თერმოვეს კრემი

 

შემადგენლობა
აქტიური 
ნივთიერება  ეტოფენამატი + ბენზილნიკოტინატი
1 გრამი კრემი შეიცავს 100მგ ეტოფენამატს და 10 მგ ბენზილნიკოტინატს
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენის გლიკოლი, კარბომერი, 2 – პროპანოლი, მაკროგოლ გლიცეროლის კოკოატი, მაკროგოლ გლიცეროლის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი. 

აღწერილობა და შეფუთვა:
თეთრი ფერის გაუმჭვირვალე კრემი
50გ კრემი ტუბში

ფარმაკოლოგიური თვისებები

თერმოვეს კრემს გააჩნია სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ეტოფენამატი გამოხატული ლიპოფილურობის გამო სწრაფად შეიწოვება კანიდან და დიდხანს ნარჩუნდება ანთებით კერაში. ვაზოდილატაციური საშუალება ბენზილნიკოტინატი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და მიკროცირკულაციას კანსა და კანქვეშა ქსოვილებში, იწვევს ჰიპერემიას და მსუბუქ გამახურებელ ეფექტს.

თერმოვე აფერხებს ანთებით პროცესს ზედაპირული ვენების კედლებში და ამცირებს თრომბოზების განვითარების რისკს უფრო ღრმა ვენებში.

ფარმაკოკინეტიკა
ეტოფენამატი გამოიყოფა მრავალი მეტაბოლიტის (ჰიდროქსილირება, ეთერების და ესტერების გახლეჩა) და მათი კონიუგატების სახით, რომელთაგან 35% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით და დანარჩენი ძირითადად – ნაღველის და ფეკალური მასის საშუალებით. ბენზილნიკოტინატის ადგილობრივ გამოყენებას ახლავს გამახურებელი ეფექტი, გააჩნია სისხლძარღვების გაფართოების ეფექტი, რის შედეგადაც, წასმის ადგილზე იზრდება სისხლის ნაკადი და უმჯობესდება მიმდებარე ქსოვილების ტროფიკა.

ჩვენებები

ნევრალგია, მიალგია, მიოზიტი, რადიკულიტი, ლუმბაგო

რევმატოიდული ართრიტი, ტენდენიტი, სინოვიტი, ბურსიტი, პერიართრიტი, პოდაგრის შეტევა

ამოვარდნილობა, დაჭიმულობა, ღრძობა, დაჟეჟილობა, პოსტრავმული გართულებები

ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი, ფლებიტი, პერიფლებიტი დიაბეტური ტერფი

გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, გამონაყარი, მათ შორის პუსტულების და ბუშტუკების განვითარება. იშვიათად თერმოვემ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა ან ადგილობრივი ალერგიული რექციები (კონტაქტური დერმატიტი).
თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
თერმოვეს კრემი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ჰიპერმგრძნობელობა ეტოფენამატის, ფლუფენამური მჟავას და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ან თერმოვეს კრემში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ;
– ღია ჭრილობებზე, ანთებით ან ინფიცირებულ კანზე, ეგზემატოზური დაზიანებების დროს ან ლორწოვან გარსზე;
– ორსულობის ბოლო ტრიმესტრში;

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
თერმოვეს კრემი გამოიყენება ორსულობის მხოლოდ პირველ და მეორე ტრიმესტრში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ლაქტაცია:
რადგან ეტოფენამატის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში, შესაბამისად არ არის სასურველი თერმოვეს კრემის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ასევე არ შეიძლება დღიური დოზის გადაჭარბება. იმისთვის, რომ არ მოხდეს ბავშვის მიერ პრეპარატის მიღება, მეძუძურმა დედამ არ უნდა წაისვას იგი მკერდზე.

ჭარბი დოზირება
თუ გარეგანი გამოყენებისას მოხდა რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, უნდა მოშორდეს კრემი და უნდა მოხდეს კანის მობანა წყლით. თუ პაციენტმა გამოიყენა ძალიან დიდი რაოდენობით თერმოვეს კრემი ან მოხდა მისი შემთხვევით გადაყლაპვა, მაშინ უნდა ეცნობოს ექიმს.

შენახვის პირობები

ინახება გრილ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე ან ტუბზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 50გ კრემი

აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: რეკორდატ ილაჩ სან. ა.ს. სტამბული/თურქეთი/

ლიცენზიის მფლობელი: რეკორდატი ილაჩ სან თურქეთი

Facebook კომენტარები