საერთაშორისო დასახელება:

CHYMOTRIPSIN; TRYPSIN;PAPAIN

მწარმოებელი: MUCOS PHARMA, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ქიმოტრიფსინი+ტრიფსინი+პაპაინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტული საშუალება სისტემური ენზიმოთერაპიისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ., შეფუთვაში 1, 2 და 5 ც.

1 ტაბ.

ქიმოტრიფსინი …………..     40 მგ

ტრიფსინი ………………….      40 მგ

პაპაინი……………………….      100 მგ

1 ტაბლეტი შეიცავს ცხოველების პანკრეასიდან და Carica papaya-ისგან მიღებული პროტეოლიზური ფერმენტების 200 მგ-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ენზიმები (ფერმენტები) მონაწილეობენ ორგანიზმის ცხოველქმედების პრაქტიკულად ყველა პროცესში; ენზიმების აქტივობის შემცირება ხშირად განაპირობებს ამა თუ იმ დაავადების განვითარებას. ენზიმების მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს დარღვეული იმუნიტეტის აღდგენის უნარი.

ვობე-მუგოს E ტაბლეტები დაფარულია კუჭის წვენის მოქმედებისაგან დამცავი გარსით.

იგი წარმოადგენს მაღალაქტიური მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბუნებრივი ენზიმების მიზანმიმართულ კომბინაციას. პრეპარატი ააქტივებს ანტივირუსულ იმუნიტეტს, (NK უჯრედებს, ციტოტოქსიკურ T ლიმფოციტებს, მაკროფაგებს) და არეგულირებს ციტოკინების კონცენტრაციას. იგი ამცირებს სხივური და ქიმიოთერაპიის უარყოფით გავლენას ორგანიზმზე, პირველადი სიმსივნის პროგრესირების ტემპებს და მეტასტაზირების შესაძლებლობას, ახდენს ენდოთელიუმისა და სიმსივნური უჯრედების ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესიის ინჰიბირებას.

პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებსა და მიკროცირკულაციას, რაც ხელს უწყობს ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფასა და ქსოვილების ტროფიკის გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს იმუნური კომპლექსების ფრაგმენტაციას და მათ ელიმინაციას მაკროფაგების ფაგოციტური აქტივობის სტიმულირების ხარჯზე.

ჩვენებები:

  • ვირუსული დაავადებების, ჰერპესული ინფექციების მკურნალობა: ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი, ასევე მათი მორეციდივე ფორმები;
  • დამხმარე თერაპია ქიმიო- და სხივური თერაპიის დროს: ამცირებს ზემოთ აღნიშნული თერაპიის გვერდით მოვლენებს (იმუნოსუპრესია, პოსტრადიაციული მუკოზიტი, ფიბროზები), აუმჯობესებს ქიმიოპრეპარატებისა და სხივური თერაპიის მიმართ ტოლერანტობას.

მიღების წესი და დოზირება:

-ქიმიო- და სხივური თერაპიის კურსის ჩატარებისას, განსაკუთრებით, გვერდითი ეფექტების ან ქიმიო და სხივური თერაპიის მიმართ აუტანლობის განვითარებისას, რეკომენდებულია 3 ტაბლეტის მიღება 3-ჯერ დღეში ქიმიო- ან სხივური თერაპიის მთელი კურსის მანძილზე.

-მეტასტაზირების პროფილაქტიკისათვის ხანგრძლივი მკურნალობის დროს, რეკომენდებულია 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. ინდივიდუალურად თითოეული ავადმყოფისათვის.

-ვირუსული დაავადებების მკურნალობისათვის იღებენ 5 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, ძირითადი კლინიკური სიმპტომების უკუგანვითარებამდე. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე დაავადების პირველი სიმპტომების განვითარებისთანავე.

ტაბლეტებს ღებულობენ დაუღეჭავად, ჭამამდე არანაკლებ 30 წთ-ით ადრე, წყლის საკმაოდ დიდ რაოდენობასთან (200 მლ) ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ, პაციენტები პრეპარტს კარგად იტანენ. გვერდითი მოქმედება არ ვლინდება მისი მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი. ერთეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, განავლის ფერის, სუნისა და კონსისტენციის შეცვლა. პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისა, ზოგჯერ აღინიშნება მუცლის შებერვა და დიარეა. ასეთ დროს პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის საჭირო. არამედ რეკომენდებულია დოზის დროებით შემცირება.

უკუჩვენებები:

*სისხლის შედედების პათოლოგიები (ჰემოფილია), ასევე ჰემოდიალიზის ჩატარებისას. ასეთ დროს აუცილებელია ექიმის მიერ კონტროლი. ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ამ მდგომარეობისათვის ადექვატური სიფრთხილით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან ერთად ერთდროული მიღებისას შეუთავსებლობის შემთხვევები ცნობილი არ არის.

-ანტიბიოტიკებთან ერთად მიღება ზრდის მათ კონცენტრაციას სისხლსა და სამიზნე ორგანოებში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები