პირისოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა
(ვიტამინი B6-დარნიცა)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება:
პირიდოქსინი; [2-მეთილ-3-ოქსი-4,5-დი(ოქსიმეთილ)-პირიდინის ჰიდროქლორიდი];
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე;
შემცველობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 0.05 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილენდიამიტეტრაძმარმჟავას დინატრიუმის მარილი (ნატრიუმის ედეტატი), საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ვიტამინების მარტივი პრეპარატები. კოდი ATC A11HA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილირებულ ფორმაში ვიტამინი B6 შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ახორციელებენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებისა და გადაამინირების პროცესებს. იგი აქტიურად მონაწილეობს ტრიპტოპანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინისა და სხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში, დოპამინის ნორადრენალინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში; აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას ათეროსკლეროზის დროს; ზრდის დიურეზს.

ფარმაკოკინეტიკა. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ღვიძლში მეტაბოლიზირდება. მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტები (4-პირიდოქსილმჟავა და 5-ფოსფოპირიდოქსილმჟავა) თირკმელებით გამოიყოფა. პრეპარატის დაახლოებით 8-10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა გამოიყენება ჰიპო- და ავიტამინოზისას B6, ორსულების ტოქსიკოზების, ათეროსკლეროზის, ანემიების (რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიების, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ნეიროდერმიტების, ფსორიაზის, ექსუდატიური დიათეზები დროს. ასევე ინიშნება ზღვისა და ჰაერის დაავადებების, მენიერის დაავადების დროს. გარდა ამისა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა არიდებს ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტებს) ტუბერკულოზის საწინააღმდგო პრეპარატებით მკურნალობის დროს.

გამოყენების წესი და დოზები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა შეიყვანება ინტრაკუნთურად, ინტრავენურად და კანქვეშ, განსაკუთრებით, თუ ნაწლავში შეწოვის დარღვევის გამო პრეპარატის შინაგანად მიღება შეუძლებელია.
B6-ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის დღის დოზა უფროსებისათვის შეადგენს 0.002-0.005 გ, ბავშვებისათვის – 0.002 გ დღეში.
პარენტერალურად შეყვანის დროს დღე-ღამის სამკურნალო დოზა უფროსებისათვის, რომელი ინიშნება 1-2 მიღებად, შეადგენს 0.05-0.1 გ, ბავშვებისათვის – 0.02გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს და 14 დღეს, შესაბამისად.
პარკინსონიზმისას ი/კ შეიყვანება 2 მლ 5% ხსნარი დღეში (კურსი – 20-25 დღე, 2-3 თვეში განმეორებითი კურსი). სხვა სქემის მიხედვით 5% ხსნარი შეიყვანება ი/კ საწყისი დღის დოზით 50-100 მგ, ხოლო შემდეგ დოზა ყოველდღიურად იზრდება 50 მგ-ით და დაიყვანება 300-400 მგ-მდე დღე-ღამეში (ერთჯერადად). ამ დროს თერაპია 12-15-დღიანი კურსებით ხორციელდება.
ინვოლუციური ასაკის დეპრესიების სამკურნალოდ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა შეიყვანება კუნთში 200 მგ დღე-ღამეში.
სიდერობლასტური ანემიის თერაპიისას პრეპარატი შეიყვანება ი/კ 100 მგ (0.1 გ) ორჯერ კვირაში (ამ დროს რეკომენდებულია ფოლის მჟავას, რიბოფლავინის, ვიტამინის B12 გამოყენება).
ნევრიტებისა და სხვა გართულებების ასარიდებლად ფტივაზიდითა და იზონიკოტინმჟავას ჰიდრაზიდის სხვა წარმოებულებით პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა ინიშნება 0.005-0.01 გ დღეში.

გვერდითი მოქმედება. შესაძლებელია კან-ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცას ხსნარი აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას.
პრეპარატი არ ინიშნება ა-დოფასთან ერთდროულად, ვინაიდან ასუსტებს უკანასკნელი მოქმედებას.
არ შეიძლება ერთ შპრიცში პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცას ციანოკობალამის ხსნარებთან და თიამინინთან ერთად გამოყენება.
ჭარბი დოზა. ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი დოზებით ვითარდება ხასიათდება კუნთის ქსოვილში და შინაგან ორგანოებში ცილის შემცველობის მკვეთრი შემცირებით. ჰიპერვიტამინოზის B6, ადრეულ სტადიებში შესაძლოა გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გულის იშემიური დაავადების დროს.

შენახვის პირობები და ვადები. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფებში.

მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.

Facebook კომენტარები