ვიტამინი C – პრო ფორტე / Vitamin C Pro Forte

ვიტამინი C პრო ფორტე

ინოვაციური, ორიგინალი, დაპატენტებული ვიტამინი C-ს ფორმულის „Ester – C“- ს შემცველი გემრიელი, საღეჭი აბები ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

რას წარმოადგენსვიტამინი C პრო ფორტე“?

ვიტამინი C პრო ფორტე  წარმოადგენს 500 მგ C ვიტამინის უნიკალური, პროლონგირებული მოქმედების მქონე ფორმულის „Ester-C”-ს შემცველ ბრენდს. სტანდარტული C ვიტამინებისაგან განსხვავებით ვიტამინი „Ester-C” გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით და უზრუნველყოფს ორგანიზმში C ვიტამინის ბალანსის სწრაფ აღდგენას. მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ხელს უწყობს C ვიტამინის დონის შენარჩუნებას და აქვს გახანგრძლივებული მოქმედება. არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას და ოქსალატური ქვების წარმოქნის რისკს. გამოირჩევა კლინიკური კვლევებით დადასტურებული მაღალი თერაპიული ეფექტითა და უსაფრთხოების სტანდარტით.

ვიტამინი C პრო ფორტეუზრუნველყოფს:

  • იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციობირებას და ორგანიზმის ენერგიით გამდიდრებას;
  • ნერვული სისტემისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სიჯანსაღეს;
  • დაღლილობის, ასთენიისა და მოთენთილობის შემცირებას;
  • ორგანიზმის დაცვას გარემო ფაქტორების მავნე ზეგავლენისა და ოქსიდაციური სტრესისაგან;
  • კოლაგენის ბიოსინთეზის გაუმჯობესებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღეს.

ვიტამინი C პრო ფორტესშემადგენლობა:

ყოველი 1 საღეჭი აბი შეიცავს

NRV*%

ვიტამინი C

500 მგ

625 %

   

*NRV- Nutrient Reference Value

ვიტამინი C პრო ფორტესჩვენებები:

  • ვიტამინი C-ს დეფიციტის და დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, ასევე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციების პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • ხშირი ავადობა; ასთენია; საერთო სისუტე; გადაღლილობა; კუნთების ტკივილი;
  • ავადობის დროს და ავადობის შემდგომ პერიოდში იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის; რეკონვალესცენციის პროცესის დაჩქარება;
  • გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; გარემოს მავნე ზეგავლენისაგან ორგანიზმის დაცვა;
  • ღრძილების ანთება, სისხლმდენი ღრძილების პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს კომპლექსურ თერაპიაში;
  • რკინადეფიციტური ანემიის პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • კანის, თმისა და ფრჩხილის სტრქუტურული დაზიანებით გამოწვეული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა;
  • ბავშვის აქტიური ზრდის პერიოდის ხელშეწყობა;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში C ვიტამინის დეფიციტის და დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პრევენცია და კომპლექსური ტერაპია.

ვიტამინი С პრო ფორტე“-ს მიღების წესი და დოზირები სრეჟიმი:

3 წლიდან ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1 საღეჭი აბი 1-ჯერ დღეში.

დოზის კორექცია და კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ წარმოადგენს მრავალფეროვანი საკვების ჩამნაცვლებელ საშუალებას. არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები: დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი. კომპლექსური თერაპიის საჭიროებისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

ვიტამინი С პრო ფორტე არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ასპარტამს, ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს.

გამოშვების ფორმა: №30 საღეჭი აბი სასიამოვნო გრეიფუტის არომატით.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: „Acconitum“, ლიეტუვა

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: შპს „არტ ფარმა“

Facebook კომენტარები