალიან იშვიათად ანაფილაქსური შოკი.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის შეყვანა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზებით, რომელთა ზრდა დასაშვებია პრეპარატის კარგი ამტანიანობის შემთხვევაში. სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს ნერვული სისტემის მაღალი აღგზნებადობით. პრეპარატის მაღალი მჟავიანობის გამო მისი ინექციები ხშირად მტკივნეულია. პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას მექანიზმებთან მუშაობაზე და ავტომანქანის მართვაზე.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება, აგრეთვე შესაძლებელია ჰიპერთირეოიდიზმის ნიშნების (თავის ტკვილი, აგზნებადობა, ტრემორი, გულისცემის სიხშირის ზრდა) განვითარება. მკურნალობა: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, მკურნალობა სიმპტომატიური.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის რეკომენდირებული ერთდროული შეყვანა B-ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად, ვინაიდან იზრდება მისი ალერგიული ეფექტი. კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენობარბიტალი, ფეენიტოინი, კარბამაზეპინი) ხანგრლივმა მკურნალობა შეიძლება გამოიწვიოს თიამინის დეფიცითი. არ შეიძლება პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში პენიცილინთან, სტრეპტომიცინთან, ნიკოტინის მჟავასთან და სულფიტის შემცველ პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ მის დაშლას.

შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 1მლ პრეპარატი ამპულაში. 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად, პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი: (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა: [email protected]

Facebook კომენტარები